ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა - ამინდი უარესდება
1747077153
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთისთვის მიუღებლად და ულტიმატუმის ენად მიიჩნევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დასავლელი ლიდერების მოთხოვნას.
„ამ გაფრთხილებამდე ჩვენ უკვე მოვისმინეთ გაფრთხილება გუშინწინ. თუ გახსოვთ, ისინი ასევე საკმაოდ ულტიმატუმის ფორმით იყო გაჟღერებული. ულტიმატუმების ასეთი ენა რუსეთისთვის მიუღებელია“. ეს არ არის შესაფერისი. რუსეთთან არ შეიძლება ამ ენით საუბარი“, – განაცხადა პესკოვმა.
„მსურველთა კოალიციაში“ შემავალმა დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად 12 მაისიდან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სანქციების მორიგი პაკეტის დაწესება არ გამორიცხეს.