VIDEO: ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს და გვყავს ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად იყო დასმული... - ცოტნე კობერიძე

ცოტნე კობერიძე

„ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს ანუ რაც ოპოზიცია ვარსებობთ, რამდენი არჩევნები გაგვივლია, რამდენი კამპანია ჩაგვიტარებია, რესურსები ხომ იხარჯება, არამარტო ფულის ნაწილში, ადამიანური, დროის, ყველაფრის და ჯამში მივედით იმგვარი ტიპის ლიდერზე, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.