ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
წუხელ თბილისში ავარია მოხდა, იუსტიციის სახლთან ერთმანეთს მერსედესის და ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაშავებული მოქალაქეების ამოყვანა მხოლოდ ავტომობილის კარის გაჭრის შემდეგ მოხერხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია ორივე ავტომანქანაში მსხდომი რამდენიმე მოქალაქე.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.ავარიის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.