„ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ცოცხალს იპოვიდნენ... როგორ მჯეროდა...“ - ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

ჯაბა საყევარაშვილი

19 ნოემბერს, ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ჯაბა საყევარაშვილიც.

ახალგაზრდა კაცის შესახებ სოციალურ ქსელში ახლობელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ვიზიარებ ჩემო ძვირფასებო. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ცოცხალს იპოვიდნენ, როგორ მჯეროდა... ბედნიერი დედამისი, რომ ვერ მოესწრო ამ ყველაფერს. ახლა ჩაიკრავს გულში თავის ვაჟკაცს. უფალს ებარებოდე ჯაბა. თქვენ კი გამძლეობას გისურვებთ, ჩემებო“, – წერს ნაზი მოდებაძე.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს ქვეყანა უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა. ფონიჭალაში გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 4 ადამიანი.

8 საათიანი ძებნის შემდეგ, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს. მოგვიანებით, ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს.

მომხდარი აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

საქმეზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

✕