„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები... ჩემი და ნენესი...“ - ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

ჯაბა

 ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს მეუღლე, მარიამ ბენდიანიშვილი, ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.

„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები... ჩემი და ნენესი...

ჩემი ლამაზი ბიჭი... ჩემი სულის ნაწილი... ჩემი სამუდამო თეთრი ანგელოზი“, - წერს მარიამ ბენდიანიშვილი.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს ქვეყანა უდიდესმა ტრაგედიამ შეძრა. ფონიჭალაში გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 4 ადამიანი.

8 საათიანი ძებნის შემდეგ, ნანგრევებიდან ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. მოგვიანებით, ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს.

მომხდარი აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

საქმეზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

✕