გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ახალციხეში, დღეს, დაახლოებით, 12:30 საათზე მდინარე ფოცხოვში გოგონა ჩავარდა.
თვითმხილველების თქმით, იგი გამვლელმა ამოიყვანა. ამ დროისთვის, ის კლინიკა „იმედში“ იმყოფება. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გოგონა შოკურ მდგომარეობაშია.
„ჩვენთან შემოიყვანეს გოგონა, სკოლის მოსწავლეა. შოკურ მდგომარეობაშია, უტარდება კვლევები, ამ ეტაპზე, სხვას ვერაფერს გეტყვით“,- აცხადებს გიორგი ბარძიმაძე.
წყარო/ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“