ახალ ზელანდიაში ძლიერი ქარიშხლის გამო საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა, დახურულია სკოლები

ახალ ზელანდიაში ძლიერი ქარიშხლი

ახალ ზელანდიაში ძლიერი ქარიშხლის გამო საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია, დახურულია სკოლები. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონში ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რის გამოც სკოლები დაიხურა და ფრენები გაუქმდა.

რამდენიმე რაიონში 24-საათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

უელინგტონისთვის გამოცხადებულია უმაღლესი – წითელი დონის გაფრთხილება, ახალი ზელანდიის მეორე უდიდეს ქალაქ კრაისტჩერჩში კი, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

უელინგტონის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ვარაუდობენ, რომ უელინგტონში ძლიერი ქარი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.