სპორტი • 1766039449
კვარა ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებში შედის - ცნობილია, რომელ ადგილზეა ქართველი
ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.როგორც აღმოჩნდა, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორისაა.პირველ და მეორე პოზიციას პორტუგალიელი ფეხბურთელები ჟოაუ ნევეში და ვიტინია იყოფენ - 110 მილიონი ევრო.მესამე ადგილზე უსმან დემბელე გახლავთ, რომლის ღირებულებაც 100 მილიონი ევროა.მე-4 და მე-5 ადგილებს ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე იყოფენ - 90 მილიონი ევრო.შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ გრანდს გასული წლის ზამთარში შეუერთდა და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, გარდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა.კვარამ პსჟ-ს მაისური დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 52-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.























