შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790660486

შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ დაგმო პოლიციელზე ძალადობა; დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ

 გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გარედან წაქეზების შედეგს ვხედავთ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ციხეში მჯდომი დიქტატორი იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოგვიცხადა."ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordz) და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ერთ ხმაში დედის გინების ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა. ღონისძიების მასპინძელი კი გორის არტ-ჰაუსი უნდა ყოფილიყო, რომელიც იმავე ადამიანებს "მონებს" უწოდებს.ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მართალია, სექტის ნაწილმა ეს აღშფოთება გააკრიტიკა, თუმცა გამოჩნდა სინანულის შემცველი ტექსტებიც: დედის გინება პროტესტისა და თვითგამოხატვის ფორმა არ უნდა იყოსო და დიდად არც მაშინ მოგვწონდა, ეს გინება ჩვენს გვერდით რომ გვესმოდაო.მართალია, ეს სინანული მაშინ არ გამოუხატავთ, მაგრამ დაგვიანებული სინანულიც საქმეა. თუ დღეს მაინც მივედით აღიარებამდე, რომ დედის გინება მიუღებელია და პოლიტიკურ პროტესტსაც უნდა ჰქონდეს ზღვარი, ამას გაგრძელებაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა.გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარზისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა.მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა (!)ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება შეურაცხყოფის ავტორის გამხნევებად იქცა, კათარზისის დასაწყისში მყოფი სექტა კი ჭეშმარიტების გზას ისევ ააცდინა. ბოდიშისკენ ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად, შეურაცხყოფის ავტორმა პოლიტიკური წახალისება მიიღო.სინანული, პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, ანუ ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა გვასწავლის, ისევ მცდარ პოზიციაზე ბოლომდე დარჩენამ, დეჰუმანიზაციამ და აგრესიამ ჩაანაცვლა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ქართული კი არა, სწორედ რომ გარედან შემოტანილი, დატრენინგებული და წაქეზებული კამპანიაა.გარედან წაქეზების შედეგს ვხედავთ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ციხეში მჯდომი დიქტატორი იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოგვიცხადა.ასე იქცევა დაუგმობელი ძალადობა მისაბაძ პოლიტიკურ სიმბოლოდ.ჩვენ ეს უკვე ვნახეთ მზია ამაღლობელის და ზვიად რატიანის შემთხვევაში, როდესაც ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმის არდაგმობამ და პოლიტიკურმა გამართლებამ, პოლიციელზე შემდეგი ძალადობის გარემო შექმნა.ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ იმავედროულად დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმავდროულად დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ.გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს.P.S. როგორც ამას წინ აღვწერე, სექტას სჭირდება დოგმები, ქურუმები, წმინდანები და მარტვილები, საკუთარი კალენდარი და რიტუალები. ფსევდორელიგიას ჰიმნოგრაფიც სჭირდება, და სექტის წიაღში ეს ადგილი ალექსანდრე კორძაიამ ხალისით დაიკავა.შესვლა იოლი აღმოჩნდა, გამოსვლა კი გაცილებით რთულია.ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით "ევროპა" გიმაგრებს," - წერა შალვა პაპუაშვილი.

კინო

კულტურა • 1790602576

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინა

ბათუმში მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის საზეიმოდ დაიხურა. ბათუმის დარამატულ თეატრში გამართულ ცერემონიას კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.ფესტივალზე დაჯილდოვდნენ: პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერი მაიკ დაუნი და ლეგენდარული ქართველი რეჟისორი თემურ ბაბლუანი.წელს საკონკურსო პროგრამაში 10 სრულმეტრაჟიანი და 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარდგენილი. ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟიურიმ კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა. ჯილდოები გადაეცათ:· BIAFF 2026 საუკეთესო ფილმი - ლენს ჰამერი, „დედოფალი ზღვასთან“ (დიდი ბრიტანეთი) საუკეთესო რეჟისორი - ლევან კოღუაშვილი, ,,გურია”· საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - კახა ჭოლაძე, „გურია“· საუკეთესო მსახიობი ქალი - ანა კეპლერ მარშალი, „დედოფალი ზღვასთან“ სპეციალური აღნიშნვნა - გიორგი გიგაური,  “მთვარე მამაა ჩემი”მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის მთავარი პრიზი -  „მწველი სურნელის ჩურჩული“(სომალი/ავსტრია/გერმანია). სპეციალური აღნიშვნით  დაჯილდოვდა მარიამ ხაჭვანი - „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ (საქართველო), დალია კელეში - „გრავიტაცია“ (თურქეთი) და კამილა საგინტკა - „რა ჩაიდინე, ზარინა?!“ (ყაზახეთი).ქართველ კინო კრიტიკოსთა ჟიურიმ ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზი განსაკუთრებული სამსახიობო ანსამბლისთვის ლევან კოღუაშვილის ფილმს “გურია” გადასცა. სპეციალური აღნიშვნა კი გიორგი ოვაშვილის ფილმმა  “მთვარე მამაა ჩემი” დაიმსახურა.ახალგაზრდული ჟიურის რჩეული კი  რაფაელ მანუელის ფილმი “ფილიპინიანა” (სინგაპური/დიდი ბრიტანეთი/ფილიპინები/საფრანგეთი) გახდა, რომელსაც გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზი გადაეცა. ახალგაზრდული ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მიიღო გიორგი ოვაშვილის ფილმმა “მთვარე მამაა ჩემი”. გიორგი ოვაშვილი ფესტივალზე ასევე დაჯილდოვდა რეზო ჩხეიძის სახელობის პრიზით ფილმის “მთვარე მამაა ჩემი” საუკეთესო რეჟისურისთვის.8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას მასპინძლობდა. ფესტივალის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები. ჩვენებები ბათუმში ოთხ ლოკაციაზე გაიმართა: ბათუმის დრამატული თეატრი, კინოთეატრი კავეა გრანდ მოლი, ევროპის მოედანი და ივერია ბიჩზე.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

არტ-ჰაუს კინოფესტივალი

საზოგადოება • 1790263285

ბათუმში საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი - “ფოფოდიას შვილები”

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს ფესტივალის ფარგლებში ქართველი რეჟისორის სოფია ბაბლუანის დოკუმენტური ფილმის "ფოფოდიას შვილები" ჩვენება გაიმართა. ფილმის მთავარი ხაზი  წმ. თამარის სახელობის  სკოლა პანსიონის ცხოვრება და განსხვავებული აღმსარებლობის პატივისცემა, რწმენა და სიყვარულია. ჩვენებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, სკოლა პანსიონის ხელმძღვანელი დეკანოზი მირიან სამხარაძე და ბაბლუანების შემოქმედებითი ოჯახი, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.2017 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი ასახავს თბილისის წმინდა თამარის სკოლა პანსიონის მოსწავლეთა ცხოვრებას. მართლმადიდებლურ  სკოლაში დაარსების დღიდან ერთად სწავლობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები, თუმცა განსხვავებული მრწამსი მათ არ უქმნის პრობლემას ურთიერთობებში. სკოლის ხელმძღვანელები მართლმადიდებელი მღვდელი და მისი მეუღლე არიან. მათი შეწევნით ბავშვებს მუსულმანური აღმსარებლობის განხორციელების თავისუფალი ნება აქვთ და პარასკევობოთ მეჩეთშიც დადიან.რეჟისორის სოფია ბაბლუანისთვის ფილმის გადაღების მოტივაცია გახდა ურთიერთპატივისცემა, სიცოცხლის ენერგია და გულწრფელობა, რომელიც მოდის სკოლის მოსწავლეებისგან.აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის თქმით, სოფია ბაბლუანის ფილმი ქადაგებს და ასახავს სიყვარულს. “ადამიანების ამგვარი თანაცხოვრება და ტოლერანტობა არის ყველაზე ძვირფასი დღევანდელ ცხოვრებაში. ეს არის თითოეული ადამიანებისათვის მაგალითი. ვფიქრობ, ძალიან ემოციური ფილმია”,-აღნიშნა მინისტრმა.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები.ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

არტ-ჰაუს კინოფესტივალი

საზოგადოება • 1790094840

ბათუმში საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მეოცედ გაიხსნა

საკონკურსო ფილმები, ქართული კლასიკა და კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ -  ბათუმი მეოთხე დღეა მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალს მასპინძლობს. დღეს ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. მისი ფილმი “მთვარე მამაა ჩემი” 21 სექტემბერს ბათუმის დარამატულ თეატრში იყო წარმოდგენილი.ფესტივალის ფარგლებში ასევე იყო ნაჩვენები ცნობილი პოლონელი რეჟისორის, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტისა და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტის აგნეშკა ჰოლანდის ფილმი “ფრანცი”. როგორც რეჟისორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბედნიერია, რომ საქართველოში მისი ბოლო ფილმის ჩვენება გაიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მაყურებელი სათანადოდ შეაფასებს მას. “ანჯეი სლოვიცკი და სხვა მეგობრები, რომლებიც ამ ფესტივალის მხარდამჭერები არიან, ხშირად მიყვებოდნენ ბათუმის კინოფესტივალზე. მართლაც შესანიშნავი ადგილია ფილმის წარსადგენად და კინემატოგრაფებთან შესახვედრად”,-აღნიშნა აგნეშკა ჰოლანდმა, რომელმაც ქართულ კინოს მიმართ დამოკიდებულება აღნიშნა და ლევან კოღუაშვილის “გურია”-ს ჩვენებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ფილმმა ის წარსულში ამოგზაურა, განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია და, ამავდროულად, ივან პასირის და მილოშ ფორმანის ფილმებიც გაახსენა. აგნეშკა ჰოლანდს კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბათუმის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცა.ფესტივალზე ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის და ფილმის “გურია” გადამღები ჯგუფის შეხვედრა გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან. კინოფესტივალის გახსნის დღეს ახალი ფილმის წარდგენისას, როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ის განსაკუთრებით ღელავდა, თუ როგორ მიიღებდა “გურია”-ს ქართველი მაყურებელი. ვენეციის და ბათუმის ფესტივალების ემოციური საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ლევან კოღუაშვილი თბილისურ პრემიერას და მაყურებელთან შეხვედრას ელოდება.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, “ქართული ფილმი”, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები.ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია. საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

ფესტივალი

კულტურა • 1789970579

ბათუმში საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მეოცედ გაიხსნა

ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის “გურია” ჩვენებით გაიხსნა. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  ფესტივალის გახსნის ღონისძიებას ქართული და ევროპული კინოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ კიკნაძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე, ფესტივალის ორგანიზატორები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.ფილმის “გურია” ქართულ პრემიერას ლევან კოღუაშვილი და გადამღები ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ბათუმის კინოფესტივალთან წლებია თანამშრომლობს. “საერთაშორისო ფესტივალების ქართული ფილმით გახსნა ძალიან კარგი ტრადიციაა. მოხარული ვარ,  რომ ჩვენი ფილმის ჩვენება ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად ბათუმში ხდება. მინდა პატივისცემა გამოვხატო გიორგი გოგიბერიძისა და მისი მეგობრების მიმართ, ვინც დააფუძნეს ფესტივალი, რომელიც ყოველს წელს უფრო და უფრო ვითარდება”,-აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის  მიხეილ კიკნაძის განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი საუკეთესო პლატფორმაა ქართული კინოინდუსტრისს განვითარებისთვის. “ბათუმში გაიხსნა კინოფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ისე უცხოური ფილმები. ეს არის კარგი პლატფორმა როგორც ქართული  კინოინდუსტრიისთვის, ისე ქართული კულტურისთვის. წელს ფესტივალს 20 წლის იუბილე აქვს. მინდა მივულოცო ფესტივალის ორგანიზატორებს ეს თარიღი და წარმატება ვუსურვო მონაწილეებს”,-აღნიშნა მიხეილ კიკნაძემ.ფესტივალის ორგანიზტორებს საიუბილეო თარიღი მიულოცა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ. მისი სიტყვებით, “სასიამოვნოა, რომ უმაღლესი დონის ფესტივალი, რომელიც ქართული ინდუსტრიის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, უკვე ოცი წელია ტარდება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი. ფესტივალი კიდევ უფრო გაფართოვდება და მსოფლიო კინოვარსკვლავების  თავშეყრის ადგილი გახდება”.გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა ცნობილი პოლონელი რეჟისორი, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტი და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცა.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბლიაძის თქმით, ბათუმის კინოფესტივალი 20 წლის იუბილეს ძალიან საინტერესო პროგრამით აღნიშნავს, მათ შორის წარმოდგენილი იქნება უახლესი ფილმების კოლექცია, ეროვნული კინოცენტრის მიერ აღგენილი შედევრები და ანიმაციური ფილმები. “ეს ფესტივალი კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია ქართული კინოსთვის და ვამაყობთ, რომ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საქართველოს და აჭარის კულტურის სამინისტროებთან ერთად ამ დიდებული ინიციატივის ერთ-ერთი მხარდამჭერია:, განაცხადა მამუკა ბლიაძემ.კინოფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ხალვაში საიუბილეო ფესტივალის მასშტაბს და მრავალფეროვნებას აღნიშნავს. “წელს ჩვენ გვაქვს 20 წლის იუბილე და ამიტომ ვეცადეთ უფრი მასშტაბური ფესტივალი გაგვეკეთებინა. გავზარდეთ საჩვენებელი ადგილები, საკონკურსო და არასაკონკურსო ჩვენებები. წელს სიახლე გვაქვს და პროგრამაში პატარა მაყურებლისთვის ქართული ანიმაციის ჩვენებაც გავითვალისწინეთ, ასევე გვექნება ქართული კინომემკვიდრეობის წარდგენა ზღვის სანაპიროზე”,-დასძინა მან.8 დღის განმავლობაში ბათუმი კიდევ ერთხელ კინოს ქალაქად იქცევა და ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს ექნება შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები. ამასთან, წელს პირველად ნორჩი მაყურებლისთვის ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული ანიმაციები, რაც ახალ თაობას ქართული ანიმაციის კლასიკასთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს. ასევე წელს პირველად კინოჩვენება დაგეგმილია ზღვის სანაპიროზე.ფესტივალის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ფრანგი კინო და ტელე პროდიუსერი კრისტიან ბაუტე, ხოლო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ბულგარელი კინორეჟისორი და სცენარისტი სოფია ზორნიცა უხელმძღვანელებენ. წელს ფესტივალს დაემატება ორი ახალი ჟიური - ქართველ კინო კრიტიკოსტთა ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზს გადასცემს და ახალგაზრდული ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზით დააჯილდოებს.ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო,  საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი,იტალიის საელჩო საქართველოში.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

კინოფესტივალი

საზოგადოება • 1789559851

19-26 სექტემბერს მეოცე ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი გაიმართება

2026 წლის 19-26 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მეოცედ გაიმართება. 8 დღის განმავლობაში ბათუმი კიდევ ერთხელ კინოს ქალაქად იქცევა და ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს.ფესტივალი 19 სექტემბერს ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის „გურია“ ჩვენებით გაიხსნება. პრემიერას რეჟისორი და გადამღები ჯგუფის წევრები დაესწრებიან. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი პოლონელი რეჟისორი, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტი და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცემა.ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს ექნება შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები. ამასთან, წელს პირველად ნორჩი მაყურებლისთვის ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული ანიმაციები, რაც ახალ თაობას ქართული ანიმაციის კლასიკასთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს. ასევე წელს პირველად კინოჩვენება დაგეგმილია ზღვის სანაპიროზე.ფესტივალის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ფრანგი კინო და ტელე პროდიუსერი კრისტიან ბაუტე, ხოლო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ბულგარელი კინორეჟისორი და სცენარისტი სოფია ზორნიცა უხელმძღვანელებენ.წელს ფესტივალს დაემატება ორი ახალი ჟიური - ქართველ კინო კრიტიკოსტთა ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზსგადასცემს და ახალგაზრდული ჟიური, რომელიც რჩეულ ფილმს გიორგიგოგიბერიძის სახელობის პრიზით დააჯილდოებს.22 სექტემბრიდან მუშაობას დაიწყებს ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“, სადაც წარადგენენ ქართველი კინემატოგრაფისტების რვა პროექტს. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მონაწილეები იმუშავებენ სცენარზე, პროექტების განვითარებასა და საერთაშორისო დაფინანსების სტრატეგიაზე.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი საიუბილეო წელს ახალი ინიციატივით ხვდება. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შეიქმნება ფესტივალის ხეივანი (BIAFF ALLEY), სადაც საპატიო სტუმრებს მიეცემათ საშუალება ბათუმის ბულვარში დარგონ ხეები.ფესტივალის სამუშაო სივრცე სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’იქნება. ამ სივრცეში ჩატარდება პრესკონფერენციები, მასტერკლასები, პროფესიული დისკუსიები და საერთაშორისო სტუმრების შეხვედრები ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან.ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

ავთო ჯაფარიძე

საზოგადოება • 1789330163

„ორი ოპერაცია ჩამიტარდა...“ - მესტიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ავთო ჯაფარიძე მიმართვას ავრცელებს

მესტიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, ყოფილი „პრაიმჰაუსელი“, ტიკტოკერი ავთო ჯაფარიძე მიმართვას ავრცელებს.მან, მესტიის კლინიკის მედიკოსებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.„უკვე სახლში ვარ, რეაბილიტაციას გავდივარ. ღმერთის წყალობით, ჩვეულ ცხოვრებას, ალბათ, მალე დავუბრუნდები. ცხოვრებაში, ზოგჯერ, არაფრისგან ვართ დაზღვეულები. ხდება ისეთი რაღაცები, რასაც არასდროს ველით. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ცოცხალი ვარ, კარგად ვგრძნობ თავს, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვარ და იმედია, ჩემს ჩვეულ ცხოვრების რიტმს მალე დავუბრუნდები“, - ამბობს ჯაფარიძე.ცნობისთვის, გასულ კვირას, მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. 

გაზი

საზოგადოება • 1789034936

11500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა - „თბილისი ენერჯის“ განცხადება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო სამგორის რაიონში გაზის მიწოდება დროებით 1 1500 აბონენტს შეუწყდა.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯავახეთის ქუჩაზე, გაზსადენზე გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 04:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდა:საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ოცნების სახლი”-ს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 7-ში (ვარკეთილის დასახლება, ნაკვ. 02/073) შპს ,,იეს მუსი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ვარკეთილის ზ/პლატოს II მ/რ, კორპ 1/10-ის მიმდებარედ ნაკ. 02/016-ში (საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 1, იმედა კახნიაშვილის ქ. 6) შპს “ოცნების სახლი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, გიორგი მელიქიშვილის ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ეიმ ბილდინგი”-ს, ვარკეთილის II – კორპ. 1/10-ის მიმდებარედ – შპს “ოცნების სახლი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, შუამთის ქ. 3, 8, შუამთის ქ. 10, 10ბ-ში (ნაკვ. 024/083) მდებარე შპს ,,იეს მუსი”-ს, შუამთის ქ. 15, ელდარის ქ. 12 (12-1, 12-2), 15, ვარკეთილის II მ/რ-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის, ნაკვ. 14/282-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ჯავახეთის ქ. 1, 2, 3, 3ა, 4, 5, 5ა, 6, 7, 7ა, 8, 9, 9ა, 10, 11, 29, 68, ჯავახეთის I შეს. 4ა, ჯავახეთის 1შ.1, 1შ.2, 1შ.3, 1შ.4, 1შ. 4ა, 1შ.5, 1შ.7, 1შ.9, ჯავახეთის II შეს. 1ა-ში მდებარე შპს ,,ბრიქსი ვარკეთილი”-ს, ჯავახეთის 2შ.6, 2შ.8, 2შ. 10, 2შ.12,ჯავახეთის ქუჩაზე, ნაკვ, 12/026-ში მდებარე შპს ,,შოანდე”-ს, ჯავახეთის 3შ.5, ჯავახეთის ქ. 58ა, (ჯავახეთის ქ. 18-20-22ა), 78, კახეთის გზ. 1, 7, 8, 10, 17, 19, 21, 36, 46, 48, 50, გ. ონაშვილის ქ. 9, კახეთის გზ. 44-ში (იგივე ზურაბ ჩაჩუას ქ. 4) მდებარე შპს ,,მადანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ვარკეთილის IV მ/რ - რიგი 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 17 შინდისელი გმირის ქ. 6ა (იგივე აეროდრომის 1ქ.2გას.15), აეროდრომის დას. 2ქ. 4-6-ში მდებარე შპს ,,ბთჯ”-ის, ალ. წულუკიძის ქ. 15/17-19/17ა-ში (იგივე ძეგლევის ქ. 1) მდებარე შპს ,,ანდრია დეველოპმენტი”-ს, ალ. წულუკიძის ქ. 21-ში (იგივე ალ. წულუკიძის ქ. 4) მდებარე სს ,,ფეიქარი 95”-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, აეროდრომის VIII ქ. 1-ში მდებარე შპს ,,სუხო”-ს, აეროდრომის XI ქ. 3 (11-3), კალოუბნის ქ. 4, 4ა, 7, 14, 44, ,,ა-ბ”, ხომლელის ქ. 2, 3, 3ა, 8, ,,დ”, ,,ჟ”, 29ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხომლელის II შ. 4ა, ხომლელის II შ. 4ბ, ვარკეთილის დასახლებაში, 3კვ. 8-ში (იგივე მასივი 3, კვ. 8) მდებარე შპს ,,ინვესტ ჯორჯია”-ს საცხოვრებელი კორპუსის, III მასივის 1კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, III მასივის მე-4 კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 13, III მასივის მე-5 კვ-ში მდებარე კორპ. # 2, 3, 4, III მასივის მე-6 კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 5, 7, 8, 9, 10, 12, 13, ვ97, III მასივის მე-7 კვ-ში მდებარე კორპ. # 5, 6, 7, 10, 11, 12, 13, 15, 16, 17, III მასივის მე-8 კვ-ში მდებარე კორპ. #N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16, 17, 18, III მასივი, კვ. 6, კორპ. 5-ის მიმდებარედ მდებარე შპს ,,ანრი 2016”-ს, საცხენისის ქ. 12, ზაქარია მხარგრელის ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ბაუ სტარი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ხომლელის ქ. 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ემ კუბი დეველოპმენტი”-ს, 17 შინდისელი გმირის, აეროდრომის 1ქ, 2ქ, 3ქ, 4ქ, 6ქ, აეროდრომის VII ქუჩის, VIII ქუჩის, IX ქუჩის, X ქუჩის, XI ქუჩის, XII ქუჩის, XIII ქუჩის, ზურაბ აბულაძის, ხომლელის, კალოუბნის, ზურაბ ჩაჩუას, კახეთის გზატკეცილის, წულუკიძის, შუამთის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ, საბიუჯეტო ობიექტებს: შუამთის ქ. 23-ში მდებარე შპს ,,ორი ნაბიჯს”, ი/მ გიორგი გუგუნაშვილს, კალოუბნის ქ. 12-ში – შპს ,,მედისონ ჰოლდინგს” (სამედიცინო ცენტრი), ვარკეთილის III მასივის კვ. 7-ში (2-16 კორპუსებს შორის) მდებარე ,,ფრესკო რითეილ გრუპს” (სუპერმარკეტი ფრესკო), ვარკეთილის IV მ/რ, 2-14-ში მდებარე შპს ,,ალფა მოტორსს”, ვარკეთილის 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის (ვიქტორ კუპ) - შპს ,,გრინ ჰაუს თბილისს”, ჯავახეთის ქუჩაზე – ი/მ მუჰსინ კურტს, ი/მ ,,გიორგი სალთხუციშვილს”, ,,პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალს საქართველოში”, სს ,,ევექსის კლინიკებს”, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს, შპს ,,ლიდერ-ბონუსს”, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, შპს ,,მტ+”-ს, შპს ,,სავაჭრო ცენტრ სამგორს”, შპს ,,ლუკა”-ს, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, შპს ,,ნინო გერგიძის კერძო მრავალპროფილიან საშუალო სკოლა ივერია”-ს, შპს ,,ნატკომპანს”, 17 შინდისელი გმირის ქ. 5-ში მდებარე ი.მ ნიკოლოზ სალამაძეს, ალ. წულუკიძის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,სასტუმრო ივერია ინ”-ს, ხომლელის ქ. 1-ში მდებარე შპს ,,ნიკორა ტრეიდს”, ფიზიკურ პირს ,,ნანა უცუნაშვილს”, სასტუმრო ,,კოკა”-ს, ი.მ. მათიაშვილს, შპს ,,ევა”-ს, ფ.პ სიხარულიძეს, ქეთევან მაჩიტიძეს, შპს ,,სამკურნალო-დიაგნოსტ-დერმატ-ვენეროლოგიურ ცენტრს”, საგუშაგო კოშკს, ფ/პ დალი იაკობაშვილს, შპს ,,ვიპ ფარმა+”-ს, ი.მ მზევინარ გაბიანს, ი/მ თანარა გსოიანს, შპს ,,ცხომელიძე და კომპანია”-ს, რაგბის კლუბ ლელოს, შპს ,,პსპ ფარმა აფთიაქს”, შპს ,,უშბა 2018”-ს, სს ,,პაშა ბანკი საქართველო”-ს, სკოლა # 117-ს, შპს ,,ავერსი-ფარმა # 20”-ს, შპს ,,ავერსი-ფარმა # 43”-ს, შპს ,,ჩიკო”-ს, ლიანა დათიაშვილს, შპს ,,ემიქსს”, ფიზიკურ პირ ომარ გოცირიძეს, სს ,,გეფა”-ს, შპს ,,სოფია 2009”-ს, სს ,,ელიტ ელექტრონიქსს”, ფიზიკურ პირ გიორგი საბიაშვილს, სს საქართველოს ბანკს”, შპს ,,კავკასიონი-92”-ს (სასადილო), შპს ,,ბასიანი 2007”-ს, სს ,,ლიბერთი ბანკს”, სკოლა # 145-ს, შპს ,,ქარვასლა 2003”-ს, ბაგა-ბაღი # 45-ს, სკოლა # 176-ს, შპს ,,ხვანჭკარა 2020”-ს, შპს ,,სპეტი”-ს, შპს ,,ასპ-გრუპ”-ს, შპს ,,ფუდმასტერს”, შპს ,,გულიგუთე”-ს, ფიზიკურ პირ ამირანაშვილ გივის, სს ,,თოლია”-ს, შპს ,,სპარტა გრუპს”, რევაზ კაკაბაძეს, ი.მ ბეჟან ლაშხს, შპს ,,ეკო-პურს”, მერი ხალატიანს, ეთერი რაზმაძეს, ასევე ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.„თბილისი ენერჯის“ განმარტებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 10 სექტემბრის 12:00 საათიდან 21:00 საათამდე .„გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004; სწრაფი რეაგირების სამსახური 114 „- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზი

საზოგადოება • 1788866783

5000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა - აღდგენის დრო

გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში გაზის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდება.კერძოდ, „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბრის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება:ანდრია დადიანის ქ. 16 (ნავთლუღ-კახეთი რკინიგზის ქუჩა), კახეთის გზ. 33ა/ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული შპს ,,პიტ სტოპ”-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, კახეთის გზ. 3ა, ქეთევან წამებულის გამზ. 71, 71ბ, 77, 79, 91, მოსკოვის გამზ. 1, 3, 5, 7, 7/1, 9, 11, მოსკოვის გამზ.13-ში მდებარე შპს ,,ჯეი 1” საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობას, სამგორის ჩიხი 5-ში (ახლ. გ. ნადარეიშვილის ქ. 5, 5ბ), სამგორის ჩიხი 8-ში, სამგორის ქ. 16-ში (16-ის მიმდებარედ) მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მოსკოვის გამზ. 9ა-ში მდებარე შპს ,,ბალავარი პროპერტის” საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ასევე გრ. ლორთქიფანიძის ქ. 7ბ-ში მდებარე შპს ,,ლაგი კაპიტალი”-ს, მოსკოვის გამზ. 17ბ, 18-1, 18-2, 19, 19ა, 21, 20, 20ა, 22ა, 24ა, 24ვ, კაიროს ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 02/126-ში მდებარე შპს ,,ლაგი”-ს, ასევე მოსკოვის გამზ. 14ა-1-სა და 14ა-2-ში მდებარე შპს ,,ოპტიმა ისანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მოსკოვის გამზ. 25ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, მოსკოვის გამზ. 24ა-ში მდებარე შპს ,,ისანი კომფორტი"-ს, გრიგოლ ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. 1ა-ში მდებარე საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი"-ს, გრიგოლ ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. 3ა-ში მდებარე შპს ,,ჰაუზაკადემია"-ს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მოსკოვის გამზ – ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის, კახეთის გზ. 1 ბ-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ეკატერინე ბაღდავაძის, რევაზ მამისაშვილის, რაზიკაშვილის ქუჩებზე, კახეთის ჩიხსა და მშენებელთა დას. 153-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე სამგორის ჩიხში – შპს ,,ბარზო”-ს, შპს ,,ნიკორა ტრეიდს”, შპს ,,კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიებს”, სს ,,თბილისის თამბაქოს’, სს ,,ქაშანაურს”, სს ,,კრისტალი 94”-ს, ი/მ ჯანო თოდუას, შპს ,,სანდოს”, შპს ,,აგროსისტემებს”, ი/მ ზაზა ბუჯიაშვილს, შპს ,,აისბერგს”, შპს ,,ბლიცი 4X4”-ს, შპს ,,შირაქს”, შპს ,,ჯეოსტარს”, შპს ,,აირსერვისს”, სს ,,თბილისის თამბაქოს”, შპს ,,დაფნა“-ს, შპს ,,სამგორი 94”-ს, შპს ,,სამგორი 2014”-ს, შპს ,,მემონტაჟე ნიკა”-ს. მეველეს ქ. 3-ში – შპს ,,თბილისი 94”, ი.მ ნუნუ მგელაძე, შპს გიორგი 94”, სს,,კედარი”, ი.მ ბესიკ აფციაურს, შპს ,,ინვესტიკო ჯგუფი:, შპს ,,დოლაბაური 2022”, შპს ,,ლორდსი”, შპს ,,კოლხიდა”, შპს ,,ივერია ჰაუსი”, შპს ,,ქართლი უნივერსალ სერვისი”, შპს ,,ნავთლუღი-ავტოსადგომი”, ი. მ მამუკა მახარაძის, ი.მ ამირან ჯანელიძის, ი.მ ნაირა ტუხაშვილის, და ი.მ ილია ბაგალიშვილის კომერციულ ობიექტებს, ქეთევან წამებულის გამზ. 67-ში – შპს ,,თი ბი სი ბანკი”, შპს ,,ქართულ დეველოპერულ კომპანია”-ს, შპს ,,თეკლა”-ს, შპს ,,ჯუბა”-ს, შპს ,,ჯლს”-ს, შპს ,,ვუდი”-ს, შპს ,,ნუცა”-ს, შპს ,,ბანი”-ს, შპს ,,ალექსანდრე 2”-ს, შპს ,,ბეიქლაბს”, შპს ,,ჯეო მარკს”, შპს ,,გროსფლეის გრუპს”, შპს ,,ვესტ ქოლდს”, შპს ,,გრინვილს”, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, შპს ,,იდილია”-ს, შპს ,,თბილხელსაწყო”-ს, შპს ,,ასდო კომპანია”-ს, შპს ,,სიხარულს”, შპს “კერხელს”, შპს ,,გერმანელი ყასაბი 2010”-ს, შპს ,,გურმანოს” (იგივე დეგუსტო), შპს ,,სვეტი 53”-ს, ი/მ ნატალია ბასილაძეს, შპს ,,დასტა პროპქო”-ს, შპს ,,ფუდნეტს”, შპს ,,ენჯი”-ს, თამაზ ელიზბარაშვილს, შპს ,,მადლიანს”, ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობას, აბდულაზიზ საად მ. ალ-ფუჰაიდს, კახეთის ჩიხი 23-ში მდებარე შპს ,,ჯითიეი ტრეიდს”, კახეთის ჩიხი 1-ში მდებარე შპს ,,MGA”-ს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიას, რევაზ მამისაშვილის ქუჩაზე - შპს ,,ახალი ისანს“, შპს ,,ნიკორა ტრეიდი”, შპს ,,ქართუ უნივერსალი” და მოქ. ლაშა კილაძის მცირე კომერციული ობიექტი, მოსკოვის გამზ. 10-ში მცხოვრებ მოქ. ბარბაქაძეს, ანდრია დადიანის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,გაზმშენს“ , მოსკოვის გამზ. 12-ში მდებარე შპს ,,ვარკეთილი მენეჯმენტს.მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 10 სექტემბრის 10:00 სთ დან და დასრულდება 18:00 სთ-მდე.„გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004, სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანი ყიფშიძე

ტაბლოიდი • 1786566839

„სურვილი ჩავიფიქრე და თუ ამისრულდება, ვიდეოს ჩავწერ...“ - ანი ყიფშიძე სასიამოვნო სიახლეს ამხელს

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის ნახევარფინალისტის, ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - ანი მალე მეორე შვილის დედა გახდება. კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა და როგორც ირკვევა, ეს რამდენიმე ხნით ადრე ჩაიფიქრა.ნახეთ კადრები ↓ასევე ნახეთ: ვინ არის ანი ყიფშიძის მეორე ნახევარი

საქართველოს დროშა

პოლიტიკა • 1786444889

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

მსოფლიო ბანკი ფრიდომ ჰაუსის გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს.კვლევის მიზანი იყო, შეფასების 4 ბალიანი სისტემით გაეცა პასუხი შეკითხვაზე: „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი ?“ . ანგარიშის მიხედვით ევროპაში 2013 წლიდან მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა.2026 წლის შეფასებით საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია ბალტიის ქვეყნებთან ერთად და უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს : პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს _ მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილებზე იმყოფება რუსეთთან და ბელორუსთან ერთად.კვლევის მიხედვით თვალსაჩინო ხდება, რომ 2016 წლის შემდეგ მოლდოვაში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის დონე გაუარესდა, ხოლო უკრაინის მაჩვენებელი იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული არ შეცვლილა. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე საქართველო უკრაინასთან, ბელორუსთან და რუსეთთან ერთად ევროპაში ბოლო ოთხეულში იმყოფებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე.2013 წლიდან საქართველოსთან ერთად მსოფლიოს სულ 31 ქვეყანაში მოხერხდა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდიკატორის გაუმჯობესება, მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კი ვითარება გაუარესდა.

ელ ნინიო

მსოფლიო • 1784587034

„არ არის გამორიცხული, რომ სრულიად უპრეცედენტო პირობების წინაშე აღმოვჩნდეთ...“ - ბოლო ცნობები ელ-ნინიოზე

დიდი ხნის განმავლობაში ნავარაუდები ელ-ნინიო უკვე დაიწყო და, როგორც ჩანს, მოლოდინებს ამართლებს.გაზაფხულზე კლიმატოლოგები პროგნოზირებდნენ, რომ წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში „ელ-ნინიო“ განვითარდებოდა.დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო მეტი კლიმატური მოდელი მიუთითებდა, რომ შესაძლოა განსაკუთრებით ძლიერი, ე.წ. „სუპერ ელ-ნინიო“ ჩამოყალიბებულიყო. თუმცა მეცნიერები მაშინვე აღნიშნავდნენ, რომ საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად ჯერ ნაადრევი იყო.აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ივნისის ყოველთვიურ ანგარიშში ელ-ნინიოს შესახებ გაფრთხილება გამოქვეყნდა. სააგენტომ დაადასტურა, რომ წყნარი ოკეანის იმ მონაკვეთში, რომელიც Niño 3.4-ის სახელითაა ცნობილი, წყლის ტემპერატურა უკვე საკმარისად გაიზარდა, რაც ელ-ნინიოს ოფიციალურად დაწყებას ნიშნავს.„ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. უკვე ძალიან ძლიერი ელ-ნინიოს ზღვარზე ვართ და არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლოსთვის სრულიად უპრეცედენტო პირობების წინაშე აღმოვჩნდეთ“, - აცხადებს კლიმატოლოგი ზეკე ჰაუსფატერი.

✕