კვარა

სპორტი 1775680126

ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილს გაუტანა - VIDEO

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულს“ გაუტანა, რომლის კარსაც გიორგი მამარდაშვილი იცავს.ქართველმა შემტევმა ანგარიში 2:0 გახადა.  Kvaratskhelia GOAL!! 🔥 pic.twitter.com/wawjBGXjwy — Ọmọ Gbàdàmọ́ṣí (@INDEED_T) April 8, 2026

ვილი სანიოლი

სპორტი 1775572380

ხვიჩა კვარაცხელიათი, „რეალის“ გარდა, სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლის გამოცემა Erem News-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე.„ბოლო თვეების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესის შესახებ საუბრობენ. სანიოლი მას კარგად იცნობს – პსჟ-ის თავდამსხმელი საქართველოს ნაკრების კაპიტანია. სანიოლი არ არის დარწმუნებული, რომ კვარაცხელია ამ ეტაპზე ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაზე ფიქრობდეს“, – წერს გამოცემა და ფრანგი სპეციალისტის კომენტარს აქვეყნებს.„არ მგონია, რომ ამჟამად კვარაცხელიას პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გადასვლა განიხილებოდეს. რაც შეეხება ჭორებს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ, ყველაფერი მის თამაშზეა დამოკიდებული. თუ ის ასე გააგრძელებს, ბუნებრივია, „რეალის“ გარდა, სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ის პარიზში ბედნიერია და კლუბის შეცვლას არ აპირებს“, – განაცხადა სანიოლმა.ფრანგ სპეციალისტს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შესაძლო მწვრთნელობაზეც ჰკითხეს:„შესაძლოა, ოდესმე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდე, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამ პოსტზე ზინედინ ზიდანი დაინიშნება. ის ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, „რეალში“ მწვრთნელის რანგშიც ფანტასტიკური სამუშაო გასწია. ვფიქრობ, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მისნაირი ადამიანი სჭირდება – ზიზუ ფრანგული ფეხბურთის ისტორიის ნაწილია და ეს ისტორია მწვრთნელის რანგშიც უნდა გააგრძელოს“.1TVSPORT

კვარაცხელია

Crystalsport 1775414520

„პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“ | ჯანაშიამ კვარას თამაში შეაფასა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჯანაშია „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის სათამაშო ფორმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.„ხვიჩა შესანიშნავად თამაშობს. ყოველ ეპიზოდში, ყოველ კვირას უფრო და უფრო უმატებს. მასზე საუბარიც კი ზედმეტია — ამ მომენტისთვის „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ლუის ენრიკე

სპორტი 1775335547

შეუძლია მიყვიროს, რადგან ვიცი, რომ მას ჩემი კიდევ უფრო მეტი წინსვლა სურს... - კვარაცხელია ლუის ენრიკეზე

„ლუის ენრიკესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის მწვრთნელია და შეუძლია მიყვიროს, რადგან ვიცი, რომ მას ჩემი კიდევ უფრო მეტი წინსვლა სურს. ის ყველაფერს მარტივად მიხსნის. ყოველთვის სურს, რაღაც გასწავლოს. როდესაც რჩევას გაძლევს, უბრალოდ უნდა გაითვალისწინო, რომ უკეთესი გახდე“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია Le Parisien-თან ინტერვიუში.„კვარაცხელიას გზავნილი ნათელია: ის უსმენს ლუის ენრიკეს, რაც არ უნდა მოხდეს. მწვრთნელები ხანდახან ბრაზდებიან, მაგრამ ქართველი ამაზე არ განაწყენდება. ეს ფეხბურთის ნაწილია და ესპანელის სიტყვებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.მთელი კარიერის განმავლობაში ლუის ენრიკემ არაერთხელ აჩვენა მოთამაშეებისა და გუნდის განვითარების უნარი, რამაც ფეხბურთელების პატივისცემა და ნდობა მოუტანა“, – ეს უკვე Le Parisien-ის შეფასებაა.

კვარაცხელია

Crystalsport 1775327460

„ლუის ენრიკეს უნდა უხაროდეს, რომ გუნდში ჰყავს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტულუზა“ 3:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა მიითვალა, საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ფრანგული გამოცემებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.Footmercato: „ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა, შეუფასებელი იყო ბურთის შენარჩუნებისა (13 მოგებული დუელი) და გამოსავლის პოვნის მხრივ. ჩვეულებრივზე ნაკლებად მწვავე იყო და გუნდი საკუთარ თავზე წინ დააყენა. 51-ე წუთზე მომენტიც შექმნა, რომლითაც შეეძლო თავისი კარგი გამოსვლა დაეგვირგვინებინა.“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ენრიკე

Crystalsport 1775153940

„სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ“ - ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე ტულუზას დაუპირისპირდება.  შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.ლუის ენრიკე: „ძალიან პოზიტიური ამბები გვაქვს, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ, ტრავმები არ გვაწუხებს. თუმცა, ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებს დღევანდელ ვარჯიშზე ვნახავთ. სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების პროცესი სწორად უნდა ვმართოთ. ვიცით, რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული. წინასწარ მთელი თვე უნდა დავგეგმოთ...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

Crystalsport 1775153700

ტოპ 100 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი | რომელზეა კვარა Transfermarkt-ის რეიტინგში

Transfermarkt-მა მსოფლიოს ის 100 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა საბაზრო ღირებულებაც ყველაზე მაღალია. ტოპ 100-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და „კვარა“ 25-ე პოზიციას იკავებს.კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 15 დეკემბრის შემდეგ არ შეცვლილა და 90 მილიონ ევროს შეადგენს. ის საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია და Transfermarkt-ის მიხედვით, მასზე მაღალი ფასი მხოლოდ ერთ მარცხენა გარემარბს, ვინისიუს ჟუნიორს აქვს.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

Crystalsport 1775153520

„რეალური საფუძველი აქვთ, რომ მსოფლიოზე თამაშზე ოცნება გააგრძელონ“ | L'Equipe კვარაზე

ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. L’Equipe-ის გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და სტატიის ავტორი, ლუკ ჰაგეგი, აცხადებს, რომ „კვარას“ ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.„2024 წელს ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს ულიდერა და ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც „ჯვაროსნებმა“ პლეიოფში ითამაშეს და მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთთან, დამარცხდნენ. ამ გამოცდილების შემდეგ, კვარას აუცილებლად ექნებოდა სურვილი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ვარსკვლავები

Crystalsport 1775049182

კვარა, ოსიმენი და სხვები - ვარსკვლავები, რომლებიც მუნდიალს დააკლდებიან

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად დასრულდა და ტურნირზე მონაწილე 48 გუნდის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა.  რა თქმა უნდა, მუნდიალზე მრავლად იქნებიან წარმოდგენილნი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, თუმცა არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დააკლდებიან, რაც ყველა გულშემატკივრისთვის სამწუხარო იქნება.ასეთი ფეხბურთელების სია Goal.com-მა შეადგინა და ბუნებრივია, ამ მოთამაშეთა შორის საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.  რას წერს Goal.com-ი ხვიჩაზე:„საქართველო ევრო 2024-ის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია, თავისი თავბრუდამხვევი გარღვევებითა და დაუღალავი შრომით, მერვედფინალამდე მათი გზის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ. თუმცა, „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი მომავალ ზაფხულს თავისი ნიჭის დემონსტრირებას ყველაზე დიდ სცენაზე ვერ შეძლებს...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ლუის ენრიკე

Crystalsport 1775049006

დემბელე, მბაპე და ხვიჩა - Sport-ი ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს

 ესპანური გამოცემა Sport-ი პსჟ-ის მთავარ მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს და უსმენ დემბელეს მიერ „ოქროს ბურთის“ მოგებაში ასტურიელი სპეციალისტის წვლილზე ამახვილებს ყურადღებას.გამოცემის ჟურნალისტი ალექს კალაფი დემბელესა და კილიან მბაპეს შორის ავლებს პარალელს და აღნიშნავს, რომ ენრიკემ დემბელეს საუკეთესო ვერსია გვაჩვენა, მისი შემდეგი სამიზნე კი ხვიჩა კვარაცხელიაა.„უსმან დემბელეს „ოქროს ბურთი“ უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა ლუის ენრიკეს გარეშე, ხოლო პსჟ-ის შარშანდელი სეზონი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა უსმანის ასეთი ვერსიის გარეშე. ლუის ენრიკემ დაარწმუნა ფრანგი, რომ მას შეუძლია, გუნდის ლიდერობა ითავოს, და რომ ამისთვის გოლებისა და საგოლე გადაცემების გარდა დაცვაში თამაშიცაა საჭირო...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

რომანო კვარა

Crystalsport 1774957514

„დაუფასებელია, ხანდახან ხალხს ავიწყდება, რამდენად სტაბილურია“ | ფაბრიციომ ხვიჩაზე ისაუბრა

ცნობილმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რომანომ „არსენალის“ ინტერესზე გააკეთა კომენტარი და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი შეაქო. „ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების კაპიტანია.„კაშკაშებს და „პარი სენ-ჟერმენში“ საოცარ სამუშაოს ასრულებს. სიმართლე გითხრათ, ალბათ, დაუფასებელი ფეხბურთელიცაა, რადგან ხანდახან ხალხს ავიწყდება, პსჟ-ში რამდენად სტაბილურია...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელიაა

სპორტი 1774946298

TeamTalk: „პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას არ გაყიდის

„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფრით დაინტერესებული ინგლისური კლუბები უარით გაისტუმრა, რადგან ქართველი ვარსკვლავის გაყიდვას არ აპირებს – ამის შესახებ გამოცემა TeamTalk-ი წერს.„„ლივერპული“ გაძლიერების მცდელობისას მნიშვნელოვან დაბრკოლებას წააწყდა: ახალი ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მტკიცედ უარყო ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესაძლებლობა, რომელსაც მერსისაიდელები ​​მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებდნენ.„ლივერპულის“ ინტერესი სერიოზული იყო, მაგრამ საბოლოოდ, უშედეგო გამოდგა. ბოლო ინფორმაციით, პსჟ კვარაცხელიას გუნდიდან გაშვებას არ დათანხმდება, არადა, შესაძლოა, რეკორდული ტრანსფერი განხორციელებულიყო.კვარაცხელიას ტრანსფერზე პარიზელებს „ლივერპულის“ გარდა, „არსენალი“ და „ჩელსიც“ დაუკავშირდნენ, მაგრამ იგივე პასუხი მიიღეს – ქართველი თავდამსხმელი ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენს“ არ დატოვებს.თუმცა გასათვალისწინებელია ფინანსური ასპექტი. ინგლისურმა კლუბებმა პსჟ-ის ხელმძღვანელობა რომ დააინტერესონ, რეკორდული შეთავაზება იქნება საჭირო, რაც დაახლოებით 160 მილიონი გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 185 მლნ. ევრო). ეს შეფასება ასახავს როგორც კვარაცხელიას ნიჭს, ასევე სატრანსფერო ბაზარზე მის გაზრდილ ფასსაც“, – წერს გამოცემა.