1790884478
„საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, თუმცა...“ - რა თქვა უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მატჩამდე
მარკო როსიმ საქართველოსთან ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა – უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე და მეტოქეზე ისაუბრა.
„საქართველოსთან უფრო სწრაფი თამაშია საჭირო, აუცილებელია მეტი ხარისხის ჩვენება შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ერთა ლიგის პირველი მატჩის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, მათი თამაშის სტილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი მაღალი დონის მოთამაშეა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია – ის მოედანზე ყველა მიმართულებით თავისუფლად გადაადგილება და მის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება. თუმცა ამ გუნდთან მოგება შეგვიძლია“.
ერთა ლიგის გათამაშების მესამე ტურში უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ 2 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება.











