„ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძმით... მისი წარმატება ჩემზე ალბათ 100-ჯერ მეტად გამიხარდება“ - ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიების შეხვედრა

ხვიჩა თოკო

„ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძმით... იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელი“ - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა და ძმასთან, თორნიკესთან შეხვედრის ემოციებზე ისაუბრა. ძმები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ.

„ძალიან ემოციური ადამიანი არ ვარ, ხანდახან მიჭირს გამოხატვა, მაგრამ როცა მითხრეს, რომ ახალგაზრდული ნაკრები მოდიოდა, ძალიან გამიხარდა. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი თოკოს. უკვე პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, სიამაყით ივსები, ხვდები, რომ შენი ძმა სწორად შრომობს, სწორად აკეთებს რაღაცებს და მისი წარმატება ჩემზე ალბათ ასჯერ მეტად გამიხარდება. 

იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელი. ძალიან ამაყი ვარ, ჩემი ძმით,“  - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

✕