ნიცა თავაძე პატარა დამიანესთან გადაღებულ თბილ ფოტოებს აქვეყნებს

ბჯ

ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია.

დამიანეს ფოტოები და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე ვირუსულად ვრცელდება და ათასობით ადამიანის დადებით შეფასებასა და თბილ კომენტარებს იმსახურებს. 

ახლახან კი ნიცა თავაძემ გამომწერებს კიდევ ერთი ტკბილი მომენტი გაუზიარა.

მან სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დედა-შვილის განსაკუთრებული კავშირი ჩანს.