,,მეტოქის პრესინგის გამკლავება გაგვიჭირდა", - სვანაძე მატჩის შემდეგ

სვანაძე

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.

"საერთო ჯამში, ერთი, რაც აუცილებლად აღსანიშნავია, არის მაღალი და ინტენსიური პრესინგი, რომლის გამკლავებაც ძალიან გაგვიჭირდა.

სწორედ ეს იყო ყველაზე მთავარი, იმ პირველ ნახევარ საათში, რის გამოც მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა.

ლოგიკური იყო, რომ აქცენტი მარცხენა ფლანგის დაცვაზე ექნებოდათ, რადგან ის გვყავს ხვიჩა კვარაცხელია და უკრაინასთან მატჩის შემდეგ, მეტოქის ეს ტაქტიკა იკითხებოდა.

რთული სიტუაციაა, მაგრამ მომავალს იმედიანად უნდა ვუყუროთ. საქართველოს ნაკრების ჩაბარება რთულ პერიოდში მომიწია, თუმცა ყველაფერი გამოსწორდება, რადგან რამაზ სვანაძეს ჯერ არ ჰქონია სამუშაო, სადაც დასახული მიზნისთვის ვერ მიუღწევია", - განაცხადა სვანაძემ.

✕