თეიმურაზ ყურავა

საზოგადოება 1770838949

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ყურავა.დეკანოზი თეიმურაზი დაიკრძალება შაბათს, 14 თებერვალს ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეიმურაზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეიმურაზი.“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

საზოგადოება 1770484328

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „დაშრიტე მწუხარება ჩემი“ - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს

7 თებერვალს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა – ,,დაშრიტე მწუხარება ჩემი” ხსენების დღეა.მართლმადიდებლები ამ ხატს ევედრებიან  ავადმყოფობის და მწუხარების დროს, ასევე მძიმე სნეულების და განსაცდელის ჟამს.შეგვეწიოს ყველას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი და განკურნოს ჩვენი სულის და ხორცის სნეულებანი.ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს:ტროპარი, ხმა 3დააცხრენ ვნებანი მრავალცოდუილისა სულისა ჩემისანი, რომელმანმცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელი კაცთა სნეულებასა აოტებ და ცოდუილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთმძიმეთა სიმტკიცეჲ და სასოებაჲ, ყოვლადწმიდაო დედა და ქალწულო.ხატის ისტორია ასეთია:ერთი ქალბატონი დიდი ხანი ორგანიზმის საშინელი დაუძლურებით იტანჯებოდა. ექიმების მცდელობა ტანჯვას არ უმსუბუქებდა, ძალა ელეოდა და გამუდმებით სიკვდილს ელოდა. ერთხელ, როცა ამ უნუგეშო მდგომარეობაში უგონოდ იწვა, იხილა ღვთისმშობლის ხატი და მოესმა ხმა:“მოითხოვე, მოსკოვში წაგიყვანონ. იქ პუპიშჩევოზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, არის ღვთისმშობლის ხატი “დაშრიტე მწუხარება ჩემი”. მის წინაშე ილოცე და განიკურნები”.ხილვა დასრულდა. სნეული გონს მოვიდა და საკუთარ თავში ახალი სიცოცხლე შეიგრძნო, შინაურებს ხილვის შესახებ მოუთხრო და სთხოვა, მოსკოვში წაეყვანათ.წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში, ავადმყოფმა ყველა ხატი დაათვალიერა, მაგრამ ის, რომელიც ხილვაში გამოეცხადა, ვერ იპოვა. მისმა ახლობლებმა მომხდარი ღვთისმსახურს უამბეს, რომელმაც მორჩილებს უბრძანა, სამრეკლოდან ღვთისმშობლის ყველა ხატი ჩამოეტანათ. ხატი “დაშრიტე მწუხარება ჩემი” მათ შორის აღმოჩნდა. მტვრით ისე იყო დაფარული, რომ ღვთისმშობლის სახეს ძნელად თუ გაარჩევდით, მაგრამ ავადმყოფმა, რომელიც სისუსტის გამო ვეღარ ლაპარაკობდა და ვერც ხელებსა და ფეხებს ფლობდა, მოულოდნელად იყვირა: “ისაა, ის!” – და პირჯვარი გადაიწერა, ხოლო როცა პარაკლისის შემდეგ ხატს მიემთხვია, ძალის ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ დაუხმარებლად გავიდა ეკლესიიდან და შინ სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა.ამ ხატის წინაშე დღემდე უამრავი სასწაული აღესრულება.

ყაველაშვილი

საზოგადოება 1766236020

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

საქართველოს პრეზიდენტი სერბეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ოჯახში სტუმრობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზობას ოჯახური ვახშამი იყო გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.„ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში.პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები, ქალბატონი ანჯელინა და ბატონი ანჯელკო ვუჩიჩები.ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს ადამიანს, რომ სახელმწიფოს უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, ოჯახები და სიყვარული.გულითადი მადლობა მინდა გამოვხატო ამ ნდობისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის“, - წერს იგი. 

shio

საზოგადოება 1766148966

მეუფე შიო: არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს - ვნებებთან ბრძოლის გზა, ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან

ვნებებთან ბრძოლის გზა - ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან... ეს გვანიჭებს სიხარულს. ქრისტიანობამ მოიტანა ნამდვილი სიხარული დედამიწაზე და მუდამ ვევედრებით უფალს, მოგვცეს ეს ნეტარება და სიხარული, რომ მივაღწიოთ ამას... ეს არის ჩვენი გამოსწორებისა და საღვთო ბუნებასთან თანაზიარების სიხარული, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.„კანონად სარწმუნოებისა, ხატად სიმშვიდისა, მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან ჭეშმარიტებით, სამწყსოსა შენისათვის“, - უგალობს წმინდა ეკლესია წმინდა ნიკოლოზს დღესასწაულის ტროპარში.რას ნიშნავს „მოძღვრად მარხვისა“? როგორც იცით, მარხვაში არ იგულისხმება მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავება. მაშ, რისგან თავშეკავებას გვასწავლის წმინდა ნიკოლოზი?ამ ცხოვრებაში არის ბევრი ამქვეყნიური სიკეთე. ნუთუ ამ ყოველივე სიკეთესა და სიამოვნებაზე უარის თქმა მოგვეთხოვება? თუნდაც იმაზე, რასაც ქმნის კაცობრიობის კულტურა, ცივილიზაცია? ნუთუ მოგვეთხოვება სიხარულზე უარის თქმა? - ასე ფიქრობს ბევრი, - იმიტომ, რომ ამ სიკეთეებს ხომ სიხარული მოაქვთ და თუ ეკლესია ამას ითხოვს, მაშინ რაღა სიხარული დარჩება ჩვენს ცხოვრებაში? - ასე ამბობს ბევრი ადამიანი. მაგრამ, რა თქმა უნდა, არა. სწორედაც, პირიქით, უფალს სურს, რომ მუდამ გახარებული ვიყოთ. არათუ უარი ვთქვათ სიხარულზე, არამედ სულ გახარებული ვიყოთ.მაგრამ რომელ, როგორ სიხარულზეა საუბარი? - აი, ეს არის საკითხავი.ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ბატონობს ხორციელი სიამოვნება და ხორცის მსახურება. ეს თითქმის ყველაფერში ასეა. ადამიანთა შორის უმრავლესობა ასეა. მთავარი მიზანი ცხოვრებისა, მიზანი სიხარულისა ესაა - ხორცის მსახურება და სიამოვნება.თქვენ იცით, რომ ღმერთმა შექმნა ჩვენი სხეულიც და ხორციც, მაგრამ ადამიანები ამას ძალიან ცუდად იყენებენ. იმისთვის არ შექმნილა ხორცი, რომ მას ვემსახუროთ, ჩვენ კი ვნებებში ვცხოვრობთ და ამ ვნებების მეშვეობით ვემსახურებით ამ ხორციელ მხარეს ჩვენი ბუნებისა. ქრისტიანულ ასკეტიკაში ამ ხორცის ცნებაში არ შედის მხოლოდ ფიზიკური სხეული, არამედ სულის ვნებებიც, რომლებიც არის ჩვენი დაცემული ბუნების გამოვლინება. ქრისტიანობა გვასწავლის ამ ვნებებისგან თავის შეკავებას, მათთან ბრძოლას, რომ არ ვაქციოთ ვნებები იმ კერპებად, რომელთაც შემდეგ მთელი ცხოვრება ემსახურება ადამიანი.რა ვნებებია ეს? ზოგისთვის ეს არის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებებისადმი ვნება, ზოგისთვის - ნაყროვანება, სიძვა, ვიღაცისთვის ეს არის ფულის სიყვარული, თანამდებობის, უფროსობის, ვიღაცისთვის - მრისხანება, განკითხვა, გაღიზიანება. ასეთი ადამიანი ვერ იკავებს თავს, რომ ცუდი არ თქვას, არ განიკითხოს ის, ვინც მას არ მოსწონს. არის ვნება ქედმაღლობისა. ძალიან ბევრია ეს ვნებები. მათი დაკმაყოფილების მეშვეობით ჩვენ ვემსახურებით ამ ხორციელ მხარეს, ჩვენ დაცემულ ბუნებას. ჭეშმარიტი ბედნიერება კი, ვიმეორებ, არის ვნებებთან ბრძოლაში. აი, აქედან მოდის ნამდვილი სიხარული.ეს ბრძოლა, ძვირფასო ძმებო და დებო, იწყება ალბათ ყველაზე ვერაგ მტერთან და ვნებასთან - ხორციელ გულისთქმასთან ჭიდილით. ეს არის სიძვის ვნება, რომელიც ადამიანს ანგრევს, ცხოვრებაში შემოაქვს უამრავი სიმწარე, უბედურება და სიცარიელე. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს სიძვის ვნება ყველაზე მეტად შეურაცხყოფს ადამიანის მაღალ ღირსებას.ამრიგად, ვნებებთან ბრძოლის გზა - ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან, რაც არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მიზანი, რაც იწყება ამ ცხოვრებაშიც და გრძელდება მარადისობაშიც. ყოველდღიურ ლოცვებში ვამბობთ, რომ უფალმა გვაზიაროს მის „საღვთო დიდებას“, ეს „საღვთო დიდება“ არის სწორედ საღვთო ნეტარება.ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, როგორც ბევრს ჰგონია; არამედ, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს. ქრისტიანობამ მოიტანა ნამდვილი სიხარული დედამიწაზე და ჩვენ მუდამ ვევედრებით უფალს, მოგვცეს ეს ნეტარება და სიხარული, რომ მივაღწიოთ ამას.რა სიხარულია ეს? ეს არის ჩვენი გამოსწორებისა და საღვთო ბუნებასთან თანაზიარების სიხარული. ჩვენ ვევედრებით უფალს, რომ ეს მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ.აი, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორ თავშეკავებას გვასწავლის წმინდა ნიკოლოზი. დაე, მისი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ვისწრაფოთ ამ სიხარულისა და ნეტარებისკენ; რომ გავიგოთ, რა არის ნამდვილი თავშეკავება და მარხვა; რომ ქრისტიანულად ისე ვიცხოვროთ, ყოველთვის გვქონდეს ეს სიხარული აქაც და საუკუნო ცხოვრებაშიც.კიდევ ერთხელ გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის და საკვირველთმოქმედის ლოცვით, ღმერთმა გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ“, - განაცხადა მეუფემ.

მამა ნაუმი

საზოგადოება 1766089304

„რეანიმაციაშია, მართვით სუნთქვაზე... მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი“ – სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი, ოპერაციის შემდეგ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.„მოვიხსენიოთ ლოცვებში ბერი ნაუმი. ის მძიმედ არის, რეანიმაციაშია ოპერაციის შემდეგ და მართვით სუნთქვაზეა ბათუმის საავადმყოფოში“, – წერენ სოციალურ ქსელში.   

ბედი

რჩევები 1765912020

ხვალ შეგიძლიათ, თქვენი მომავალი მეუღლის ვინაობა გაიგოთ - ექსტრასენსის რჩევები

18 დეკემბერს, მთელი მსოფლიოს მორწმუნეები პატივს მიაგებენ წმინდანის ხსოვნას, რომელიც ცნობილია ღარიბების, მეზღვაურებისა და ყველა გაჭირვებულის მიმართ ზრუნვით - წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე. თუმცა, ეს დღე არა მხოლოდ წყალობისა და რწმენის სულიერი სიმბოლოა: ის გაჟღენთილია უძველესი ხალხური ტრადიციებითა და რიტუალებით, რომელთაგან ბევრი მომავლის წინასწარმეტყველებას უკავშირდება.სასწაულების რწმენა განსაკუთრებით ძლიერია გაუთხოვარ გოგონებში: 18-19 დეკემბრის ღამეს ისინი იკრიბებიან, რათა მკითხაობით თავიანთი ბედს ფარდა ახადონ და მომავალი ქორწინების შესახებ გაიგონ.სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ სრულდებოდა ეს რიტუალები, რას ნიშნავდა ისინი ხალხისთვის და რატომ გახდა წმინდა ნიკოლოზი მილიონობით ადამიანის იმედის, სიყვარულისა და დაცვის სიმბოლო.18-დან 19 დეკემბრის ღამე განსაკუთრებით სასიხარულოდ ითვლება სიყვარულის, ქორწინებისა და საქმროს შეხვედრის რიტუალებისთვის.წინასწარმეტყველება ბეჭდითამ რიტუალისთვის დაგჭირდებათ:ბეჭედი, რომელიც ეკუთვნოდა გათხოვილ ქალს (დედას, ბებიას ან მეგობარს), სასურველია საქორწინო ბეჭედი;ჭიქა წყალი;საკუთარი თმა.მკითხაობის პროცესი:აიღეთ თმა, გაატარეთ ბეჭედში და ჩამოკიდეთ ბეჭედი წყლიანი ჭიქის თავზე.ხმამაღლა თქვით: „როდის დავქორწინდები?“დააკვირდით ბეჭდის მოძრაობას:თუ ბეჭედი ჭიქის კიდეს მოხვდება, წელს ქორწინება ნაკლებად სავარაუდოა.თუ ბეჭედი სწრაფად ბრუნავს ჭიქის გვერდებთან შეხების გარეშე, სწრაფი ქორწინება სავარაუდოა.თუ ბეჭედი ნელა მოძრაობს, შესაძლებელია მრავალჯერადი ქორწინება.თქვენი მომავალი ქმრის სახელის ან იმიჯის გასარკვევად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რიტუალები:დაძინებამდე წარმოთქვით შემდეგი შელოცვა: „ნიშნობავ, მოდი ჩემთან, დალიე წყალი“. სიზმარში გამოჩენილი ადამიანი თქვენს პარტნიორად ითვლება.ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ 13 ფურცელი მამაკაცების სახელებით და ბალიშის ქვეშ დადოთ.დილით, შემთხვევით აირჩიეთ სამი ფურცელი. მესამე სახელი თქვენი მომავალი ქმრის სახელს იწინასწარმეტყველებს.

ტაძარი

რეგიონი 1764498420

შემოქმედის ეპარქიას კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში, „მთავარანგელოზთა სახელობის“ ტაძარი გაიხსნა.ტაძარი, შემოქმედელი მიტროპოლიტის მეუფე იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა მარკოზმა (გურგენიძე) და არქიმანდრიტმა ელიზბარმა (ბაბუხადია) აკურთხეს და სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინეს.წირვას ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია მეუღლესთან, ლიკა რევაზიშვილთან და მრევლთან ერთად დაესწრო.„ვულოცავ შემოქმედის ეპარქიას, დედაოებს და მრევლს, „მთავარანგელოზთა სახელობის“ ტაძრის გახსნას. ეკლესია სოფელ შემოქმედის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში მდებარეობს და წინამძღვარი, იღუმენია დედა ემილია ანანიძე გახლავთ. დედაოს ვუსურვებ მონაზვნის სიმრავლეს და სულიერ სიმშვიდეს.“ - განაცხადა პაატა კუნჭულიამ.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1761592397

წყალი 20 საათით შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს.კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 20 საათით შეუწყდება.„ხვალ ჩუღურეთის რაიონში, ზურაბ ქვლივიძის ქ. N28-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 10/28/2025 12:30 საათიდან 10/29/2025 08:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერ. გრანელის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, არაგვისპირელის, ვერჰანის, ბუხაიძის, გორკის, ჩაისუბნის, კუმისის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ნ. ჩხეიძის, მარჯანიშვილის N53-67-(ლუწებს), N46-56(ლუწებს). ჩიტაიას N46-56(ლუწებს) N 1- 7 (კენტებს). მარჯანიშვილის შეს. ადიგენის, ახალციხის, ნათიშვილს, ოსიაურის, ლენტეხის, კალანდარიშვილის, ციმაკურიძის, შურდულის და ანთელავას ქუჩებს, ლარეხის მე-2 შესახვევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯონდი ბაღათურია

საზოგადოება 1759747969

ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. პოლიტიკოსს დედა გარდაეცვალა.„ჩემი დედიკო გარდაიცვალა. ღმერთის და ადამიანის მოყვარე, ყველასთვის მლოცველი და მზრუნველი, აღმსარებელი და მაზიარებელი დედიკო. გთხოვთ მოიხსენოთ ლუარა  გასვენება ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან, მისამართი: ფარნავაზ მეფის ქუჩა, პიაცას მოედანი“,- წერს ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში. 

ნიკოლოზობა

ისტორიები 1756842864

„ოთახში წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორბალა ავარდა... ახალგაზრდები გარეთ გაცვივდნენ. მხოლოდ გოგონა დარჩა...“ - სასწაული, რომელმაც ყველა შეძრა

ეს ამბავი ქალაქ სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს 1956 წელს გადახდა. წმინდა ნიკოლოზმა მკრეხელობისათვის გოგონა დასაჯა..."ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, ერთი  მორწმუნე ქალის შვილმა - ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად ცეკვებით გართობაც ჰქონდათ გადაწყვეტილი. შობის მარხვა იდგა და დედამ სთხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე. სტუმრები თითქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, კოლია, არ ჩანდა.ახალგაზრდები მას აღარ დაელოდნენ და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატი და ხმამაღლა თქვა: "რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავჭიდებ ხელს და მასთან ერთად ვიცეკვებ!" გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა, მან კი ირონიული ღიმილით უპასუხა:"თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!" ჩართეს საცეკვაო მელოდია და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ტაქტს, რომ ანაზდად, ოთახში წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორბალა ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა.მხიარულება ელდამ შეცვალა. შიშისგან თავზარდაცემული ახალგაზრდები ოთახიდან გაცვივდნენ. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით.გამოძახებაზე მოსული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, იღუნებოდა და ტყდებოდა ზოიას ქვად ქცეულ სხეულზე. უნდოდათ მისი გადაყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ იგი ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან ზოიას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარც ჭამა.როცა ეკლესიიდან დედა დაბრუნდა და შვილი ასეთ ყოფაში ნახა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. იგი მხურვალედ ლოცულობდა და ცრემლებით ევედრებოდა უფალს, შეენდო მისი ქალიშვილისთვის და დაებრუნებინა სასიცოცხლო ძალა. პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა, საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნეები, სასულიერო პირები. მაგრამ მალე ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო მითითება და გარეშე პირთაგან სახლში არავის უშვებდნენ. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. იმ მორიგეთაგან, რომლებიც, ძირითადად, 25-32 წლის ახალგაზრდები იყვნენ, მრავალი ნაადრევად გაჭაღარავდა სიტყვების გამგონე, რომელსაც ზოია დროდადრო შემზარავად გაჰყვიროდა: "დედა, ილოცე! ცოდვებში ვიღუპებით, დედა, ილოცე! ილოცე!!!" - ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ზოია ჩვეულებრივად აღებდა პირს, მაგრამ მათი დასრულებისთანავე ბაგეები ეკუმებოდა, ქვასავით უმაგრდებოდა და მხოლოდ თვალებს აცეცებდა უაზროდ.მოგვიანებით ზოიასთან რამდენიმე ადამიანი დაუშვეს. მოსკოვიდან ჩამოსულმა მედიცინის პროფესორმა მხრების აჩეჩვით დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაქვავების ფონზე. დედის თხოვნით მოიწვიეს სასულიერო პირებიც, თუმცა მათ ვერც გოგონას ადგილიდან დაძვრა მოახერხეს და ვერც ის, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატი მისი ხელებიდან გამოეხსნათ. მოგვიანებით, ქრისტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ხატი და სათანადო პატივის მიგების შემდეგ იგი ადრინდელ ადგილზე დააბრუნეს. "ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც ის აღდგომისთვის მოგვივლენს. თუ ასე არ მოხდა, ახლოს ყოფილა ქვეყნის აღსასრული".- თქვა ბერმა. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც. სრულად

მოძრაობა

საზოგადოება 1753178034

ქუჩები თბილისში, სადაც მოძრაობა იზღუდება

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დედაქალაქის მერიის ცნობით,  დაგეგმილი სამუშაოების გამო, 23 ივლისის 00:00 საათიდან ორი დღის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებული ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე, –„გარდა ამისა, გადაადგილება შეიზღუდება ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს მიმართულებითაც. დროებით გაუქმდება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის N36-ს მიმდებარედ არსებული ზონალური პარკირება (ლოტი A1679).ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილები ალტერნატიული მარშრუტით მოხვდებიან. კერძოდ, ელენე ახვლედიანის აღმართის, მალხაზ აბდუშელიშვილის, ნიკო ლომოურის, ვახტან VI, ვლადიმერ მესხიშვილის, სამრეკლოს, მიხეილ ბუხაიძის, კუმისის, მოსე თოიძის ქუჩების გავლით.ელენე ახვლედიანის აღმართიდან ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ნიკო ლომოურის, ვახტან VI, ვლადიმერ მესხიშვილის ქუჩების, ავლაბრის მოედნის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებული შუქნიშნიდან ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით.ნოე ჟორდანიას სანაპიროდან ელენე ახვლედიანის აღმართის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ბარათაშვილის აღმართის, ავლაბრის მოედნის, ჰამლეტ გონაშვილის, ვახტანგ VI-ს, ვლადიმერ მესხიშვილის, სამრეკლოს და მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩების გამოყენებით“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.როგორც თბილისის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვის პერიოდში, ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, „თბილისი მოლის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მარშრუტი N333, ასევე, N359, N395 ავტობუსები და N462 და N522 მიკროავტობუსები, ელენე ახვლედიანის აღმართსა და დავით სულიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მონაკვეთში აღარ გაივლიან და ნოე ჟორდანიას სანაპიროს გავლით იმოძრავებენ, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას იგივე მარშრუტს გამოიყენებენ.შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შოთა გამცემლიძის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ტრანსპორტის გაჩერებებს აღარ გაივლის. ამ დროს, მგზავრებს ელენე ახვლედიანის აღმართისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებული გაჩერებებით სარგებლობა შეეძლებათ.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მარხვა

საზოგადოება 1751833930

როგორ უნდა შეამოწმოს ადამიანმა საკუთარი თავი, სწორად მარხულობს თუ არა

აკრძალული პროდუქტების არმიღება არ არის მარხვაში საკმარისი. უნდა წავიკითხოთ ეკლესიის მამათა სწავლებები, მაგალითად, იოანე სინელის „კიბე“, რათა მარხვის დროს სულმა ასეთი სწავლებებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები. მარხვის დროს განსაკუთრებით გემოთმოყვარეობის, ნაყროვანების ცოდვაში ვცვივდებით, ეს კი, თავისთავად, უამრავ სხვა ცოდვას შობს, რაც კარგად აქვს აღწერილი იოანე სინელს თავის „კიბეში“. სწორედ ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).– როგორ უნდა შეამოწმოს ადამიანმა საკუთარი თავი, სწორად მარხულობს თუ არა?„კარგად უნდა გადახედოთ საკუთარი ცხოვრების წესს. თუ მრისხანებაში ხართ, განკითხვაში, ბევრს ლაპარაკობთ, ჭორაობთ, ესე იგი, არასწორად მარხულობთ. მესამე არის კადნიერება – ადამიანი, რომელიც ნაყროვანებაში, მცონარებაშია, კადნიერი ხდება მოძღვართან, მშობელთან, მეგობართან, ხელმძღვანელთან, თანამშრომელთან. ხშირად ამბობენ, არ შემიძლია, სიმართლე რომ არ ვთქვა, თავს ვერ ვიკავებო. სიმართლე უთხარი საკუთარ თავს, დას, ძმას, მშობელს – ისიც, თუ შეგიძლია და ამის მზაობა გაგაჩნია. უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ უსაქმურობაში ხარ, მცონარე ხარ და სხვადასხვა ვნებას დაატარებ. კადნიერებას მოჰყვება განცხრომა. როდესაც ადამიანი მარხვაზეა, მაგრამ, მუდმივად დადის წვეულებებზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებში და სახლშიც ცდილობს, ყველაფერი გაამარტივოს, გააუბრალოოს და კომფორტული ცხოვრება მოიწყოს. განცხრომას კი მოჰყვება სიცილი, აქ საუბარია უჯერო, უადგილო სიცილზე.სიცილის შემდეგ კი მოდის კამათი, თან, არასაღვთო კამათი. დღეს ყველაფერზე კამათობენ, უაზრო საკითხებზე, პოლიტიკაზე – ჩვენ ხომ დღემდე პოლიტიკით ვცხოვრობთ. სამწუხაროა, მაგრამ, ბევრი მოძღვარიც მინახავს სუფრასთან, საზოგადოებაში 24 საათი პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობს. მოძღვრის მოვალეობა ღვთისმეტყველება, ლოცვა, მარხვა და მრევლისთვის პირადი მაგალითია. კამათს კი მოსდევს გულქვაობა. როცა შენ დაიღლები ოჯახის წევრთან ან ახლობელთან კამათით, მერე ის გეზიზღება და გულქვა ხდები მის მიმართ. როცა ვინმე გეზიზღება, მართლმადიდებელი აღარ ხარ, ცოდვილი ხარ – კი არ უნდა გძულდეს, უნდა გეცოდებოდეს; გულქვაობას კი მოჰყვება ურჩობა, ანუ, ყოველგვარი დამორჩილება წყდება.ურჩობას კი მოჰყვება ულმობლობა – შენში აღარაფერია ადამიანური, არავის აღარ ინდობ. ულმობელობის შემდეგ კი ადამიანი დაბნეული ხდება, ვეღარ გაუგია, ვინ ვინ არის, ვის მოუსმინოს და შესაბამისად, კარგი მრევლი ხდება არა წმინდა სულისთვის; მეთერთმეტეა სიამაყე და გონების სიციარიელე. ნახეთ, საბოლოოდ სადამდე მივყავართ ამ ვნებას. ბოლო, მეთორმეტე არის წუთისოფლის სიყვარული: თუ გინდა, რომ კარგად ჭამო, სვა და, გაერთო, უნდა დაუძმობილდე წუთისოფელს, გემოთმოყვარეობას. თუ ადამიანმა ვერ მოიპოვა სულიწმიდის მადლი, ის ვერ დაამარცხებს იმ ცოდვებს, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ასე რომ, გავაგრძელოთ მარხვა, ლოცვა, მეტანიები, სინანული, რომ მოვიპოვით სულიწმიდის მადლი, რომელიც ჩვენი მაცხოვნებელია.