გარდაიცვალა სქემ-მონაზონი მოსე (კოკოლიშვილი)

მოსე (კოკოლიშვილი)

 87 წლის ასაკში სქემ მონაზონი მოსე (კოკოლიშვილი) გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას რუის-ურბნისის ეპარქია ავრცელებს.

მონაზვნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სქიმ-მონაზვნის „ფეისბუკის“ ოფიციალური გვერდიც.

„87 წლის ასაკში ღვთივ განისვენა, რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წევრმა, სქემ მონაზონმა მოსემ (კოკოლიშვილი).

დაკრძალვა – სამშაბათს, 21 აპრილს, 14:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში!

გთხოვთ, თქვენს წმინდა ლოცვებში მოიხსენიოთ, ახლად შესვენებული სქემ მონაზონი მოსე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.