კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის მუზეუმის ახალი შენობა დაათვალიერა

საზოგადოება 1781159667

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის მუზეუმის ახალი შენობა დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.მინისტრი მუზეუმის მიმდინარე საჭიროებებს გაეცნო. მუზეუმის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოების საკითხები მან კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან, რაჭის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგთან ერთად განიხილა."მიხარია, რომ ონში მალე ახალ მუზეუმს გავხსნით. მადლობას გადავუხდი რაჭას და ონელებს იმ უმნიშვნელოვანესი საგანძურის შენარჩუნებისთვის, რომელიც სულ მალე ამ მუზეუმში იქნება გამოფენილი. აქ თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის არაერთი გამორჩეული ნიმუში.რაჭის ახალი მუზეუმის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შენობა გადაეცა ეროვნულ მუზეუმს და ამ ეტაპზე კოლექციების გადატანა, ექსპონატების განთავსება და ახალი საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამ მუზეუმის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. მალე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება იხილოს უნიკალური ექსპონატები, რომლებიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მდიდარ ისტორიასა და კულტურულ პოტენციალს", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით აშენებული რაჭის მუზეუმის ახალი შენობა 2026 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში გაერთიანდა. ამჟამად ფონდების სისტემატიზაციისა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ახალ სივრცეში გადატანის პროცესი მიმდინარეობს.საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტთა ჩართულობით, ადგილობრივი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს უტარდება აუცილებელი საკონსერვაციო სამუშაოები. მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია ონის მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძეა.

ვარლამ წიკლაური

რეგიონი 1780991760

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენას და ალბომის პრეზენტაციას დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენას და ალბომის პრეზენტაციას დაესწრო.გამოფენაზე 70-მდე თანამედროვე, ადგილობრივი ხელოვანის ნახატები იყო წარმოდგენილი, მათ შორის, როგორც პროფესიონალი, ისე თვითნასწავლი მხატვრების.გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გელა მაღრაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის მხატვართა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს მხატვართა კავშირის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გამოიცა.ვარლამ წიკლაურმა გამოფენაში მონაწილე მხატვრებს შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მომავალშიც, მსგავსი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაპირდა.ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

შოშიები

საზოგადოება 1780429317

„ასეთი სასიამოვნო და მტკივნეული წერილი მივიღე...“ - შოშიების მამა პოსტს აქვეყნებს

გიგა ცხელიშვილი, ტუპების მამა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ასეთი სასიამოვნო და მტკივნეული წერილი მივიღე და ძალიან გამიხარდამადლობა იმ ადამიანს ამ ბედნიერი წამების გახსენებისთვის.ეს ფოტო შემთხვევით აღმოვაჩინე ჩვენი ფოტოს უკანა ფონზე, გოგნზეა გადაღებული"მადლობა ნინო ცერცვაძეს“, - წერს გიგა ცხელიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი 1779202508

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომა, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაეთმო.დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ იზიარებს. გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ბრალდების მოწმეების ჩვენებები ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობას არ ადასტურებს.„დასახელებული მოწმეების სია, რაც წარმოდგენილი ჰყავს ბრალდების მხარეს, არ იძლევა იმ მოცემულობას, რომ პირდაპირი სახით ადასტურებდნენ გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე სახის შემხებლობას რომელიმე ბრალის ეპიზოდთან მიმართებით," - აცხადებს ლანა ცერცვაძე.ადვოკატის პოზიციისგან განსხვავებულია ბრალდების მხარის შეფასება. პროკურორ ნათია თათიაშვილის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ე.წ. ბაგა-ბაღების ეპიზოდზე მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც კორუფციული სქემისა და თანხების გადანაწილების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.„დაიკითხა 6 მოწმე უშუალოდ ბაგა-ბაღების ეპიზოდთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს, მათ შორის, ბაგა-ბაღების სააგენტოდან ქრთამის აღების ფაქტზე. შესაბამისად, აღნიშნულ ბრალთან მიმართებით უშუალოდ კავშირში მყოფი მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს არსებულ სქემასთან დაკავშირებით - თუ რას გულისხმობდა კორუფციული სქემა, ვის შორის ნაწილდებოდა ფულადი თანხები და როგორ ხდებოდა თანხის გადანაწილება. ბაღებთან მიმართებით არ დასრულებულა მოწმეთა გამოკითხვა - ისევ გაგრძელდება და ამის შემდგომ უკვე დაიწყება სხვა ეპიზოდების განხილვა," - განაცხადა ნათია თათიაშვილმა.ცნობისთვის, სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გირაო

სამართალი 1774808586

ძალადობის მუქარით "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს გირაო შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ძალადობის მუქარით "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. 40 წლის მამაკაცს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ 3 500-ლარიანი გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით დააკისრა.გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა - სოფელ კურდღელაურის მკვიდრმა ე.პ.-მ 26 მარტს,  "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მისცა საშუალება, პროფესიული საქმიანობა განეხორციელებინათ და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა, შეეწყვიტათ სიუჟეტის გადაღება და გავრცელება.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დღევანდელ პროცესზე 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა ბრალდების მხარე, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა გაითვალისწინა.წინასასამართლო სხდომა 30 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

თბილისის საკრებულო

საზოგადოება 1773315861

თბილისის საკრებულოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მაჟორიტარები, ასევე კომისიების თავმჯდომარეები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.  „საკრებულოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც არაერთ წელს ითვლის, კიდევ უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს. დღევანდელი შეხვედრა საკრებულოს  წევრებს შესაძლებლობას აძლევს უფრო დეტალურად გაეცნონ სააგენტოს პროგრამებს და მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმებას და ეკონომიკურ გაძლიერებას,“  -  განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ბურჭულაძემ საკრებულოს წევრებს სააგენტოს პროგრამების და სერვისების, ასევე მიმდინარე პროექტების შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს წევრებმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებსა და საკრებულოს მაქსიმალურ ჩართულობაზე მოქალაქეთა დასაქმების საკითხებში.

ბესიკ ამირანაშვილი

პოლიტიკა 1770029437

ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი უფროსი ბესიკ ამირანაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.მინისტრმა ბესიკ ამირანაშვილს წარმატება უსურვა იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომელიც სატყეო რეფორმის ფარგლებშია დაგეგმილი.„პროფესიონალიზმის და გამოცდილების, მათ შორის რეგიონებთან მუშაობის გათვალისწინებით, არჩევანი შევაჩერეთ ბატონ ბესიკ ამირანაშვილზე, რომელიც მზადაა იმ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორცილებას ჩაუდგეს სათავეში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. კიდევ უფრო მეტად განვითარდება დარგი, მეტად დავიცავთ ტყეს და ვიზრუნებთ მის აღდგენაზე; უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა; ამავდროულად, ხელს შევუწყობთ სააგენტოს განვითარებასაც. მოგეხსენებათ, რომ რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასები, რაც უდავოდ ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.მინისტრმა მადლობა გადაუხადა სატყეო სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა ცერცვაძეს გაწეული საქმიანობისთვის და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.ბესიკ ამირანაშვილი პროფესიით იურისტია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე; დღემდე ბესიკ ამირანაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.ბესიკ ამირანაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა, უხელმძღვანელოს სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის პროცესს.ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ჯარიმა

საზოგადოება 1767119934

ჯარიმა 2000 ლარი ან თავისუფლების აღკვეთა - ვის ეხება გამკაცრებული კონტროლი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.„წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე – ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე,  ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული  სანქციები გატარდება“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეებისტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.

ჯარიმა

სამართალი 1765917598

„ჯარიმა 2000 ლარი ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე“ - საყურადღებო ინფორმაცია

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.„წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე – ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე,  ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული  სანქციები გატარდება“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.

fuladi jarima

საზოგადოება 1765831972

ჯარიმა 3000 ლარამდეა! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.„წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე – ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე,  ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული  სანქციები გატარდება“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.

ნაძვის ხე

სამართალი 1765778439

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.„წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე – ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე,  ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული  სანქციები გატარდება“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.

ლოგონევროზი

საზოგადოება 1764795345

„ბავშვმა შეიძლება დაიძინოს და ამ მდგომარეობით გაიღვიძოს...“ - ლოგოპედი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

ლოგონევროზი და ენის ბორძიკი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ბავშვებსა და მოზარდებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის. რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ შეიძლება, დაძლევა, ლოგოპედი თამარ ცერცვაძე საუბრობს.მისი თქმით, ლოგონევროზი თანდაყოლილი პრობლემა არ გახლავთ. ეს დაავადება არ არის."კარგად ისაუბრე!", "რატომ ბორძიკობ?" - ზოგადად, ასეთი საუბარი არ შეიძლება. სტრესმა შეიძლება, პრობლემის პროვოცირება მოახდინოს. თუმცა, შეიძლება, დიდი სიხარულის ფონზეც განვითარდეს ან უბრალოდ ბავშვმა დაიძინოს და ამ მდგომარეობით გაიღვიძოს... სიზმარი არ მოეწონოს და აი, ამიტომ. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა. ასევე, სკოლასა და ბაღში მისვლის პერიოდიც შესაძლოა, მისთვის ძალიან ემოციური იყოს. ბაღში შეიძლება, კარგად მოსაუბრე ბავშვი მიიყვანონ და ენაბორძიკობით გამოიყვანონ.ეს პრობლემა შესაძლოა, დიდ ასაკშიც განვითარდეს. სრულიად შესაძლებელია, სტრესის ფონზე ენაბორძიკი ყველა ადამიანს დაემართოს,- აღნიშნავს ლოგოპედი.