მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790182521

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ მოწოდება“, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლების პარალელურად გაიმართა.სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„საქართველოსთვის უკრაინის თემა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.მისი განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ადამიანებისთვის, ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებსაც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა ეფუძნებოდეს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ - „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორუმია უკრაინის საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედებებად გადასაქცევად“.ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.გამოსვლის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.„ჩვენ მივესალმებით ყველა გულწრფელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ - მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიითა და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს ეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1790180280

„ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მოწვევა, რომელსაც ის მიიღებს“ - მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ პუტინს დეკემბერში მაიამიში გასამართ G20-ის სამიტზე მიიწვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დეკემბერში მაიამიში გასამართ G20-ის სამიტზე მიიწვევს.„დიდი ოცეული“ (G20) უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმია. რუსეთი რჩება G20-ის წევრად, თუმცა ის G8-დან გარიცხეს 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.„მიგვაჩნია, რომ ეს არის შესაძლებლობა [პუტინისთვის], დაელაპარაკოს არა მხოლოდ [აშშ-ის] პრეზიდენტს, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებსაც. ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მოწვევა, რომელსაც ის მიიღებს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს. - „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის“.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790179380

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი და მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება.„ჩვენ ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ცალკეული ადამიანებისთვის, ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპების ურყევ ერთგულებას, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული. მივესალმებით ყველა რეალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლონეთის საგარეო უწყება

პოლიტიკა • 1790063276

პოლონეთის საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, აგრეთვე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში - უკანონო არჩევნების ჩატარებას

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების არჩევნების ჩატარებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. "მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, აგრეთვე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში - უკანონო არჩევნების ჩატარებას.პოლონეთის რესპუბლიკა ასევე მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ დნესტრისპირეთის რეგიონში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საარჩევნო პროცესის ორგანიზებას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს შესაბამისი ხელისუფლების თანხმობის გარეშე. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. „არჩევნები“ წარმოადგენს უკანონო ქმედებას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და დემოკრატიული პროცესების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს.შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ES-11/4 - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა“, რომლითაც 143 სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უკანონო ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობა.რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის, ჟენევის IV კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ორგანიზებული ე.წ. „არჩევნები“ არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და ვერ გახდება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობის სამართლებრივი ან პოლიტიკური ლეგიტიმაციის საფუძველი.მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგო უკანონო ქმედებები და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან", - აღნიშნულია განცხადებაში. 

კაია კალასი

მსოფლიო • 1789154855

ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ისრაელის დასახლებებს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაშია - კაია კალასი

ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ისრაელის დასახლებებს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაშია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„მაგალითს თუ ავიღებთ, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოხდა, მაშინ ძალიან ნათელი იყო, რომ ეს უკანონოა. ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, რაც ნიშნავს, რომ ვწყვეტთ ყირიმიდან შემოსულ ნებისმიერ პროდუქტზე ვაჭრობას. ჩვენც იგივე პრინციპული პოზიცია უნდა გვქონდეს – თქვენ იცით, რომ ეს უკანონოა, ყველა თანხმდება – ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ვაჭრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან“, – განაცხადა კალასმა.აღნიშნულ განცხადებას ევროკავშირსა და ნატო-ში ისრაელის მისიამ „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.„განსაკუთრებით დღეს, ებრაული ახალი წლის წინა დღეს, ძნელი დასაჯერებელია, რომ [ის] პირდაპირ პარალელს ავლებს იერუსალიმის დასავლეთ კედელსა და ებრაულ კვარტალსა და ყირიმში არსებულ სიტუაციას შორის, მისი პირადი მსოფლმხედველობის მიუხედავად“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ონკანი

დედაქალაქი • 1788202798

წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ მისამართები და აღდგენის დრო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.საბურთალო, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N202-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/1/2026 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მიხა ხელაშვილის, ექვთიმე ხელაძე, ასი ათასი მოწამის, მუხათგვერდის, ჩოხელის, სამაჩაბლოს და კათალიკოს აბრაჰამ 1-ლის, აღმაშენებლის ხეივანი N 180 -240 (ლუწები), ფარნავაზ მეფის გამზ. N 1-დან N 55-მდე, N 34 და N 36-ს, ჰიუნდაის ცენტრს და ძველი დუქანს.წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად ვაკე, სოფელი აგარაკი, შუა მინდვრის ქ.,N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 9/1/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სოფელი აგარაკი, შუა მინდვრის ქ.ჩუღურეთი, ცხრა ძმის N105-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 9/1/2026 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 9 ძმა, 9 ძმის 2-ე შესახვევი, ყირიმის ქუჩა თავის შესახვევებით, მამარდაშვილის ქუჩას.ისანი, სამგორის დას., N29-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო 9/1/2026 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სამგორის დას. 25, 26, 26ა, 27, 28, 28ა, 29,30,32.

საქართველო უკარინა

პოლიტიკა • 1787311132

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, 27 000-ზე მეტი უკრაინელი კვლავ ცხოვრობს საქართველოში, მადლობა მხარდაჭერისთვის - უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული

საქართველოში უკრაინის საელჩო უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, დმიტრო ბერეჟნოის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.სტატიაში, რომლის სახელწოდებაა „ერთობლივი ბრძოლა საერთო მომავლისთვის: ისტორიული გამარჯვებიდან თავისუფალი ერების ურღვევ კავშირამდე“, ნათქვამია, რომ უკრაინა ყოველწლიურად, 24 აგვისტოს ეროვნული იდენტობის მთავარ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.„უკრაინელი ხალხისთვის ეს არა მხოლოდ კალენდარული თარიღი და სუვერენიტეტის ფორმალური ატრიბუტია. ჩვენთვის დამოუკიდებლობა არასდროს ყოფილა საჩუქარი ან ისტორიული გარემოებების შემთხვევითი შერწყმა. ის საუკუნეების განმავლობაში განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად არის ჩამოყალიბებული უკრაინელების სურვილით, იყვნენ საკუთარი მიწის პატრონი, იცხოვრონ პატივისა და სინდისის კანონებით, ისაუბრონ მშობლიურ ენაზე, გაუფრთხილდნენ თავიანთ კულტურას, ტრადიციებსა დაეროვნულ იდენტობას და გადასცენ ისინი მომავალ თაობებს. დღევანდელი დაპირისპირება ამ ისტორიული ბრძოლის პირდაპირი გაგრძელებაა. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს არ დაწყებულა, არამედ გრძელდება 2014 წლიდან, ყირიმის უკანონო ანექსიითა და დონბასში ომის დაწყებით. მაშინ კრემლმა საბოლოოდ ჩამოიშორა „მოძმე ხალხის“ შესახებ მითი და „რუსულმა სამყარომ“ თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა – ისტორიული სიახლოვის შესახებ სიტყვების მიღმა იმალებოდა იმპერიული პრეტენზიები, უცხო ტერიტორიების მითვისების სურვილი და მეზობელი ხალხებისთვის საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების ჩამორთმევა. 2022 წლის თებერვალში აგრესორმა მიმართა არაპროვოცირებულ, სრულმასშტაბიან შემოჭრას ჩვენი სახელმწიფოს სწრაფი კაპიტულაციის იმედით. თუმცა, მტერმა არასწორად გათვალა.მილიონობით უკრაინელი – ფრონტის ხაზზე, თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტებში, საავადმყოფოებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და მოხალისეთა შტაბებში – ადგა სამშობლოს დასაცავად, მსოფლიოს აჩვენა ეროვნული ერთიანობისა და მდგრადობის უპრეცედენტო მაგალითი“, – ნათქვამია სტატიაში.როგორც სტატიაშია აღნიშნული, სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ ყველაზე რთულ დღეებში, როდესაც უკრაინის ბედი თითოეულ ადამიანზე იყო დამოკიდებული, უკრაინელ სამხედროებთან გვერდიგვერდ იდგნენ მრავალი მეგობარი ქვეყნის მოხალისეები და გმირები, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ საქართველოს შვილებს.„დღეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებში მრავალი ქართველი მებრძოლია –  სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე და სხვა ქვეყნების მოქალაქე ეთნიკური ქართველები. იარაღით ხელში ისინი იცავენ უკრაინის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, სრულად აცნობიერებენ, რომ ეს საერთო ბრძოლაა. რუსეთის აგრესიისა და საკუთარი მიწების ოკუპაციის გამოცდილების შემდეგ, ქართველ ხალხს, როგორც არავის სხვას ესმის უკრაინის ტკივილი და აცნობიერებს, რომ დღეს ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში არა მხოლოდ უკრაინის მომავალი წყდება, იქ გადის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარი ფრონტი, რომლის შედეგიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მომავალსაც განსაზღვრავს. უკრაინის ფრონტზე ქართველი გმირების სიმამაცე, უშიშრობა და თავგანწირვა სოლიდარობის უმაღლესი გამოხატულება და ქართველი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ჩვენ თავს ვხრით უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. მათი საგმირო საქმეები სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი ძმობის ისტორიაში და მომავალი თაობებისთვის სახელმძღვანელოდ იქცევა“, – ნათქვამია დმიტრო ბერეჟნოის სტატიაში.უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი ყოველთვის ღრმა მადლიერებითა და სითბოთი გაიხსენებს იმ უზომო სიკეთესა და სტუმართმოყვარეობას, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან საქართველოსგან იგრძნო.„საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები რუსი ოკუპანტებისა და ბომბების გამო. 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, 500 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა ევაკუირებულიყო და საქართველოს გავლით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც გადასულიყო. ბევრი მათგანისთვის, საქართველოს მიწა გახდა პირველი უსაფრთხო თავშესაფარი რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის საშინელებების შემდეგ. ამჟამად, 27 000-ზე მეტი უკრაინელი დროებით კვლავ ცხოვრობს საქართველოში, სამართლიანი მშვიდობის დამყარებისა და საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობის მოლოდინში. საქართველოში უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერა ნამდვილად საერთო ეროვნული გახდა, რაც აერთიანებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევას. ომის პირველ რთულ თვეებში ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი ეძებნათ საქართველოში, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი კვება, ფინანსური დახმარება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა.მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებში უკრაინული სექციების შექმნა, სადაც უკრაინელი ბავშვები დღემდე აგრძელებენ სწავლას მშობლიურ ენაზე უკრაინის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. ეს მათ ეხმარება არა მხოლოდ ახალ პირობებთან ადაპტაციაში, არამედ ეროვნული იდენტობისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, განსაკუთრებით კი ის ბავშვები, რომელთა მშობლებმა სიცოცხლე შესწირეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში დასვენებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსტიტუციურმა მხარდაჭერამ, რაც გამოიხატა საზღვრის გადაკვეთის პროცედურების მაქსიმალურ გამარტივებაში, უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გახანგრძლივებასა და აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებაზე წვდომაში.ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობის მიერ შეგროვებულმა და უკრაინაში გაგზავნილმა ათასობით ტონა ჰუმანიტარულმა დახმარებამ, გენერატორებმა, სამედიცინო აღჭურვილობამ და მედიკამენტებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი ქალაქების მხარდაჭერაში ომის ყველაზე რთულ პერიოდში. ამ თბილი და ღია დახვედრის წყალობით, უკრაინელები საქართველოში თავს უცხოდ არ გრძნობენ. ჩვენი მრავალი თანამემამულისთვის საქართველო ნამდვილად გახდა ახლო ქვეყანა, სადაც ისინი გრძნობენ ძმურ სითბოს, მხარდაჭერას და ნამდვილ ადამიანურ სოლიდარობას. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს ყოველი მხარდაჭერისთვის, ფრონტის ხაზზე ჩვენ გვერდით მდგომი თითოეული ქართველი ჯარისკაცისთვის, უკრაინელი ბავშვებისთვის გამოყოფილი თავშესაფრისთვის, უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი თითოეული ლარისა და გენერატორისთვის.დარწმუნებული ვართ, უკრაინელი და ქართველი ხალხების საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის აუცილებლად დასრულდება სამართლიანობის აღდგენით, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების სრული დეოკუპაციით და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებით. დიდება უკრაინას! GAUMARRJOS SAKARTVELOS“, – ნათქვამია სტატიაში.

boris jonsoni

მსოფლიო • 1786870025

„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?“ - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდის სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა.საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) პროექტის პოდკასტში გამოსვლისას ჯონსონმა გაიხსენა საუბარი გერმანიის კანცლერის აპარატის მაღალჩინოსანთან, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინის სწრაფი დამარცხების სურვილი გამოთქვა.„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?..“ - აცხადებს ბორის ჯონსონი.ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ეპიზოდი ყირიმის ანექსიის შემდეგ ბერლინისა და პარიზის ზოგადი და მცდარი სტრატეგიის ნათელი ილუსტრაციაა. ჯონსონის თქმით, დასავლელი პარტნიორები „ოჯახის ფსიქოლოგებივით იქცეოდნენ და ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას ოჯახურ სკანდალად აფასებდნენ“.

 რობერტ შაგეევი

მსოფლიო • 1786616354

სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური მოკლეს, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა

ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის „ზაპოროჟიეს“ ყოფილი მეთაური რობერტ შაგეევი მოკლეს, რომელიც ყირიმის ოკუპაციის შემდეგ 2014 წელს რუსეთის მხარეს გადავიდა და რუსულ ჯარში გააგრძელა სამსახური. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, რამდენიმე საათის წინ სევასტოპოლში აფეთქების ხმა გაისმა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთ შენობაში კიბეზე ჩამოდიოდა, როცა მანდვე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.რუსული მედია, თავის მხრივ, წერს, რომ საქმეზე დაკავებულია ქალი, რომელმაც კიბესთან ახლოს მდებარე ნაგვის ურნაში ზურგჩანთა მოათავსა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.

ლაშა ფარულავა

პოლიტიკა • 1785919808

დღეს ევროპაში ხვდებიან, რომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს - ლაშა ფარულავა

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მეორე დღეა არ აქვთ პასუხი კითხვაზე - რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ.პრემიერ-მინისტრის წერილის გამოქვეყნების შემდეგ პარტიის მხოლოდ რამდენიმე წევრმა აღიარა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ სააკაშვილის მთავრობის ლოიალურ დამოკიდებულებებს ხელი ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს. მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ვალდებულია გარე დაკვეთით დავალებები სრულყოფილად შეასრულოს. ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცელი წერილი და ანალიზი გუშინ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას - რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძნიებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხებოდა.პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ევროპაში ხვდებიან 2008 წელს დაშვებულ შეცდომას.„ევროპაში ეგონათ, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობა შესაძლებელი იყო პუტინთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2015 წელს ის ბარბაროსი აღმოჩნდა და თავს დაესხა უკრაინას და მოახდინა  ყირიმის ანექსია და შემდეგ ჩვენ ვნახეთ ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაში. ამიტომ დღეს, ევროპაში ხვდებიან, რომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს.ჩვენ რაც შევძელით, ის გავიტანეთ, რაც შეეხება რეზოლუციას, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ მაშინ იყო ევროპაში განწყობა, რომ შეიძლებოდა თურმე პუტინთან ენერგეტიკულ საკითხებზე თანამშრომლობა და არ ჰქონდა სრული მხარდაჭერა საქართველოს,"- აცხადებს ფარულავა. 

ნანა კაკაბაძე

პოლიტიკა • 1785910140

ნანა კაკაბაძე: რამ ააწიოკა "ნაცები"? ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებს, მათ 2022-ში ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისთვის

"რამ ააწიოკა ნაცები? მარტივად მისახვედრია ნაცების მხრიდან გამოხატული აგრესია და გაცეცხლებული კომენტარები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელშიც გამოთქმული იყო გაკვირვება იმის თაობაზე, რომ ნაცები და მისი მოკავშირეები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ უცნაურად დაუტკბნენ რუსეთს, ხოლო 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მოულოდნელად გახდნენ ისეთი აგრესიული ანტირუსები და რუსოფობები, რომ ყველაზე ველურ ნაცისტურ ნარატივებსაც გადააჭარბეს", - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, "ნაცმოძრაობას" უკიდურესი რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2022 წელს, დასავლეთის მიდგომა შეიცვალა, ოპოზიციად წოდებულ აგენტურასაც გარე ძალებმა დაავალეს ანტი რუსული განწყობების ჩამოყალიბება."მათი ეს ქცევა პრემიერმა იმ ხალხის თვალშიც გააშიშვლა, ვისაც დღესაც სჯეროდათ ნაცების ანტირუსობა.ტექსტში, გასაგები ენით იყო ახსნილი ის, რომ 2008-შიც, 2022-შიც "პატრიოტებად' მომუშავე ნაცები და მათი ანასხლეტები ასრულებდნენ დასავლელი პატრონებისგან მიღებულ დავალებებს. მათ პოლიტიკურ თუ კრიმინალურ ქმედებებს არც იმ წლებში და არც დღეს, არავითარი კავშირი არ აქვს სამშობლოზე ზრუნვასთან.განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათი დასავლელი პატრონები ჯერ კიდევ ცდილობდნენ პუტინის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და ეფლირტავებოდნენ მას, ხოლო მას შემდეგ რაც დასავლეთმა, 2022-ში რუსეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა, უცხოელმა ინსტრუქტორებმა, ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისა და ტაქტიკისათვის.ოპოზიციად წოდებულებმა, ამ მოცემულობის გაქარწყლებაც სცადეს და პრემიერს ნაცების სახელით უპასუხეს, მიშას ხელისუფლებისთვის მიკერებული ანტირუსობის იარლიყი რომ მოგვეცილებინა, იმიტომ ხვდებოდა მიშა საზღვარზე რუსებს თაიგულებით, იმიტომ სთხოვდა პუტინს, რუსეთში საქართველოს კულტურის დღეების ჩატარებასო (რუსების წინაშე გვამღერე და გვაცეკვეო) და ამავე მიზეზით მისცა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმიო.დავუშვათ, დავიჯერეთ ყველაფერი, რომ ეს დასავლელი პატრონების დავალებები კი არა, საქართველოს ხელისუფლების მხიდან ეროვნული ინტერესების დაცვისკენ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯები იყო.მაშინ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთს რომ სწორედ 2008 წლის შემდეგ მისცეს ნაცებმა თანხმობა, ეს რა ეროვნული ნაბიჯი იყო?რუსეთზე ზემოქმედების ამ ერთადერთი ბერკეტის დაკარგვით რა მოიგო საქართველომ?ან იმას როგორ ახსნიან, რომ უკიდურესი რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ?თუნდაც 2014 წელს რუსების მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ არ იყო იმის საფუძველი, რომ თუ საკუთარი გულისთქმით მოქმედებდნენ და უკრაინას ასე გულშემატკივრობდნენ, მაშინ დაეწყოთ რუსთმოძულეობის კამპანია?ნუთუ ამ 10 წლის განმავლობაში ისინი რუს ტურისტებსა და რუსულ ბიზნესებს ვერ ამჩნევდნენ საქართველოში?სწორედ ამ და სხვა ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებენ, რასაც ამომრჩეველი კარგად ხედავს, ვინაიდან ყოველ არჩევნებზე, რომელიც კი 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა, ოპოზიციად წოდებულ აგენტურას, გარკვევით ეუბნება, რომ მარიონეტ პოლიტიკოსებსა და სისხლიანი რეჟიმის შემოქმედებს აღარასოდეს აღარ ანდობს ქართველი ხალხი, ქვეყნის მართვის სადავეებს.ყალბი პიარისა და ტვინების გამორეცხვის მიუხედავად ქვეყნის უმრავლესობა ოპოზიციას ხმას არ აძლევს ვინაიდან მათ არ მიიჩნევენ არც ჩვენს ქვეყანაზე მოფიქრალებად და არც ამ ქვეყნის პატრიოტებად.უნამუსობა ეწოდება ოპოზიციის იმ შენიშვნას, რომელზეც კრებსითმა ნაცებმა მიუთითეს პრემიერს, 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეების გახსენებისას, დაღუპულთა ოჯახებს რატომ არ მიუსამძიმრე და სამძიმრის ნაცვლად, "სამშობლოზე გულანთებულ, მუდამ მართალ ნაცებს" რატომ დაგვესხი თავსო.პრეტენზია გამოთქვეს იმაზეც, რომ თურმე რუსული ტერმინი "რუსოფობია" გამოიყენა კობახიძემ თავის განცხადებაშიო.რამდენად რუსულია ეს ტერმინი და ზოგადად სიტყვა "ფობია", ამაზე არაფერს ვიტყვით, ხოლო რაც შეეხება დაღუპულ მეომრებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას, ეს თემა, ნაცების იმდენად სუსტი მხარეა, ჯობდა საერთოდ არ შეხებოდნენ მას, ვინაიდან 2008 წლის წაგებულ ომში, ნაცების ხელისუფლებამ, გარდაცვლილი მეომრების ცხედრების გადმოსვენებაზეც კი არ იფიქრა, სანამ ეს პატრიარქმა არ უზრუნველყო.ამდენად, პრემიერის წინააღმდეგ ნაცების გაღმა შედავების პოლიტიკა მორიგ ჯერზე კრახით დასრულდა," - წერს ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძე

პოლიტიკა • 1785905470

ნანა კაკაბაძე: უნამუსობა შეიძლება ეწოდოს ოპოზიციის იმ პრეტენზიას, რომელიც კრებსითმა ნაცებმა წაუყენეს პრემიერს, 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეების გახსენებისას, დაღუპულთა ოჯახებს რატომ არ მიუსამძიმრე და სამძიმრის ნაცვლად, „სამშობლოზე გულანთებულ, მუდამ მართალ ნაცებს“ რატომ დაგვესხი თავსო

 არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ღია წერილს პლატფორმა X-ზე ეხმაურება.„რამ ააწიოკა ნაცები?მარტივად მისახვედრია ნაცების მხრიდან გამოხატული აგრესია და გაცეცხლებული კომენტარები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელშიც გამოთქმული იყო გაკვირვება იმის თაობაზე, რომ ნაცები და მისი მოკავშირეები 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ უცნაურად დაუტკბნენ რუსეთს, ხოლო 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მოულოდნელად გახდნენ ისეთი აგრესიული ანტირუსები და რუსოფობები, რომ ყველაზე ველურ ნაცისტურ ნარატივებსაც გადააჭარბეს.მათი ეს ქცევა პრემიერმა იმ ხალხის თვალშიც გააშიშვლა, ვისაც დღესაც სჯეროდათ ნაცების ანტირუსობა.ტექსტში, გასაგები ენით იყო ახსნილი, ის რომ 2008 შიც, 2022 შიც “პატრიოტებად” მომუშავე ნაცები და მათი ანასხლეტები ასრულებდნენ დასავლელი პატრონებისგან მიღებულ დავალებებს. მათ პოლიტიკურ თუ კრიმინალურ ქმედებებს არც იმ წლებში და არც დღეს, არავითარი კავშირი არ აქვს სამშობლოზე ზრუნვასთან.განცხადებაში, ნათქვამია ისიც, რომ 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათი დასავლელი პატრონები ჯერ კიდევ ცდილობდნენ პუტინის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და ეფლირტავებოდნენ მას, ხოლო მას შემდეგ რაც დასავლეთმა, 2022 ში რუსეთს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა, უცხოელმა ინსტრუქტორებმა, ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისა და ტაქტიკისათვის.ოპოზიციად წოდებულებმა, ამ მოცემულობის გაქარწყლებაც სცადეს და პრემიერს ნაცების სახელით უპასუხეს, მიშას ხელისუფლებისთვის მიკერებული ანტირუსობის იარლიყი რომ მოგვეცილებინა, იმიტომ ხვდებოდა მიშა საზღვარზე რუსებს თაიგულებით, იმიტომ სთხოვდა პუტინს, რუსეთში საქართველოს კულტურის დღეების ჩატარებასო (რუსების წინაშე გვამღერე და გვაცეკვეო) და ამავე მიზეზით მისცა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმიო. დავუშვათ, დავიჯერეთ ყველაფერი, რომ ეს დასავლელი პატრონების დავალებები კი არა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ინტერესების დაცვისკენ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯები იყო.მაშინ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთს რომ სწორედ 2008 წლის შემდეგ მისცეს ნაცებმა თანხმობა, ეს რა ეროვნული ნაბიჯი იყო?რუსეთზე ზემოქმედების ამ ერთადერთი ბერკეტის დაკარგვით რა მოიგო საქართველომ?ან იმას როგორ ახსნიან, რომ უკიდურესი რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ?თუნდაც 2014 წელს რუსების მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ არ იყო იმის საფუძველი, რომ თუ საკუთარი გულისთქმით მოქმედებდნენ და უკრაინას ასე გულშემატკივრობდნენ, მაშინ დაეწყოთ რუსთმოძულეობის კამპანია?ნუთუ ამ 10 წლის განმავლობაში ისინი რუს ტურისტებსა და რუსულ ბიზნესებს ვერ ამჩნევდნენ საქართველოში?სწორედ ამ და სხვა ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებენ, რასაც ამომრჩეველი კარგად ხედავს, ვინაიდან ყოველ არჩევნებზე, რომელიც კი 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა, ოპოზიციად წოდებულ აგენტურას, გარკვევით ეუბნება, რომ მარიონეტ პოლიტიკოსებსა და სისხლიანი რეჟიმის შემოქმედებს აღარასოდეს აღარ ანდობს ქართველი ხალხი, ქვეყნის მართვის სადავეებს.ყალბი პიარისა და ტვინების გამორეცხვის მიუხედავად ქვეყნის უმრავლესობა ოპოზიციას ხმას არ აძლევს ვინაიდან მათ არ მიიჩნევენ არც ჩვენს ქვეყანაზე მოფიქრალებად და არც ამ ქვეყნის პატრიოტებად.უნამუსობა შეიძლება ეწოდოს ოპოზიციის იმ პრეტენზიას, რომელიც კრებსითმა ნაცებმა წაუყენეს პრემიერს, 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეების გახსენებისას, დაღუპულთა ოჯახებს რატომ არ მიუსამძიმრე და სამძიმრის ნაცვლად, „სამშობლოზე გულანთებულ, მუდამ მართალ ნაცებს“ რატომ დაგვესხი თავსო.პრეტენზია გამოთქვეს იმაზეც, რომ თურმე რუსული ტერმინი “რუსოფობია” გამოიყენა კობახიძემ თავის განცხადებაშიო.რამდენად რუსულია ეს ტერმინი და ზოგადად ფობია, ამაზე არაფერს ვიტყვით, ხოლო რაც შეეხება დაღუპულ მეომრებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას, ეს თემა, ნაცების იმდენად სუსტი მხარეა, ჯობდა საერთოდ არ შეხებოდნენ მას, ვინაიდან 2008 წლის წაგებულ ომში, ნაცების ხელისუფლებამ, გარდაცვლილი მეომრების ცხედრების გადმოსვენებაზეც კი არ იფიქრა, სანამ ეს პატრიარქმა არ უზრუნველყო.ამდენად, პრემიერის წინააღმდეგ ნაცების გაღმა შედავების პოლიტიკა მორიგ ჯერზე კრახით დასრულდა“, - წერს კაკაბაძე.

✕