ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დეკემბერში მაიამიში გასამართ G20-ის სამიტზე მიიწვევს.
„დიდი ოცეული“ (G20) უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმია. რუსეთი რჩება G20-ის წევრად, თუმცა ის G8-დან გარიცხეს 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის შესაძლებლობა [პუტინისთვის], დაელაპარაკოს არა მხოლოდ [აშშ-ის] პრეზიდენტს, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებსაც. ვიმედოვნებთ, რომ ეს არის მოწვევა, რომელსაც ის მიიღებს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს. - „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის“.