4 ნივთი, რაც უნდა დადოთ საახალწლო სუფრაზე, რომ იღბლიანი წელი გქონდეთ
1795033323
უკრაინულმა ძალებმა ანექსირებული ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში მიიტანეს.
თავდასხმიდან რამდენიმე საათში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, ხიდი ღამით უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა. მათივე ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს უკრაინული იერიშის შედეგად ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეჩერდა, თუმცა სარკინიგზო მიმოსვლა შენარჩუნებული იყო.