მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1782904011

მამუკა მდინარაძე: მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიციური ლანდშაფტი, არამედ აგენტურა, რომელიც დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ეს არ უნდა დავუშვათ

მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს აგენტურა, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და ასრულებდა დავალებებს, რასაც, მდინარაძის თქმით, სავალალო შედეგები ჰქონდა.„ამ დავალებების სავალალო შედეგები ბევრმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ბევრმა ოჯახის წევრზე, მეზობელზე, ნათესავსა და საკუთარ ქვეყანაზე. მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, შედეგი იქნება ისევ აგენტურის მიერ ქვეყნის მართვა დავალებების შესაბამისად. ეს არ უნდა დავუშვათ და ამ არდაშვების აუცილებელი პირობაა, გავათვითცნობიეროთ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს აგენტურა, რომელიც იღებს დავალებას. აგენტურა, რომელიც შემდეგ აფინანსებს მისი გავლით მედიასაშუალებებს. აგენტურა, რომელსაც ჩაეხსნა დაფინანსების წყაროები „ფარას“ კანონის მიხედვით და ახლა კიდევ უფრო დასუსტებულია. ჩვენ კარგად გავთვალეთ ეს სვლები და სწორედ ამიტომ იყო „რუსული კანონის“ ორწლიანი ფეიკკამპანია, საუკუნის თაღლითობად წოდებული. მათ ხომ ჩვენზე არანაკლებ კარგად იცოდნენ, რომ აგენტურის მთავარი დაფინანსების არხი იჭრებოდა გამჭვირვალობის კანონით. ამიტომ იყო ასეთი ისტერია, თორემ დღეს კანონი მუშაობს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ვხედავთ დასუსტებულ ოპოზიციას. მეტი არავის არაფერი შეტყობია. ეს არის ამ კანონის მუშაობის შედეგი. ოპოზიცია წარმოადგენს რეალურად დასუსტებულ აგენტურას – ამის გათვითცნობიერებას თუ შევეცდებით, თუ მივხვდებით, რომ არ გვაქვს საქმე ოპოზიციასთან, უბრალოდ მას ხანდახან ვუწოდებთ ოპოზიციას და რეალურად, აგენტურასთან გვაქვს საქმე, მაშინ კიდევ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და დასკვნებს გამოვიტანთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა გვარამია

პოლიტიკა 1782138631

გამოიგონებენ „მტრის ხატს“ და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან - ნიკა გვარამია ოპოზიციაზე

„6 ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ, რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად?“, - ამ განცხადებით ეხმაურება პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია ოპოზიციაში არსებულ მორიგ შიდა დაპირისპირებასა და ურთიერთბრალდებებს.გვარამია კოლეგებს შიდა კრიზისის გადასაფარად ხელოვნურად „მტრის ხატის“ შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფები საკუთარი გადარჩენის მიზნით, სხვებზე თავდასხმით ფეიკ ერთობის დემონსტრირებას ცდილობენ.„ესე იგი, ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს. და მერე მოტრიალდებიან და ყველა ჩვენ გვერჩის და ჩვენი დაშლა უნდათო, იწყებენ წიოკს.ახლა, თავის ჭკუით, დაამუღამეს, რომ როცა უმძიმესი შიდა პრობლემები აქვთ (და სულ ეგ აქვთ ბოლო 5 წელია), გამოიგონებენ „მტრის ხატს“ და თავდაცვითი პასუხის მოლოდინში დაუწყებენ სიგიჟეების დაბრალებას, გინებას, შეუსევენ აჟიტირებულ ქალ-კაცს და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან. კონსოლიდირდებიან გამოგონილი „საერთო მტრის წინააღმდეგ“ და ფეიკ ერთობას დემონსტრირებენ. ასეთი ხელოვნური სუნთქვით ინარჩუნებენ თავს.სასაცილოა ეს ყველაფერი, ზედაპირული და უსუსური. ამიტომაც არ ვცემ პასუხს და არც გავცემ, სულ რომ შუაზე გასკდნენ დიდიან პატარიანად. იგივეს ვურჩევ სხვასაც.მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ. 6-ნი ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად? არ დაგეხმარებით საკუთარი თავის ჩვენ ხარჯზე გადარჩენაში და არ აგყვებით. თავად მოახერხეთ, თუ შეგიძლიათ. არა და გადაიტანს საქართველო უთქვენობას,“ - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ტრამპი

მსოფლიო 1781274360

ტრამპი: პირობებს, რომლებიც ირანმა „ფეიკ ნიუს“ მედიაში განზრახ გაავრცელა, საერთო არაფერი აქვს იმ პირობებთან, რომლებიც წერილობით იყო შეთანხმებული

პირობებს, რომლებიც ირანმა „ფეიკ ნიუს“ მედიაში განზრახ გაავრცელა, საერთო არაფერი აქვს იმ პირობებთან, რომლებიც წერილობით იყო შეთანხმებული, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„მათი განცხადებები - მათ შორის უსაფუძვლო მტკიცება შეთანხმების მიღწევის შესახებ - სრული სიცრუეა. ისინი უკიდურესად არასაიმედო პარტნიორები არიან. მათთან კეთილსინდისიერ თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. უბრალოდ წარმოუდგენელია! ამასთანავე, სრულიად მიუღებელია წუხანდელი ინციდენტი, როდესაც ჰორმუზის სრუტიდან გამავალ ინდურ გემებზე მათი დრონების თავდასხმა მოიგერიეს. აჯობებს, სასწრაფოდ გონს მოეგონ!“ - აღნიშნა ტრამპმა.

ვიქტორ ჯაფარიძე

პოლიტიკა 1781198280

ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.ჯაფარიძის განცხადება ოპოზიციურმა მედიამ და რადიკალურმა ოპოზიციამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გაავრცელა - თითქოს დეპუტატი ემხრობა სვანეთში უფასო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.საკითხზე ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და განმარტა თავისი პოზიცია. მისი სიტყვებით, მედიასთან საუბარში მან ხაზი გაუსვა მაინერების პრობლემას და თქვა, რომ სახელმწიფოს პრეტენზია აქვს არა მოსახლეობასთან, არამედ კანონის დამრღვევებთან:„ოპოზიციური ტელევიზიების და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშნულებაა, რომ „ფეიკი“ გამოიტანონ და ილაპარაკონ ტყუილი. ბატონმა მამუკა მდინარაძემ ცალსახად თქვა, რომ მოსახლეობასთან პრეტენზია არ აქვთ, პრეტენზია აქვთ იმ ადამიანებთან, ვინც მოსახლეობის ხარჯზე კრიპტომაინინგით არის დაკავებული. მთავრობა უფასო ენერგიას აძლევს მოსახლეობას და ამ დროს, ვიღაცები ამ ელექტროენერგიას უკანონოდ იყენებენ. ამ საკითხზე ვისაუბრე და გაუგებარია ჩემთვის, რას მოჰყვა სპეკულაცია.რომ მეთქვა, კარგია, მოსახლეობას აუცილებლად უნდა დაუწესდეს გადასახადი - სხვა თემაა, მაგრამ მე სხვა რაღაც ვთქვი - სახელმწიფო და ქართული ხელისუფლება არ დატოვებს მოსახლეობას პრობლემების პირისპირ, მოულოდნელად არ ჩაუჭრის ელექტროენერგიას. ჯერ მიყვებიან და ამოიღებენ ამ მაინერებს, რომ დადგინდეს - რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს მესტიის მოსახლეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით.ჩემს ინტერვიუში ვთქვი ისიც, რომ ვინაიდან ყაზბეგში არის შეშით მომარაგების პრობლემა, ამიტომ სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადს უსუფსიდირებს. დარწმუნებული ვარ, სვანეთის მოსახლეობასაც ხელისუფლება დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიის ღირებულებას, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და, აქედან გამომდინარე, მათ არ შეექნებათ პრობლემა. მით უმეტეს, სვანეთი გაზიფიცირებული არ არის და მთელი მოსახლეობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. საერთო ჯამში კი, დღესდღეობით არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ მთელი სვანეთის მოსახლეობას აქვს პრობლემა ამ უკანონო მაინინგების გამო, ვინაიდან დენის ძაბვა 220 ვოლტი კი არა 140 ვოლტიც არ მიეწოდება, უფრო მეტიც, ხშირია ელექტროენერგიის საერთოდ გათიშვის შემთხვევებიც. სწორედ ამის გამო მოსახლეობა ელემენტარულად სარეცხ მანქანას, ტელევიზორს, უთოს და ა.შ. ვერ რთავს და ესეც პრობლემაა. ხოლო როდესაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ და მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ზონაში მესტიაში - სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდში ჩამოდის ტურისტი და მას საბაგირო ხვდება გათიშული, ეს არის სრულიად დაუშვებელი.აღსანიშნავია ისიც, რომ სვანეთში 2012 წლამდე სულ ერთი სასტუმრო და რამდენიმე „გესთჰაუსი“ იყო, დღეს კი სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. აბსოლუტურად ყველა კეთილმოწყობილია, ყველას აქვს ელექტროენერგიაზე მომუშავე გათბობა და ყველა ის სერვისი, რისი მიწოდებაც მოსახლეობას ტურისტებისთვის შეუძლია. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის განვითარებაა და ამ მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და დღესაც იდგმება მმართველი გუნდის მიერ. სწორედ ამის დადასტურებაა მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აუცილებლად გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის პრობლემები. ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელეს ჩემი ნათქვამი. ვინმეს თუ რამე აინტერესებს და ჩემს ნათქვამზე პრეტენზია აქვთ, ბატონებო, იქნებ დაინტერესდეთ ბოლომდე იმით, რაც ვთქვი და მაინცდამაინც „ტვ პირველის“ და „მთავარის“ ნიუსებით არ იმსჯელოთ“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მანანა მგალობლიშვილი

საზოგადოება 1779980442

ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება - იქ, სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - ამის შესახებ ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ექიმი თავის პოზიციას გამოხატავს სპეციალური სამმართველოს შექმნაზე, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.მგალობლიშვილი მიესალმება ახალ კანონს და ამბობს, რომ იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს.“ვინც ამ საკითხში არაა გარკვეული, მოგახსენებთ, სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა შენიღბულია ჰუმანური და კეთილშობილური მიზნით - ჯგუფის წევრებისთვის სწორი სამედიცინო ინფორმაციის მისაწოდებლად და მათ დასახმარებლად. ამ ჯგუფებში ნებისმიერ ექიმს შეუძლია ჰქონდეს მარკეტინგული მხარდაჭერა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რაც ადმინების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს და ეს ნორმალურია, თუმცა ეს ფასიანი მარკეტინგი ძალიან ბინძური და აგრესიული მეთოდებით მიმდინარეობს - ერთი და იგივე  ექიმის მუდმივი ქება-დიდება - შეთავაზებით და სხვა რამდენიმე ექიმის მუდმივი ლანძღვა გინებით, უმეტესად კი დაფარული და ფეიკი პროფილებით აქტიურობენ.ბოლო დღეებში შემხვდა პოსტი, სადაც ერთ-ერთი ამტკიცებდა რაღაც სისულელეს ჩემთან მიმართებით და სანდოობისთვის იქვე წერდა, ყველა მისი (ანუ ჩემი) დაწერილი დანიშნულება მაქვსო.მე იქვე კომენტარში მივწერე, ძალიან გთხოვთ, ჩემი კონსულტაციის და ა.შ. კვლევების დასკვნები პირადში გამომიგზავნეთ, რომ გავიგო რაზე გაქვთ პრეტენზია და იქვე შევახსენე, რომ უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული სიძულვილის ენა სოციალურ ქსელებში ამიერიდან კანონით ისჯება. არ გასულა 10 წუთიც და ეს ქალბატონი ყველა თავისი კომენტარით გაქრა. მინდა გითხრათ, რომ მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს.P.S. გთხოვთ, ნუ მოაბამთ ჩემს ამ პოსტს პოლიტიკურ “კუდებს”. ამგვარი კომენტარი წაიშლება. გთხოვთ, გადააზიაროთ ეს პოსტი იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს”- წერს მგალობლიშვილი.  

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1779829893

დონალდ ტრამპი - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი დანებდება და იარაღს დაყრის, ამერიკული მედია მაინც დაწერს, რომ ირანმა აშშ დაამარცხა, დემოკრატები და მედია სრულიად გზააბნეულები არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანთან ომის გაშუქების გამო გააკრიტიკა.როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი დანებდება და იარაღს დაყრის, ამერიკული მედია მაინც დაწერს, რომ ირანმა შეერთებული შტატები დაამარცხა.„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი დანებდება, აღიარებს, რომ მათი საზღვაო ფლოტი გაქრა და ზღვის ფსკერზე განისვენებს, და რომ მათი საჰაერო ძალები აღარ არის ჩვენთან, მაშინაც კი, თუ მათი მთელი სამხედრო ძალა გამოვა თეირანიდან, იარაღს დაყრის და თითოეული მათგანი ხელებაწეული გამოვა ყვირილით: „მე ვნებდები, მე ვნებდები“ და ქაოსურად ააფრიალებს თეთრ დროშას, და თუ მათი დარჩენილი მთელი ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ყველა საჭირო „დანებების დოკუმენტს“, აღიარებს დამარცხებას შეერთებული შტატების შესანიშნავ ძალასთან,  წარუმატებელი The New York Times-ი, The China Street Journal-ი (WSJ!), კორუმპირებული და ახლა უკვე უმნიშვნელო „სიენენი” და „ფეიკ ნიუს“ მედიის ყველა სხვა წარმომადგენელი დაწერენ სათაურებს, რომ ირანმა მოიპოვა დიდებული და ბრწყინვალე გამარჯვება შეერთებულ შტატებზე და ეს საერთოდ არ იქნებოდა ახლოს. დემოკრატები და მედია სრულიად გზააბნეულები არიან. ისინი გაგიჟდნენ!!!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

გიორგი კალანდარიშვილი

პოლიტიკა 1777490240

გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას

ჩვენ დისკუსიისა და დებატების ფარგლებში, ფაქტობრივად, დავფარეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა რაიმე წუხილები, თუ კითხვის ნიშნები, - განუცხადა „ქრონიკას“ პარიზში, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ დებატებში მონაწილეობდა.კალანდარიშვილმა დისკუსიაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაჟღერებულ საკითხებზე ისაუბრა.„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული დაკვირვების შემთხვევები. როგორიც არის ე.წ. ფეიკ დაკვირვების შემთხვევები, რომელსაც ეუთო არაერთ ანგარიშში აღნიშნავს კიდეც. ვისაუბრეთ იმ განვითარების გზებზე, რომელიც ჩვენი ინსტიტუციის კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება არსებობდეს.რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა, 2024 წლის არჩევნების ჭრილში სხვადასხვა გარემოებასთან დაკავშირებით და ჩვენ დისკუსიისა და დებატების ფარგლებში, ფაქტობრივად, დავფარეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა რაიმე წუხილები, თუ კითხვის ნიშნები.ბოლო ორი წელია, გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც ადგილობრივ და ვერც საერთაშორისო დონეზე ჩვენ ვერ ვნახეთ და ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა, რომელიმე ამ ბრალდების არსებობას“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ვახტანგ თოფურია

პოლიტიკა 1777102291

ვახტანგ თოფურია: როდესაც ამ ქვეყნის მტრები ყველაზე მწვავე სასოწარკვეთას მიეცემიან, სწორედ მაშინ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების “გაშავება”, მაგრამ კანონზომიერია ისიც, რაც ამ სიბინძურეს მოჰყვა - “ტვ პირველი” მათივე გინების და ქართველი ხალხის რისხვის წაშლას ვერ ასწრებს კომენტარებიდან

როდესაც ამ ქვეყნის მტრები ყველაზე მწვავე სასოწარკვეთას მიეცემიან, სწორედ მაშინ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების “გაშავება”, - წერს “ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”.როგორც თოფურია აღნიშნავს, კანონზომიერია ისიც, რაც ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე გავრცელებულ სიბინძურეს მოჰყვა, ვინაიდან, “ტვ პირველი” ქართველი ხალხის მიერ ტელევიზიის მისამართით გინების და რისხვის წაშლას ვერ ასწრებს კომენტარებიდან. “როდესაც ამ ქვეყნის მტრები ყველაზე მწვავე სასოწარკვეთას მიეცემიან, სწორედ მაშინ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების “გაშავება”... წარმოიდგინეთ, რა მდაბიო და ბინძური გონების უნდა იყო, რომ ასეთი ფეიკი მოიგონო. მაგრამ კანონზომიერია ისიც, რაც ამ გაუგონარ სიბინძურეს მოჰყვა - ტვ პირველი სწორედ ამ ტყუილის ქვეშ მათივე გინების და ქართველი ხალხის რისხვის წაშლას ვერ ასწრებენ კომენტარებიდან. გულის ამრევიც აღარაა ამ კანალიზაციის სიცრუე, უბრალოდ როლ/მოდელად უნდა ვასწავლოთ თაობებს, როგორ არ უნდა მტრობდე საკუთარ ქვეყანას,” - წერს ვახტანგ თოფურია სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1776698391

ისრაელს არასოდეს ჩავუთრევივარ ირანთან ომში - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს.პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან ომის მიზეზი ისრაელი არასდროს ყოფილა."ისრაელს არასოდეს ჩავუთრევივარ ირანთან ომში.მთელი ცხოვრებისეულ მოსაზრებას, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, 7 ოქტომბრის შედეგები დაემატა.სრული უნდობლობით ვუყურებ და ვკითხულობ "ფეიკ ნიუსების" ექსპერტებსა და გამოკითხვებს. მათი ნათქვამის 90% ტყუილი და გამოგონილი ამბავია, გამოკითხვები კი გაყალბებულია - ზუსტად ისე, როგორც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა."ტრამპი ირანის მომავალს ახალი მმართველობის პირობებში ხედავს:"თუ ირანის ახალი ლიდერები ჭკვიანები აღმოჩნდებიან, ირანს შეუძლია დიადი და აყვავებული მომავალი ჰქონდეს" - წერს ტრამპი.

ტრამპი

მსოფლიო 1776696981

ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს იგი ირანთან ომის დაწყებაზე არ დაუყოლიებია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს იგი ირანთან ომის დაწყებაზე არ დაუყოლიებია.„ისრაელს მე ირანთან ომში არ დავუყოლიებივარ. 7 ოქტომბრის შედეგებმა და ჩემმა მთელი ცხოვრებისეულმა რწმენამ იმის შესახებ, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მიმიყვანა აქამდე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.„სრული უნდობლობით ვუყურებ და ვკითხულობ „ფეიკ ნიუსის“ ექსპერტებსა და გამოკითხვებს. იმის 90%, რასაც ისინი ამბობენ, სიცრუე და გამოგონილი ამბავია, გამოკითხვები კი ისევეა გაყალბებული, როგორც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ისევე, როგორც ვენესუელის შედეგების შემთხვევაში, რაზეც მედიას საუბარი არ უყვარს, ირანის შედეგებიც გასაოცარი იქნება - და თუ ირანის ახალი ლიდერები (რეჟიმის შეცვლა!) გონიერები იქნებიან, ირანს შეუძლია ჰქონდეს დიდი და აყვავებული მომავალი!“ - დასძინა ტრამპმა. 

ილონ მასკი

მსოფლიო 1776686595

ილონ მასკი ​საფრანგეთის პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს უნდა გამოცხადდეს

მილიარდერი და პლატფორმა „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი დღეს უნდა გამოცხადდეს საფრანგეთის პროკურატურაში დაკითხვაზე.„როიტერის“ ცნობით, საქმე მასკის პლატფორმებზე ალგორითმების შესაძლო მიკერძოებას ეხება.ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრება თუ არა მასკი დაკითხვას.ამერიკელი მილიარდერი საფრანგეთის პროკურატურaში მას შემდეგ დაიბარეს, რაც თებერვალში პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის განყოფილებამ „იქსის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.გამოძიება, რომელიც თავდაპირველად მონაცემებთან დაკავშირებულ თაღლითობას ეხებოდა, მოგვიანებით გაფართოვდა. მას დაემატა ბრალდებები ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობასა და რეალური ადამიანების გამოსახულებით შიშველი ფეიკ-ფოტოების შექმნაში.ივლისში მასკმა უარყო ბრალდებები და გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

ტრამპი

მსოფლიო 1776441088

ტრამპი ამერიკულ მედიაზე: რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?

წარუმატებელმა New York Times-მა, „ფეიკ-ნიუს“ CNN-მა და სხვებმა უბრალოდ არ იციან, რა ქნან - ისინი სასოწარკვეთილად ეძებენ მიზეზს, რათა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სიტუაციის გამო გააკრიტიკონ, მაგრამ ვერაფერს პოულობენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?“ - აღნიშნა ტრამპმა.