გაიცანით ბიჭი, რომლის ქორწილში შესრულებულმა კინტაურმა სოციალური ქსელი დაიპყრო
1791891475
საბოლოო ჯამში ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ დეკლარირებული მოცემულობის, რომელსაც ჰქვია წესების აღარ არსებობა. რამდენი ხანია, არის საუბარი, რომ ჩვენგვაქვს მსოფლიო, სადაც ინტერესები და ძალა არის მთავარი წარმმართველი და თუ შესაძლებელია, რომ მორალური სახე იყოს შენარჩუნებული, ხომ კარგი, თუ არ არის შესაძლებელი, ამაზე უკვე არავინ ფიქრობს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ადის, ეს იმას ნიშნავს, რომ რისკები ყველა მიმართულებით იზრდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ.
მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს გაცილებით უფრო სიღრმისეული ეკონომიკური პრობლემები აქვთ შიგნით, ვიდრე ამაზე საუბრობენ.
„ევროკავშირის ქვეყნებს გაცილებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდათ და კიდევ უფრო მძიმდება ეს მდგომარეობა ამ პროცესებში. არც ამერიკას არ აქვს ახლა საქმე ისე, რომ ამ საწვავის თემასთან დაკავშირებით წინძალიან მძიმე კრიზისები არ ელოდებოდეს. ამას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს არ არის რაღაც უნიკალური მოვლენა, რომელიც ცალკე უნდა შეფასდეს. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ სამწუხაროდ, ურთიერთშეთანხმებული წესები აღარ არსებობს. ამ წესებისთვის გვერდის ავლა ადრეც ხდებოდა, მაგრამ სურვილი მაინც არსებობდა, რომ რაღაც მორალურ ჩარჩოში შეფუთულიყო, მაგრამ ეს სულ უფროდა უფრო მეორეხარისხოვანი ხდება.
ჩვენ აქედან ის გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, რომ თუ ამერიკისთვის, ევროკავშირისთვის, ყველასათვის როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები არის მნიშვნელოვანი, ისინი თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, ჩვენ არავინ უნდა დაგვიშალოს, რომ როგორც ჩვენ ვხედავთ, ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. თან, თუ მოსახლეობის უმრავლესობა ასე თვლის, და მე მგონია, რომ ასე თვლი, როგორც ხელისუფლებაპოზიციონირებსგარეთ მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში, ეს არის ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტნმა 12 ოქტორმბერს განაცხადა: „ევროკავშირმა რუსეთს ენერგომატარებლებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, „ფეიკ ნიუს“ მედიას კი ამ ამბავთან მიკარებაც არ სურს. მე მივიღე სწორი გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხისთვის, ყოველთვის, პირველ რიგში ამერიკა დგას!“
გასულ კვირაში კი დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში თქვა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბისას შეთანხმდა, რომ „რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას."