ცნობილი ხდება, ხაშური-ოსიაურის გზაზე დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა
1794399879
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბიბისის“ წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან გამარჯვებას უწოდებს.
ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება ფლორიდის სამხრეთ ოლქის ფედერალურმა მოსამართლემ, ჯეფრი ტ. კუნცმა მიიღო.
„დიდი გამარჯვება ფეიკნიუს „ბიბისის“ წინააღმდეგ, რომელიც სასტიკად ამახინჯებს სიმართლეს. ფლორიდის სამხრეთ ოლქის პატივცემულმა მოსამართლემ, ჯეფრი კუნცმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა. თავის მკაფიო გადაწყვეტილებაში მოსამართლე კუნცმა დაწერა: „მოცემულ შემთხვევაში, მედიასაშუალებამ თავად შექმნა სიუჟეტი. „ბიბისიმ“ ეს თავადაც აღიარა, როდესაც დაადასტურა ვიდეომასალის ისეთი სახით რედაქტირება, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელიც რეალურად არასდროს უთქვამს“. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და დავამარცხებთ ყველას, ვინც ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს!“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ფლორიდის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის მიერ „ბიბისის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
„შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ამ ბრალდებების დამტკიცებას, სასამართლოს შემდგომ ეტაპზე ან საქმის არსებითი განხილვისას გაირკვევა“, – ნათქვამია ფლორიდის სამხრეთ ოლქის ფედერალური მოსამართლის, ჯეფრი კუნცის გადაწყვეტილებაში.