„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა ხდება ცნობილი. ის დათი გელაშვილია.
„უდიდესი ტრაგედია მთელი ბორჯომისთვის... უფალს ებარებოდე, დათი...“ - წერს დაღუპულის მეგობარი.
ცნობისთვის, ხაშური-ოსიაურის გზაზე 2 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევა ხაშური-ოსიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი წყალმზიდ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილში მყოფმა ოთხმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
არსებული ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. ავტომობილის მძღოლი კი ასევე სამედიცინო დაწესებულებაში, შედარებით მსუბუქი დაზიანებებითაა მოთავსებული.
ოთხივე მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტიდანაა.