რუსთაველის ეროვნული თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1789809933
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა არდაშვება სრულებით მარტივი გადაწყვეტილებაა.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას უბრალოდ არ სურს აღნიშნული ჟურნალისტების ხილვა თავის ოფისში. მისი თქმით, ეს აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ შესაძლებელი იქნება, ხოლო თუ მედიასაშუალებები საკუთარ მიდგომებს შეცვლიან, იგი გადაწყვეტილებას გადახედავს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანიების — CNN-ის, MS NOW-სა და გამოცემა Politico-ს ჟურნალისტებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ, რისი მიზეზიც, ტრამპის განმარტებით, ამ გამოცემების მიერ ცრუ ინფორმაციის („ფეიკ ნიუსების“) პერმანენტული გავრცელება გახდა.