ბაჩო ოდიშარია

პოლიტიკა • 1790864555

ბაჩო ოდიშარია: 2012 წლის პირველი ოქტომბერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული. კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი

კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და რომ არა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.წამყვანმა ჰკითხა, რა იყო ის მთავარი წყალგამყოფი, რაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგებით გაივლო. რა ტიპის მმართველობა დასრულდა მაშინ და რა ეტაპი დაიწყო პოლიტიკურ ცხოვრებაში.„2012 წლის პირველი ოქტომბერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული. კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და რომ არა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და დიდი სახალხო ერთობა, მივიღებდით ტოტალურ დიქტატურას ქვეყანაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ორი ალტერნატივა იქნებოდა - ან სამოქალაქო ომი მოხდებოდა და განმეორდებოდა 90-იანი წლების დასაწყისი უარეს ფორმაში, ან მივიღებდით იმდენად დამორჩილებულ, ერთი ადამიანის სურვილებზე მორგებულ ქვეყანას, რომ მას არ ექნებოდა არანაირი იდენტობა. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებას მოუწია გამკლავება როგორც პანდემიასთან, ინფლაციასთან, ეკონომიკურ კრიზისთან, ომთან ჩვენს ირგვლივ. ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას მიუხედავად ძალიან დიდი წნეხისა, რომელიც არსებობს ჩვენს ხელისუფლებაზე“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

თურქეთის პოლიცია

მსოფლიო • 1790859122

თურქეთის პოლიციამ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული საქმის ფარგლებში 59 პირი, მათ შორის მერსინის პროვინციის მერი, იენიშეჰირის და მეზითლის მუნიციპალიტეტების მერები დააკავა

თურქეთის პოლიციამ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული საქმის ფარგლებში 59 ადამიანი, მათ შორის მერსინის პროვინციის მერი ვაჰაპ სეჩერი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“, ასევე, იენიშეჰირის მუნიციპალიტეტის მერი აბდულა ოზიიგიტი და მეზითლის მუნიციპალიტეტის მერი აჰმედ სერკან თუნჯერი დააკავა.ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, მათ სახელმწიფო ტენდერების ჩატარებისას თაღლითობაში ედებათ ბრალი.მერსინის მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამივე შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ 1.4 მილიარდ თურქულ ლირას გადააჭარბა.გარდა ამისა, მეზითლის მუნიციპალიტეტის მერის აჰმედ სერკან თუნჯერის წინააღმდეგ, კორუფციის საქმესთან ერთად, კიდევ ერთი, ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. თუნჯერის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია „შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის“. მას ბრალად ედება შეიარაღებული თავდასხმები იმ ადამიანების ბიზნესებზე, რომლებთანაც კონფლიქტი ჰქონდა. მედიის ცნობით, თავდასხმების სამიზნეებს შორის იყო „ახალი პარტიის“ რეგიონული ოფისის შენობა და ერთ-ერთი მედიის ოფისი. ათობით მერი, მათ შორის სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება, კორუფციის გამოძიების ფარგლებში სასამართლო პროცესის მოლოდინში, ციხეში იმყოფება.ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1790850850

დავით მათიკაშვილი: „ევროპის სახალხო პარტია“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ, ამიტომ მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს

„ევროპის სახალხო პარტია“ სააკაშვილის და მისი სადისტური რეჟიმის მეგობრებით არის დაკომპლექტებული და ისინი საქართველოს თაობაზე ევროკავშირისგან სხვას რას მოითხოვენ?, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მათთვის სიმართლე არ არის სიმართლე.„ყოველთვის მოცემულობას იქ ეძებენ, სადაც ეს არ არსებობს. სააკაშვილის და აგენტურის დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობენ,„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ. ეს დღევანდელი და გუშინდელი ამბავი არ არის. ამიტომ, მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს „სახალხო პარტია“ ევროპიდან, არამედ რას ითხოვს ქართველი ხალხი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, „მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა • 1790850795

რატი იონათამიშვილი: ერთადერთი, რაც „ევროპის სახალხო პარტიას“ ადარდებს ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობა წაახალისონ, ამას ვერ ახერხებენ და წყობიდან გამოდიან

„ევროპის სახალხო პარტიას“ დემოკრატია არც საკუთარ ქვეყანაში ადარდებთ, არც ევროპულ სტრუქტურებში და მით უმეტეს, არც ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ერთადერთი, რაც „ევროპის სახალხო პარტიას“ ადარდებს ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობა წაახალისონ.„ამას ვერ ახერხებენ და ეს მოცემულობაა ის, რის გამოც წყობიდან გამოდიან. რა თქმა უნდა, ამგვარი ქმედებებით, მოთხოვნებით და რეზოლუციებით საწადელს ვერასდროს მიაღწევენ. უბრალოდ, ჩვენს საზოგადოებას გაუადვილებენ სწორი, ობიექტური და სამართლიანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. ასე გააგრძელონ, ჩვენ ამისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. EPP-ისთვის „ნაცები“ და მიხეილ სააკაშვილი მათი სხეულის გაგრძელებაა. ახლა რომელი სხეულის და როგორის, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ერთ სხეულს წარმოადგენენ და საქართველოს ერთნაირად მტრობენ. ამიტომ, ეს მათი მხრიდან პირველი ნაბიჯი არ არის, მაგრამ, როგორც ყველა ნაბიჯი იყო მცდარი და ამაო, ასე იქნება მომავალში მათი სწრაფვების გაბათილება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, „მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა • 1790779448

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი.მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს და ეს ევროპული ინსტიტუტების კვლევებითაც დასტურდება; ევრობიუროკრატების მხრიდან კი საქართველოს შესახებ მსგავსი რეზოლუციების მიღება ადასტურებს, რომ ისინი თავად იქცნენ დიქტატორებად.„როდესაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი საქართველოზე ასე საუბრობს -  იმ კანდიდატ ქვეყანაზე, რომელსაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პირობა შესრულებული აქვს  და ამას მათივე ინსტიტუტების კვლევები ადასტურებს, ეს ერთ რამეზე მეტყველებს: ისინი თავად იქცნენ დიქტატორებად და არც ბულინგს ერიდებიან.თავად ევრობიუროკრატები ჩინეთშიც ჩადიან, ხელშეკრულებებსაც აფორმებენ, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩინეთი დიქტატორული ქვეყანაა,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1790776430

კახა კალაძე: მადლობა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის, დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა. კალაძემ მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.„ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ნანკინის მერს. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს ძალიან თბილი დახვედრისთვის, თბილი მასპინძლობისთვის. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო ქალაქებს შორის სამომავლო ურთიერთობები. განვიხილეთ ასევე დაძმობილების შესაძლებლობაც. ამასთან, ჩინურ მხარეს მადლობა მინდა, გადავუხადო მასპინძლობისთვის, გულთბილი მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს, ჩვენ ქალაქებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ნანკინის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის თანამედროვე ურბანულ მიღწევებზე და აღნიშნა, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება.„ნანკინი ზოგადად ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ჩინეთში, წლების წინ დედაქალაქის სტატუსსაც ატარებდა და საკმაოდ საინტერესოა, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული ქალაქი, როგორი განვითარების ტემპი აქვთ, როგორი სიახლეებია, IT ტექნოლოგიები და თუნდაც ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების თვალსაზრისით.ცხადია, აქაც არსებობს გამოწვევები, როგორც თბილისში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო პროექტები, რომელიც იქნა განხორციელებული ქალაქ ნანკინში, გავიზიაროთ და თბილისშიც გავაკეთოთ მსგავსი პროექტები და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენთან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ნანკინის მერთან შეხვედრის გარდა, კახა კალაძემ ვიზიტის მთავარ თემასა და სატრანსპორტო პროექტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მეტროს ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანია CRRC-მ ვაგონების წარმოება უკვე დაიწყო.„ვიზიტის მთავარ თემას რაც შეეხება, საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ვაგონების, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ, ჩინურმა კომპანიამ CRRC-მ მოიგო. დაწყებულია ვაგონების წარმოება, გარკვეული ნაწილი უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში გამოემგზავრება საქართველოსკენ და თბილისის მოსახლეობას ძალიან მალე ექნება საშუალება, იმგზავროს მეტროს ახალი ვაგონებით.მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია და ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზოგადად ქალაქის განვითარება სიამოვნებს, უხარია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კალაძე

პოლიტიკა • 1790767714

ჩინეთში ვიზიტით მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა.კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ  მეტროპოლიტენის გახსნიდან მე-60 საიუბილეო წელს თბილისი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება.„ვაფასებთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები ნანკინში, რომელიც უძველესი ქალაქია და ამავე დროს, სწრაფად უწყობს ფეხს თანამედროვეობას. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია CRRC-ი, რომელმაც დაამზადა მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის. 111 ახალი ვაგონის შეძენა თბილისისთვის მართლაც ისტორიული ფაქტია, რადგან ასეთი მასშტაბური განახლება თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას არ ახსოვს. მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის და იმედია, თბილისში გიმასპინძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, ქალაქ ნანკინის მერმა, კახა კალაძეს ჩინეთში ვიზიტისთვის და პირისპირ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.„ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ ნანკინში. როგორც ვიცი, პირველად ხართ ჩვენს ქალაქში, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. სწორედ ნანკინში მდებარეობს ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კორპორაცია, სადაც დამზადდა თბილისისთვის მეტროს მატარებლის ვაგონები. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ლი ჭონგ ძუნიმ.შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი გიორგი შარკოვი დაესწრნენ.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1790758574

ირაკლი ფავლენიშვილი: ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში განხილულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნა, პირდაპირ ითხოვენ გიორგი ბარამიძის გათავისუფლება

გუშინ, ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ოჯახმა ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეხებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობას ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, რეზოლუციაში საუბარია პარტიების აკრძალვაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნაზე.„ამ რეზოლუციაში განხილულია ყველა ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური ქმედება, რითაც ივანიშვილი ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს და სურს, დიქტატურა განამტკიცოს ამ ქვეყანაში. აქ არის საუბარი პარტიების აკრძალვაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ მოთხოვნილია გიორგი ბარამიძის გათავისუფლება და საუბარი არის მისი პოლიტიკური ნიშნით დაკავებაზე. ეს არის პირველი რეზოლუცია, სადაც ხაზგასმით არის საუბარი იმაზე, თუ როგორ პოლიტიკური დევნის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება, მივიჩნიოთ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი. გარდა ამისა მოთხოვნილია ჩვენი პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „სახალხო პარტიის“ დიდი ოჯახის წევრი და ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა, რადგან ჩვენ ღირებულებითაც ვიზიარებთ იმ მემარჯვენე კონსერვატიულ-ქრისტიანულ ღირებულებებს, რასაც ატარებს ეს დიდი ოჯახი და რა თქმა უნდა, საბოლოო გზა არის ევროპაში. ჩვენ გზა არის ქრისტიანულ ღირებულებებით, კონსერვატიული ღირებულებებით საზოგადოების და სახელმწიფოს განმტკიცება და საბოლოო ჯამში, აუცილებლად მივაღწევთ ამას ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.ევროპის სახალხო პარტიამ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, დოკუმენტის წარმდგენები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარიზმის დრამატული გაძლიერებისა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო. „მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი გაბუნია

პოლიტიკა • 1790673504

გიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.იორგი გაბუნიას თქმით, ლევილის მამულის რეაბილიტაცია იყო არა მხოლოდ ქონების, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც.მისივე განცხადებით, ლევილის ისტორია დღეს მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, რამდენადაც ის ორ ქვეყანას - საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა. „კოლეგებო, მე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ იმ მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით. საფრანგეთში, ლევილში დასრულდა ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაცია. ეს იყო არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც — იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ. ის მატერიალური თუ სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა შექმნეს, შემოინახეს და დაიცვეს. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება. სივრცე, სადაც მუზეუმი, არქივი, ბიბლიოთეკა, აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა ერთიან, თანამედროვე კულტურულ და სამეცნიერო გარემოს შექმნის. ეს იქნება ადგილი, სადაც მკვლევრებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ემიგრანტებს, ექნებათ შესაძლებლობა, რომ უკეთ გაეცნონ ჩვენს ისტორიას, ჩვენი კულტურის ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და ამ მემკვიდრეობასთან უშუალო კავშირი დაამყარონ. ლევილის ქართველთა მამული არის არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი, საფრანგეთში მას აქვს, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, იქცეს კულტურული დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად ევროპაში. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც კულტურული დიპლომატია სულ უფრო მეტად ხდება ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობის და მეგობრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძვირფას კოლეგას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც იყო სულისჩამდგმელი ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესისა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროცესში, ასევე ოჯახებს, რომელთაც ეკუთვნოდათ ეს მამული და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა გამხდარიყო საერთო, სახალხო, საზოგადო საკუთრება. ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ, ვიფიქროთ, რომ ქართული კულტურის, განათლების, მეცნიერების მნიშვნელოვან ცენტრად როგორ იქცეს ეს უმნიშვნელოვანესი ადგილი და ჩვენ ვიზრუნოთ, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ლევილის ქართველთა მამული აი ამ ცენტრად მოაზრებული მომავალში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც იყო მონაწილე ამ მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესისა. ვუსურვებ ლევილის ქართველთა მამულს მრავალ ახალ თაობას, ახალ აღმოჩენებს, ახალ შემოქმედებით შეხვედრებს და საქართველოს ისტორიის და კულტურის კიდევ უფრო მეტად ფართოდ წარმოჩენას,“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1790664859

თამარ ჩერგოლეიშვილი: გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება, რასაც ათი წელია, გავიძახი, მეინსტრიმ ოპოზიცია ჩარეცხილია და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია

IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ჩერგოლეიშვილი ეხმაურება პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ სლაიდს და ამ სლაიდთან დაკავშირებით „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებას.„სანამ საქმე დამეწყება:1. IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა.2.  გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება, რასაც ათი წელია, გავიძახი – მეინსტრიმ ოპოზიცია ჩარეცხილია და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია, ჩემს 10-წლიან მოლოდინს ამტკიცებს;3.  გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ რეჟიმის “არჩევნებში” მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი „ლელოს“ გაქრობად დაუჯდა – ეს თუ მართალია, ჩემს მოლოდინს ამტკიცებს;4. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნა და სისტემურ ოპოზიციად ყოფნა ოხრად რჩება;5. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ ყველა ნაციონალურ ეთერში გამომჯდარი „გირჩი“, რომელიც გაპარტახებულ ოპოზიციაზე კაპიტალიზაციას ცდილობს, ცდომილების ზღვარშია,  ანუ სულ რომ შუაზე გაიხნენ და უთოშიც ილაპარაკონ, მათი ჭერი ცდომილების ზღვარია ნათელაშვილივით;6. რაც შეეხება ფედერალისტებს – უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფედერალისტები ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს, ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით) და არა ბოკერია, რომელიც ორ კვირაში ერთ პოსტს დებს და ამით ამოიწურება მისი საჯარო კომუნიკაცია. რა ჩერგოლეიშვილი გიჟს ჰგავს, მეგობრებო, დასცინეთ ამ ორპროცენტიანს “, – წერს ჩერგოლეიშვილი.სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

პოლიტიკა • 1790662072

ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, ნული უწერია

IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში. თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო. იქ „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, რადგან არა 20%, არამედ 0 უწერიაო და ა.შ., – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში, ჯგუფში „თავისუფლები“ წერს.რაქვიაშვილი წერს, რომ მთავარი არა „ლელოს“ ან გვარამიას თანდათანობითი გაქრობაა, არამედ ის, რომ ბევრი ადამიანი, ვინც 2024 წელს შეცდა და „4-5-9-25-კამპანიას“ აჰყვა, ახლა ხვდება შეცდომას და სწორი არჩევანის გაკეთება სურს.ჰოდა, ამდენი ხანი ამომრჩეველი რომ ტყუილში აცხოვრე, „გაყალბდაო“ ყვიროდი და ვერაფერი დაამტკიცე, პროტესტის პირველი და მოერე ფაზებიო, ჯარიმებით დავღლითო,  ცხელი გაზაფხულიო და ასე ტყუილი ტყუილზე და არაფერზე ბოდიში, არაფერზე მონანიება, არაფერზე აღიარება.. და რა უნდა მომხდარიყო, რეიტინგი გაიზრდებოდა? მაგი კი არა, ისიც კი ვერ გაურჩევია ოპოზიციურ მედიას, თუ ვინ ვინაა ოპოზიციაში და ახლა უკვირთ, რომ ის, ვინც ნაღდი ოპოზიციონერები ჰგონიათ, რეიტინგებში არც კი ჩანან. ჰოდა, თუ ისევ სირაქლემას პოზაში იქნება მედია და შავისა და თეთრის გარჩევას არ დაიწყებს, კიდევ ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდება წინ.თუმცა, მთავარი არა „ლელოს“ ან გვარამიას თანდათანობითი გაქრობაა, არამედ ის, რომ ბევრი ადამიანი, ვინც 2024 შეცდა და 4-5-9-25 – კამპანიას აჰყვა, ახლა ხვდება შეცდომას და სწორი არჩევანის გაკეთება სურს. ჰოდა, თუ ასეთები ამ ჯგუფში ხართ, არ მოგერიდოთ. დასვით კითხვა, დაწერეთ, თუ რა გიშლით ხელს, რომ 36 გააფერადოთ და აუცილებლად გიპასუხებთ, რადგან შანსი არაა, „თავისუფალი ხალხის პარტიაზე“ უკეთესი არჩევანი არსებობდეს დღეს საქართველოში.და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენ ერთგულ ამომრჩეველს, რომელიც მრავალი წელია, გვაფინანსებს და გვიჭერს მხარს. თქვენი წყალობით, ქართველ ხალხს აქამდეც ჰქონდა და კიდევ ექნება შანსი, სწორი არჩევანი გააკეთოს“, – წერს რაქვიაშვილი.სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

მარინა ტურავა

საზოგადოება • 1790627403

აფხაზებს რეალურად საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა აბსოლუტურად რუსულად იქმნება - მარინა ტურავა

ფილოლოგიის დოქტორის, მარინა ტურავას განცხადებით, აფხაზებს საკუთარი იდენტობისა და ენის დაკარგვის რეალური საფრთხე ემუქრებათ, რადგან თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა და პოეზია ფაქტობრივად რუსულ ენაზე იქმნება.მისივე თქმით, სახალხო დიპლომატიისთვის განათლების სფეროს ჩართვა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. ამის შესახებ მარინა ტურავამ  "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.„აფხაზებს, რეალურად, საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, პირველი საფრთხე ის არის, რომ საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა, პოეზია აბსოლუტურად რუსულად იქმნება. პროზაში კიდევ არის რაღაც აფხაზური ტექსტები. რეალურად საკუთარი ენის დაკარგვის წინაშე დგანან. ამ დროს, სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობს საბაკალავრო პროგრამები, სადაც ქართულ ფილოლოგიასთან ერთად აფხაზურ ფილოლოგიასაც ვასწავლით, ანუ, ენას და ლიტერატურას. მიმდინარეობს ენობრივი კვლევები, ლიტერატურაზე კვლევები. არსებობს აფხაზოლოგიის ცენტრი, რომელიც აფხაზური ენის პრობლემებზე მუშაობს. ამიტომ, დიალოგისთვის მგონი ესეც ძალიან საინტერესო მომენტია. გვქონდა ჩვენს უნივერსიტეტში აფხაზი სტუდენტების მოწვევის მცდელობები, მაგრამ ორჯერ ეს მარცხით დამთავრდა. მგონი სახალხო დიპლომატიისთვის განათლების სფეროს ჩართვა ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება", - აცხადებს მარინა ტურავა. 

✕