ნინი შერმადინი

ტაბლოიდი 1765539218

„ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“- როგორ აღნიშნავს ნინი შერმადინი დაბადების დღეს

იუბილარი, ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს: „დღეს 38 წლის გავხდი… და რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვხვდები - ცხოვრების თითოეული წელი ჩემს გულზე ასახული ნოტია, თითოეული ნაბიჯი - სცენა, სადაც ვხედავ, როგორ ვიზრდები, როგორ ვძლიერდები და როგორ ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ გზას.38 წელი ნიშნავს მადლიერებას - ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სტუდენტებისთვის, მსმენელებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ძალას, სითბოს და მოტივაციას მაძლევს. 38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას და პასუხისმგებლობას ჩემი თავისა და თქვენ წინაშე. დღეს ჩემთვის ახალი თავი იწყება - სავსე სინათლით, ახალი მიზნებით, იმედებით, სიმღერებით, სიყვარულით და იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც თქვენ მაძლევთ.მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ - თქვენს გარეშე ეს გზა ყოველთვის ბევრად ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. მადლობა თქვენი ტაშისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენი გულებისთვის, სიყვარულისთვის, ნდობისთვის, კრიტიკისთვის! ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, - წერს მომღერალი ნინი შერმადინი.

მომღერალი

ტაბლოიდი 1764511752

„უთხარით, რომ ნიჭიერია, ჩემი არ სჯერა“ - ნინი შერმადინი შვილის ვიდეოს აქვეყნებს

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში შვილის კადრებს აქვეყნებს, სადაც მარიამი მღერის.„სპამებში ვუპოვე ჩუმჩუმელას. როგორ არ მღერის ხალხო უთხარით რომ ნიჭიერია. ჩემი არ სჯერა“, - წერს ნინი შერმადინი.ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა. 

ნინი შერმადინი

ტაბლოიდი 1763887380

VIDEO: „ყველაზე ძალიან ვისაც გაუხარდებოდა დღეს ამ დარბაზში ჯდომა, დედაჩემია…“ - ნინი შერმადინი სცენაზე ატირდა

მომღერალმა ნინი შერმადინმა 21 ნოემბერს, აშშ-ში სოლო კონცერტი გამართა, სადაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ.საღამოზე ნინიმ კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის მიერ დაწერილი სიმღერაც შეასრულა, რომელიც ნინიმ დედის ხსოვნას მიუძღვნა.  სიმღერის შესრულებამდე ნინიმ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.  „ყველაზე ძალიან ვისაც გაუხარდებოდა დღეს ამ დარბაზში ჯდომა დედაჩემია… ვიცი, რომ დღეს აქ არის, ესწრება და მიყურებს…  ეს სიმღერა დამიწერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, როცა დედა გარდაიცვალა კოვიდის დროს. ალბათ, ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს, რომ მისი ხსოვნისთვის მაქვს ის უკვდავი მელოდია, რომელიც სიცოცხლეში ვერ შევძელი, რომ მიმეძღვნა. ეს სიმღერა ეძღვნება დედას…“, – თქვა ნინიმ კონცერტზე. ნინი სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს პოსტს: „ეს სიმღერა და ეს კონცერტიც შენ გეძღვნება დე, როგორც შენ შენი ცხოვრება მომიძღვენი.Maiko Kachkachishvili - სულ მადლობა შენ ამხელა საჩუქრისთვის! ძალიან მიყვარხარ“, – წერს ნინი შერმადინი. 

ნინი

ტაბლოიდი 1763292138

VIDEO: „ვამაყობ შენით და ძალიან მიყვარხარ!“ – ნინი შერმადინი ავთანდილ აბესლამიძეს

„იქს ფაქტორის“ გამარჯვებული, მომღერალი ავთო აბესლამიძე, ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში, სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობს, ფინალში გავიდა.ავთანდილის ამ წარმატებას, მომღერალი ნინი შერმადინი ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„მიხარია ძალიან! ავთუკა ვამაყობ შენით და ძალიან მიყვარხარ! სულ წარმატებები ყველგან და ყოველთვის ჩემო ოქრო! Avtandil Abeslamidze I’l very proud!“, – წერს ნინი შერმადინი.ცნობისათვის, პროექტი ყაზახეთში იმართება და მასში 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს.

მიმ

საზოგადოება 1762534815

,,შეუძლებელი არაფერია… კიდე გამაკრიტიკეთ ხოლმე” - ნინი შერმადინი

მომღერალი, ნინი შერმადინი, სოცქსელში ფოტოებს აქვეყნებს წარწერით:,,ზუსტად სამი წელი ვეჭიდავე საკუთარ თავს, ჯერ ეს არაა საბოლოო შედეგი, მაგრამ მალე მივალ.ხო ბარიატრია არ გეგონოთ, სწორი კვების (ჭურღულას) დამსახურებაა. (სწორად რო ვაკეთებდე ალბათ უკეთესი შედეგი მექნებოდა)  იმდენი მეძახეს დედალი შრეკი სანამ არ გავბოროტდი. კიდე გამაკრიტიკეთ ხოლმე, დადებითად მოქმედებს.სტიმული ძალიან ბევრს ნიშნავს, ხოდა ეს სტიმულია 21 ნოემბერი, ჩემი პირველი სოლო კონცერტი, სადაც მხოლოდ საკუთარი შემოქმედებიდან შევასრულებ სიმღერებს და გაიცნობთ ნამდვილ ნინის, არა როგორც მომღერალს, არამედ სიმღერების ავტორსაც. ხოდა გელოდებით ყველას 21 ნოემბერს ფილადელფიაში. ძალიან ბევრი მაგარი რამ მოგიმზადეთ. დაიმახსოვრეთ,  მთავარია მონდომება, თორე შეუძლებელი არაფერია",-წერს ნინი. 

ნინი შერმადინი

ტაბლოიდი 1762103159

„ამის მოსმენისთვის ღირდა ალბათ ჩემი ცხოვრება!“ – ნინი შერმადინი ნიკა კუბლაშვილს პასუხობს

მას შემდეგ, რაც მომღერალმა ნიკა კუბლაშვილმა ნინი შერმადინს საჯარო მადლობა გადაუხადა, მისი კარიერის დაწყებაში მნიშვნელოვანი როლისთვის, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ნიკას პასუხობს და წერს, რომ „ამის მოსმენისთვის ღირდა მისი ცხოვრება“.„რატო მაღრიალე ამ დილა ადრიან! მადლიერება ყველაზე დიდი ნიჭია რაც უფალმა მოგმადლა სხვა ნიჭებს შორის! უდიდესი წარმატებები და უფლის წყალობა ყველგან და ყოველთვის, ვამაყობ შენით! მადლობა ამ სიტყვებისთვის! ამის მოსმენისთვის ღირდა ალბათ ჩემი ცხოვრება!“, – წერს ნინი შერმადინი.

ნინი შერმადინი და ავთო კაკაბაძე

საზოგადოება 1761672949

„ავარიაში გარდაიცვალა ჩემი მეგობარი, სიცოცხლით და სიკეთით სავსე ავთო კაკაბაძე... ძალიან მეტკინა გული“ - ნინი შერმადინი

ქართველი ემიგრანტი ავთო კაკაბაძე ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობება მომღერალი ნინი შერმადინი.„არავინ იცის, როდისაა ბოლო დღე, უფლის გარდა... სიკეთით და სიყვარულით ვიცხოვროთ ხალხო... მეტი არაფერი გაგვყვება იმ ქვეყნად. დღეს დილით ავარიაში გარდაიცვალა ჩემი მეგობარი, სიცოცხლით და სიკეთით სავსე ავთო კაკაბაძე. შეხვედრამდე ჩემო კარგო, მშვიდად განისვენე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ძალიან მეტკინა გული... ეს რა წყევლაა?“, - წერს ნინი შერმადინი. 

ნინი შერმადინი ლაშა ბასლანძე

საზოგადოება 1761591485

„შენ მოგიკვდი მე, ჩემო სიკეთის ბიჭო... რანაირად მატკინე გული...“ - ნინი შერმადინი ლაშა ბასლანძეზე 

რესტორან „ქვევრის“ მფლობელი  და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი ეხმაურება.„შენ მოგიკვდი მე! ჩემო სიკეთის ბიჭო! მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში დამრჩა, უვიზოდ, უმეურვეოდ, ლაშა ბიძამისის პანაშვიდებიდან დარბოდა ჩემთვის ბავშვის საბუთების მოსაგვარებლად, ჩემი ტკივილი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის ვიდრე თავისი... ლაშას დედას კიდევ მილიონი მადლობა ყველა იმ დახმარებისთვის რაც მე ვიცი და არ ჩამოვთვლი. დავანებოთ სალომეს თავი, რომ ის ჩემი დაქალია, ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! რანაირად მატკინე გული“, - წერს ნინი შერმადინი. 

დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი

საზოგადოება 1761205424

დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი მიმართვას ავრცელებს

დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი, ხატია ხოსროშვილი მიმართვას ავრცელებს და დედის შესახებ წერს:„არ ვიცოდით, დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად.დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო, როგორსაც ისურვებდა.მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და, ეკა გვრიტიშვილი— ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ .რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას - ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. მადლობა, მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა“ - წერს სოციალურ ქსელში მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი, ხატია ხოსროშვილი.ცნობისთვის, მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს.მანამდე, მსახიობის კოლეგებმა და ოჯახის ახლობლებმა პრეზიდენტს მიმართეს და სთხოვეს, რომ მსჯავრდებული 2 კვირით ადრე შეეწყალებინა.დონარა გვრიტიშვილი მძიმე სენს ებრძვის. 5-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ის ამერიკიდან სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ახლობლების ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა.გვიან ღამით, გავრცელდა ინფორმაცია მსახიობ დონარა გვრიტიშვილის გარდაცვალების შესახებ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრებმა გაავრცელეს. მათ შორის მომღერალმა ნინი შერმადინმა. რომელმაც მოგვიანებით მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ ტყუილია.

დდ

საზოგადოება 1761197700

„მეც ძალიან დიდ შეცდომაში შევედი...“ - ნინი შერმადინი დონარა გვრიტიშვილთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

გვიან ღამით, გავრცელდა ინფორმაცია მსახიობ დონარა გვრიტიშვილის გარდაცვალების შესახებ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობის ახლობლებმა გაავრცელეს. მათ შორის მომღერალმა ნინი შერმადინმა. რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ ტყუილია.პოსტს უცვლელად გთავაზობთ:,,მეგობრებო!!!!!! არ ვიცი მეც ძალიან დიდ შეცდომაში შევედი, მარტო იმიტომ რომ ხატიას ვერ დავუკავშირდი, იმდენმა დაწერა და იმდენმა ახლობელმა, რომ ვერ დავუშვი რომ ტყუილი იყო, რატომ ვერ დავრეკე ხატიასთან ეგრევე? იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს როცა დედა უკვდება ადამიანს, არავინ და არაფერი ახსოვს და უნდა ქვეყანაზე…  ეხლა მომწერეს ოჯახის ახლობლებმა რომ დონარა მძიმედაა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო, მივეცი თავს უფლება რომ ხატიასთან გადამემოწმებინა, ძალიან ფრთხილად ვკითხე ტყუილად გამოვიტირე დროზე ადრე თქო და მძიმედაა ნინი მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო… ანუ რამე სპორტია ეს წინასწარ ადამიანების დასამარება? აღარ ვვარგივარ მთელი დღეა!!!! გავსკდი ტირილით!!!  ხალხო მაპატიეთ! დონკო გთხოვ იცოცხლე რა! ერთხელ ხო გამოძვერი და ეხლაც გთხოვ რომ გამოძვრე, შენ ხო ძალიან ძლიერი გოგო ხარ?!  Khatia Khosroshvili ღმერთო ჩემო!!!! მაპატიე ხატია, რომ ვერ გადავამოწმე პირადად შენთან და მოსამძიმრებისაც შემეშინდა ჩვენი დღევანდელი საუბრის მერე…ყველა საათი, წუთი და დღე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, სანამ დედა სუნთქავს ხალხო! შვილს უსამძიმრებენ ჯერ ცოცხალ დედაზე!!! ნორმალურები ხართ? ",-წერს ნინი. 

ნკ

საზოგადოება 1761192360

ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

გვიან ღამით, გავრცელდა ინფორმაცია მსახიობ დონარა გვრიტიშვილის გარდაცვალების შესახებ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობის ახლობლებმა გაავრცელეს. მათ შორის მომღერალმა ნინი შერმადინმა. რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ ტყუილია.პოსტს უცვლელად გთავაზობთ:,,მეგობრებო!!!!!! არ ვიცი მეც ძალიან დიდ შეცდომაში შევედი, მარტო იმიტომ რომ ხატიას ვერ დავუკავშირდი, იმდენმა დაწერა და იმდენმა ახლობელმა, რომ ვერ დავუშვი რომ ტყუილი იყო, რატომ ვერ დავრეკე ხატიასთან ეგრევე? იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს როცა დედა უკვდება ადამიანს, არავინ და არაფერი ახსოვს და უნდა ქვეყანაზე…  ეხლა მომწერეს ოჯახის ახლობლებმა რომ დონარა მძიმედაა, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო, მივეცი თავს უფლება რომ ხატიასთან გადამემოწმებინა, ძალიან ფრთხილად ვკითხე ტყუილად გამოვიტირე დროზე ადრე თქო და მძიმედაა ნინი მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავსო… ანუ რამე სპორტია ეს წინასწარ ადამიანების დასამარება? აღარ ვვარგივარ მთელი დღეა!!!! გავსკდი ტირილით!!!  ხალხო მაპატიეთ! დონკო გთხოვ იცოცხლე რა! ერთხელ ხო გამოძვერი და ეხლაც გთხოვ რომ გამოძვრე, შენ ხო ძალიან ძლიერი გოგო ხარ?! ❤️🥹 Khatia Khosroshvili ღმერთო ჩემო!!!! მაპატიე ხატია, რომ ვერ გადავამოწმე პირადად შენთან და მოსამძიმრებისაც შემეშინდა ჩვენი დღევანდელი საუბრის მერე…ყველა საათი, წუთი და დღე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, სანამ დედა სუნთქავს ხალხო! შვილს უსამძიმრებენ ჯერ ცოცხალ დედაზე!!! ნორმალურები ხართ? ",-წერს ნინი. 

ნინი შერმადინი

საზოგადოება 1759510976

„არ მჯერა ისეთი სიახლე მაქვს…“ - ნინი შერმადინი

მომღერალი, ნინი შერმადინი, სოციალურ ქსელში სიახლის შესახებ წერს: „არ მჯერა, ისეთი სიახლე მაქვს!!! ვერ ვითმენ რომ გაგიზიაროთ, ეს ფოტოსესია რასთან დაკავშირებით გავაკეთეთ. დაელოდეთ ძალიან მაგარ ამბავს ჩემგან… დიდი მადლობა“,- წერს ნინი.