ukraina evrokavshiri

მსოფლიო 1787242320

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინის სამხედრო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის გაცემის შეზღუდვა თანაბრად გავრცელდება როგორც კაცებზე, ისე ქალებზე

ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის მისაღებად უკრაინიდან ჩასულ ქალებსაც მოუწევთ დამტკიცება, რომ ისინი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას არ ცდილობენ და უკრაინა კანონიერად დატოვეს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის სამხედრო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის გაცემას ზღუდავს, თანაბრად ვრცელდება როგორც კაცებზე, ისე ქალებზე.ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მოთხოვნები სამხედრო ვალდებულების შესრულებას, მათ შორის, მოქმედ სამხედრო სამსახურს ან წარსულში სამხედრო სამსახურის გავლას ეხება.ლამერტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში წევრ სახელმწიფოებს დამატებით რეკომენდაციებს მიაწვდის იმ უკრაინელთა კატეგორიებთან დაკავშირებით, რომლებსაც ევროკავშირში დროებითი დაცვის მიღების უფლება აღარ ექნებათ.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2028 წლის მარტამდე გაუხანგრძლივა დროებითი დაცვის რეჟიმი უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დატოვეს. ეს სტატუსი მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრების და მუშაობის უფლებას აძლევს.თუმცა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ასეთ სტატუსს ავტომატურად ვეღარ მიიღებენ ახლად ჩამოსული უკრაინელი კაცები, რომლებიც ვერ დაადასტურებენ სამხედრო ვალდებულების შესრულებას უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს მოთხოვნა დაწესებულია „უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით“.როგორც „რბკ-უკრაინა“ წერს, აგვისტოს შუა რიცხვებში ესპანეთში დროებითი დაცვის სტატუსის გაფორმების მსურველმა უკრაინელებმა ხელისუფლების ახალი მოთხოვნების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი თქმით, ესპანეთში ქალებსაც მოსთხოვეს სამხედრო ვალდებულების შესრულების ან მისგან გათავისუფლების დამადასტურებელი ინფორმაციის, ასევე უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერის წარდგენა.ესპანეთში მდებარე უკრაინის საელჩოში აღნიშნული მოთხოვნები სწორედ ევროკავშირის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებით განმარტეს.გერმანიაში უკრაინის საელჩოც აღნიშნავს, რომ დროებითი დაცვის გაცემის ახალი წესების გათვალისწინებით, ყველა მოქალაქეს, ასაკისა და სქესის მიუხედავად, რეკომენდაცია ეძლევა, უკრაინიდან გასვლისას მესაზღვრეებისგან პასპორტში მიიღონ საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი შტამპი.

ევროკავშირი

მსოფლიო 1787240760

ევროკომისია: ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს

ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს. ამის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სამხედრო ვალდებულების მქონე უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის მინიჭებას ზღუდავს, თანაბრად ვრცელდება როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე.ლამერტმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში წევრ ქვეყნებს მიაწვდის დამატებით რეკომენდაციებს უკრაინელთა იმ კატეგორიების შესახებ, რომლებსაც ევროკავშირში დროებითი დაცვის მიღების უფლება აღარ ექნებათ.ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2028 წლის მარტამდე გაუხანგრძლივა დროებითი დაცვა იმ უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის გამო დატოვეს. ეს სტატუსი მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.მიუხედავად ამისა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ აღნიშნულ სტატუსს ავტომატურად აღარ მიიღებენ ახლად ჩასული მამაკაცები, რომლებიც ვერ შეძლებენ მოქმედი უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად სამხედრო მოვალეობის შესრულების დადასტურებას. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ეს მოთხოვნა წესდება „უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით“.

ნიკოლას ჰოლტ

შოუბიზნესი 1786628760

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

მსახიობი ნიკოლას ჰოლტი HBO-ს სერიალ „ჰარი პოტერის“ მეორე სეზონში გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს.ჰარი პოტერის შესახებ გადაღებულ ფილმებში გილდეროი ლოკჰარტის პერსონაჟი ასევე ფრანშიზის მეორე ნაწილში, „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახში“ ჩნდება. სურათში ეს როლი ბრიტანელმა მსახიობმა კენეტ ბრანამ შეასრულა.სერიალის მეორე სეზონის გადაღებები შემოდგომაზე, HBO-ს პროექტის პირველი ეპიზოდების ეკრანებზე გამოსვლამდე დაიწყება. სერიალის პირველი სეზონის სცენარისტი ჯონ ბრაუნი ახალი ნაწილის შოურანერი გახდება და პროექტის ამჟამინდელ აღმასრულებელ პროდიუსერს, ფრანჩესკა გარდინერს შეუერთდება.36 წლის ნიკოლას ჰოლტმა პოპულარობა ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიპოვა ჰიუ გრანტთან ერთად ფილმში „ბიჭის შესახებ“ მარკუსის როლის წყალობით, როდესაც BAFTA-ს პრემიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა. მის ბოლო პროექტებს შორის არის იორგოს ლანთიმოსის ფილმი „ფავორიტი“, რობერტ ეგერსის „ნოსფერატუ“, ჯეიმს განის „სუპერმენი“.

მივლელობა

მსოფლიო 1784539838

5 ადამიანი მოკლეს სხვადასხვა ადგილას- პოლიციის ვერსიით, სამიზნე ერთი ოჯახი იყო - დაკავებულია 2 მოზარდი (უცხოეთი)

აშშ-ის ილინოისის შტატში ერთი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობის საქმეზე ორი მოზარდი დააკავეს და მათ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. პოლიციის განცხადებით, საქმე შემთხვევით თავდასხმას არ უკავშირდება - გამოძიება მომხდარს კონკრეტული ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ, მიზანმიმართულ მასობრივ სროლად განიხილავს.ტრაგედია ისტ-სენტ-ლუისში მოხდა. ხუთი ადამიანი სამ სხვადასხვა ადგილას მოკლეს, კიდევ ორი კი დაიჭრა. დაღუპულთა ასაკი 21-დან 74 წლამდე იყო.საქმეზე დაკავებულები 16 წლის ბიჭი და მისი მეგობარი, 15 წლის გოგო არიან.პოლიციის ცნობით, სროლის ეპიზოდები ძირითადად კვირას, ისტ-სენტ-ლუისის სამ სხვადასხვა ადგილას მოხდა. ერთ-ერთი შემთხვევის ადგილი პარკიც იყო. თუმცა სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთი მსხვერპლი რამდენიმე დღით ადრე იყო დაჭრილი და მოგვიანებით გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ორი მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც ავტომობილი სახელმწიფო პარკში გააჩერეს.გამოძიებას დანაშაულის ოფიციალური მოტივი ამ დრომდე არ დაუსახელებია. თუმცა 15 წლის გოგოს მამამ, მარკუს მეიმ, ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ მისი შვილი ოჯახის წევრებზე იყო გაბრაზებული და, მისი თქმით, თავდასხმა თავის მეგობარ ბიჭთან ერთად დაგეგმა.მარკუს მეის თქმით, მომხდარის შედეგად მან დედა, და, ორი გერი და ძმისშვილი დაკარგა. დაღუპულები 74, 49, 25, 24 და 21 წლის იყვნენ.16 წლის დევისს სულ 12 ბრალდება აქვს წარდგენილი, მათ შორის ხუთი  მკვლელობისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის პატიმრობაში რჩება.პოლიციის განცხადებით, თავდასხმა მიზანმიმართული იყო და საზოგადოებისთვის შემთხვევით საფრთხეს არ წარმოადგენდა. გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, კონკრეტულად რამ გამოიწვია ერთი ოჯახის წევრების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა.ორივე დაკავებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

სპორტი 1782973987

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში დღეს უკრაინას დაუპირისპირდება.ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა გუნდის შემადგენლობა ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა: ალექსანდრე მერკვილაძე, მარკუს რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, გიორგი ოჩხიკიძე.მატჩი რიგაში, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

ინგლისმა ხორვატია 4:2 დაამარცხა

სპორტი 1781733900

ინგლისმა ხორვატია 4:2 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დაძაბული მატჩი შედგა. ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირება ბრიტანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.შეხვედრა პირველივე წუთებიდან მაღალ ტემპში წარიმართა. ანგარიში მე-12 წუთზე ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. ხორვატებმა წონასწორობა 36-ე წუთზე მარტინ ბატურინას გოლით აღადგინეს, თუმცა 42-ე წუთზე კეინმა დუბლი გაიფორმა და ინგლისი კვლავ წინ გაიყვანა.ხორვატიამ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე კიდევ ერთხელ მოახერხა თამაშში დაბრუნება - მსაჯის მიერ დამატებულ დროში პეტარ მუსამ წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე ფრედ, 2:2 გავიდნენ.მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა. 47-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა ინგლისი შეხვედრაში მესამედ გაიყვანა წინ. ხორვატების მცდელობის მიუხედავად, მატჩს წერტილი 85-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა დაუსვა, რომელმაც ბრიტანელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა და საბოლოო ანგარიში, 4:2 დააფიქსირა.ამ გამარჯვებით ინგლისის ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და ჯგუფში პოზიციები მკვეთრად გაიმყარა.

evrokavshiri saqartvelo

პოლიტიკა 1781186520

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.ევროკომისიის პრესსპიკერის განმარტებით, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე დელეგაციების მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაზე მსჯელობაა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია."ეს არის სავიზო რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც ტარდება მაშინ, როდესაც აქტიურდება ვიზების შეჩერების მექანიზმი. ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, საქართველოს დიპლომატიური სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა თავდაპირველად 12 თვის ვადით შეჩერდა. ამ შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც გამოიწვია შეჩერება," - აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტი.

მარკუს ლამერტი

პოლიტიკა 1781177218

მარკუს ლამერტი: ქართულ მხარესთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია

დღეს შეხვედრა შედგება ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის, ეს არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც გაწერილია სავიზო რეგულაციებში და ეს შეხვედრა მაშინ იმართება, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი უკვე გააქტიურებულია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.როგორც ლამერტმა აღნიშნა, შეხვედრას წინ უძღოდა 2026 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ,  უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ.„მათთვის უვიზო მიმოსვლა თავდაპირველად 12-თვიანი პერიოდით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრებმა ეს გადაწყვეტილება დაამტკიცეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. სწორედ ამაზე იქნება საუბარი. შეგახსენებთ ამ გარემოებებს: საქართველოს მიერ იმ ვალდებულებების დარღვევა, რომელიც ქვეყანა იკისრა უვიზო რეჟიმის ფარგლებში გადამწყვეტ სფეროებში, დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებში“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

ევროკომისიის პრესსპიკერი

პოლიტიკა 1780921150

ევროკომისიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ 11 ივნისის შეხვედრა „იმ გარემოებების გამოსწორებას“ ემსახურება, რის გამოც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდა

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.მისი თქმით, კომისია აპირებს, რომ ქართულ მხარესთან 11 ივნისს გამართოს ტექნიკური შეხვედრა, რომელიც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით შედგება.„2026 წლის მარტში კომისიამ დიპლომატიური სამსახურისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვის საწყისი ვადით შეაჩერა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ამაზე. როდესაც უვიზო რეჟიმის შეთანხმება ჩერდება, კომისია აღნიშნულ მესამე ქვეყანასთან „გაფართოებულ დიალოგს“ მართავს და მისი მიზანია შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორება და ამ კონტექსტში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას. ისინი ეწინააღმდეგება კავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, ხელს უშლის კავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. ეს იქნება ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ტარდება შეჩერების პროცესსა და კონტექსტში. შესაძლოა, შეხვედრის შემდეგ მკითხოთ, შემიძლია თუ არა ანგარიშის წარდგენა“, – განაცხადა ლამერტმა.

საერთაშორისო კონფერენცია

საზოგადოება 1777366410

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს

ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფის (CEBS) საერთაშორისო კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება.კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ თანამედროვე ეკონომიკაში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის – დიზაინის როლს, ასევე დიზაინის სამართლის რიადის ხელშეკრულებისა (RDLT) და სამრეწველო დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის სისტემის მნიშვნელოვან ასპექტებს.კონფერენცია აერთიანებს ევროპის 14 სახელმწიფოს (ჩეხეთი, პოლონეთი, ალბანეთი, თურქეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი და საქართველო). ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ მაღალი რანგის სტუმრები WIPO-დან, სპეციალურად მოწვეული პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერები.კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, ასევე, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და WIPO-ს სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის დირექტორმა მარკუს ჰოპერგერმა. კონფერენციის მონაწილეებს ჟენევიდან დისტანციურად მიმართა WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა.ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დიზაინის დაცვის მნიშვნელობას მეწარმეობისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას. სესიაზე განისაზღვრება დიზაინის გავლენა რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ეკონომიკაზე.აღსანიშნავია, რომ საქპატენტის ინიციატივით უკვე დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები რიადის ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების მიზნით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.კონფერენციის სესიების პარალელურად, მონაწილეებისთვის გაიმართა ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ეროვნული ბრენდები, როგორებიცაა: „ავთანდილი“, „ეშვი“, „დალოოდი“ და „სამოსელი პირველი“. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები

მერცი

მსოფლიო 1777366349

Bild: მერცი გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში ბოლო ადგილზე პირველად აღმოჩნდა

ფრიდრიხ მერცი გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში პირველად აღმოჩნდა ბოლო ადგილზე. ასეთია გაზეთ Bild-ის დაკვეთით ინსტიტუტ Insa-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხულთა შეფასებებზე დაყრდნობით, გერმანიის კანცლერმა 10 შესაძლოდან საშუალოდ მხოლოდ 2,9 ქულა დააგროვა.გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში ლიდერობას კვლავ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი (4,9 ქულა) ინარჩუნებს. მას მოჰყვება ჯემ ოზდემირი „მწვანეთა“ პარტიიდან, რომელიც, სავარაუდოდ, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ახალი ხელმძღვანელი გახდება.რეიტინგის მიხედვით, მერცი ნდობას კარგავს კონსერვატიული ბლოკის (CDU/CSU) ამომრჩევლებს შორისაც. ის ჩამორჩება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრ ჰენდრიკ ვუსტს (მე-3 ადგილი), ბავარიის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზოდერს (მე-4 ადგილი) და შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდერ დორბინდტს (მე-6 ადგილი). გერმანიის კანცლერის ქმედებები გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა შეაფასა დადებითად.

საქპატენტი

საზოგადოება 1777364262

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს

ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფის (CEBS) საერთაშორისო კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ თანამედროვე ეკონომიკაში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის – დიზაინის როლს, ასევე დიზაინის სამართლის რიადის ხელშეკრულებისა (RDLT) და სამრეწველო დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის სისტემის მნიშვნელოვან ასპექტებს. კონფერენცია აერთიანებს ევროპის 14 სახელმწიფოს (ჩეხეთი, პოლონეთი, ალბანეთი, თურქეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი და საქართველო). ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ მაღალი რანგის სტუმრები WIPO-დან, სპეციალურად მოწვეული პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერები.კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, ასევე, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და WIPO-ს სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის დირექტორმა მარკუს ჰოპერგერმა. კონფერენციის მონაწილეებს ჟენევიდან დისტანციურად მიმართა WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა.ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დიზაინის დაცვის მნიშვნელობას მეწარმეობისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას. სესიაზე განისაზღვრება დიზაინის გავლენა რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ეკონომიკაზე.აღსანიშნავია, რომ საქპატენტის ინიციატივით უკვე დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები რიადის ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების მიზნით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.კონფერენციის სესიების პარალელურად, მონაწილეებისთვის გაიმართა ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ეროვნული ბრენდები, როგორებიცაა: „ავთანდილი“, „ეშვი“, „დალოოდი“ და „სამოსელი პირველი“. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები.