„ბოლო პერიოდში ბავშვებში წამოვიდა...“ - პედიატრი თემურ მიქელაძე მშობლებს აფრთხილებს
1788974231
მსოფლიოში პირველად, პაციენტს თავის ტვინის სიმსივნე რეალურ დროში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით წარმატებით ამოკვეთეს.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) საავადმყოფოს ქირურგების განცხადებით, უახლესი ტექნოლოგიით ჩატარებული აღნიშნული ოპერაციის გარეშე პაციენტს მხედველობის სრული დაკარგვა ემუქრებოდა.
ოპერაციის მსვლელობისას, ხელოვნური ინტელექტის სისტემა რეალურ დროში აანალიზებდა ვიდეოგამოსახულებას და ქირურგებს ეხმარებოდა, თავიდან აეცილებინათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ვიზუალურად დაფარული სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება. ამ მიდგომის წყალობით, ექიმებმა სიმსივნის მაქსიმალურად დიდი ნაწილის უსაფრთხოდ ამოკვეთა შეძლეს.
48 წლის პაციენტს, რომელიც მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, მოულოდნელად გონების კარგვისა და კრუნჩხვის ეპიზოდი განუვითარდა. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ჰიპოფიზის ჯირკვალზე 11 მმ ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდებოდა.
როგორც ოპერაციაში მონაწილე პროფესორმა, ჰანი მარკუსმა აღნიშნა: „სისტემა დატრენინგებულია ბევრად მეტ ოპერაციაზე, ვიდრე ნებისმიერი ქირურგი თავისი კარიერის განმავლობაში შეასრულებს. შესაბამისად, მას შეუძლია შეასრულოს გამოცდილი სპეციალისტის 'მეორე წყვილი თვალის' როლი.“