ლულუ კახიანი

საზოგადოება • 1789849442

„კამათი მოუვიდათ მამამისს და ლენოს... საერთოდ არ ველოდი, რომ სერიოზულ სახეს მიიღებდა... იმ დღეს არ აპირებდა არაფერს, მაგრამ დღიურში სულ ამაზე წერდა...“ - ლულუ კახიანი შვილის გარდაცვალებაზე

ლულუ კახიანი შვილის გარდაცვალებაზე საუბრობს „ლიკა ყაზბეგის პოდკასტში“ საუბრობს. - ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ უთქვამთ მეგობრებს ან ასეთ ახლობლებს, ნაცნობებს, საუბარში უხსენებიათ ლენო და მერე ბოდიში მოუხდიათ, რომ „ბოდიში, რომ არ გვინდოდა, რომ რაღაც...“ ფიქრობენ, რომ ამით მახსენებენ და უფრო თავიდან განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ეს განცდა სულ არის, რომ არც შემახსენონ. ლენო ყოველთვის მახსოვს, ყოველ წამს და უბრალოდ წლებთან ერთად ეს ტკივილი რაღაც გადავამუშავე, შეიძლება ასე ვთქვა. და თავიდანვე არ იყო მტკივნეული ლენოზე საუბარი. პირიქით, ლენოზე რომ ვსაუბრობ, მგონია, რომ ისევ ცოცხალია ან სადღაც არის, ისევ აქ არის და მიხარია ისიც, როდესაც ახსენებენ, ლენო კიდევ ახსოვთ. ან სოციალურ ქსელში ლენოს ინსტაგრამზე შევდივარ ხოლმე. არაფერს არ ვპოსტავ, უბრალოდ ხანდახან სთორებს ვდებ ძველი ფოტოების სახით და ზოგიერთი მისი მეგობარი წერს ხოლმე უბრალოდ კომენტარებში, რომ „მოგვენატრე, ლენო“ და რაღაცნაირად მიხარია. მსიამოვნებს, რომ ლენო კიდევ ახსოვთ შვიდი წლის მერეც. თან ისეთ ასაკში წავიდა, ბავშვებმა მალე იციან დავიწყება, მოზარდებმა... და ამ შემთხვევაში ასე რომ არ ხდება, რაღაცნაირად მსიამოვნებს ეს ფაქტი, რომ ლენო ახსოვთ...გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველა დეტალი. დრო მკურნალია — ამ შემთხვევაში არ მუშაობს ეს ფრაზა. დრო არ არის მკურნალი. უბრალოდ რაღაცას ეგუები და სხვა რეჟიმში განაგრძობ ცხოვრებას.   ...ბათუმიდან ჩამოვედით. რაღაცა კამათი მოუვიდათ მამამისს და ლენოს. საერთოდ არ მქონდა მოლოდინი იმის, რომ რაღაცა სერიოზულ სახეს მიიღებდა, იმიტომ რომ ასეთი კამათები მანამდეც ყოფილა.მაღაზიაში ჩავიდა და აღარ ამოვიდა არასოდეს და გვიანი იყო უკვე, 11 საათი, ტელეფონი ჰქონდა გათიშული, დაუჯდა. მაგაზე დაიწყო კამათი, „ტელეფონი რომ ხედავ, რომ გიჯდება, უნდა ამოხვიდე სახლში და გამაფრთხილო, რომ ტელეფონი მიჯდება, იმიტომ რომ გირეკავ და არ პასუხობ, სახლში არ მოხვედი, რა უნდა ვიფიქროთ, ვნერვიულობ“.მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში, მაშინ მეცხრე კლასში იყო ლენო და ძაან ისე დადიოდა სკოლაში, ჩათვლებზე მიდიოდა, გამოცდებზე, წერა რომ ჰქონდათ რაღაც ჩასაბარებელი, მაგ დროს მიდიოდა და ზოგადად, აპროტესტებდა სკოლაში სიარულს. ამაზეც იყო კამათი, რომ „ხვალიდან სკოლაში წახვალ და ჩადგები რეჟიმში“. არადა, პრინციპში, უკვე წლის ბოლო იყო, 10 დღე რჩებოდა სემესტრის დამთავრებამდე...ასე კამათში რაღაცა დაიძაბა. უბრალოდ ამან აღარ დაუთმო საუბარი მამამისს და წამოუხტა, დაუყვირა, გაიწია... მე ამ დროს, ახალი ჩამოსული რომ ხარ, ხომ იცი, იქ რაღაცა ბარგი, სარეცხი, ყოფით ამბებში ვარ და ვერ მივხვდი უცებ, რატომ გაცხარდა ეს კამათი, რაღაც სხვა დონეზე გადავიდა...და რაღაცა უთხრა ლენომ, აღარ მახსოვს ზუსტად რა უთხრა, ცოტა უხეშად უთხრა მამამისს და მამამისმა ხელი ჰკრა. გაბრაზდა ძაან ლენო და „გეყოფათ ჩხუბი, დამშვიდდით-თქო“.გვაჯი მიდიოდა მაშინ სტუდიაში, სამუშაო ჰქონდა, რაღაცას ახმოვანებდა მეორე დღეს, აღარ მახსოვს, თუ წერდა. და, „მე წავედიო სტუდიაშიო და შენ ბავშვს მიხედეო...და რაღაცა მომენტი იყო მანამდე, რომ გამოვიდა და ლენო არ არის ოთახში და ორივემ გავიხედეთ აივნისკენ რატომღაც.„სად არისო ლენო?“ — გვაჯიმ დაიყვირა და გავიგე მერე ონკანის ხმა აბაზანიდან და მეთქი, „აბაზანაში არის“.ანუ უკვე იმ მომენტში წინასწარ, რამდენიმე საათით ადრე, ელვასავით რომ გაიელვებს, გონებაში ეგ ფაქტი დაფიქსირდა....და წაეშალა სახე გვაჯის, „მე ახლა გავდივარო და შენ მიხედე ბავშვსო“.მერე ლენო იჯდა დივანზე და ველაპარაკე. მივუჯექი, დავამშვიდე და ვთხოვე, „ნუ აჰყვები-მეთქი მამაშენს. ხომ იცი, როგორი ხასიათი აქვს, შენ თუ ჯიბრში ჩაუდგები, ისიც არ დაგითმობს და ვიღაცამ უნდა დაუთმოს-მეთქი ამ დროს. შენ იყავი-მეთქი ის ვიღაცა".ლენო ძაან ნაწყენი იყო. „მამა როგორც მელაპარაკაო და როგორც მომექცა ახლაო, ამას ვერ ვაპატიებ ვერასოდესო“.და მე ვცდილობდი, რომ რაღაცა...დღემდე ბოლომდე არ მაქვს ეს გადახარშული თვითონ ეს მომენტი, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ შეასრულა, ანუ სისრულეში მოიყვანა თავისი გადაწყვეტილება... იმიტომ, რომ იქ ტანსაცმელი დატოვა დაკეცილი, მაგიდაზე, ფეხსაცმელი, იქ რაღაცები. მიაკრა ფანჯრებზე წარწერები. ჩემს საძინებლის კარებთან დამიწერა: „Mom, I love you the most. I will be fine. Don’t worry.“ მერე „Angels can fly“ — რაღაც წარწერები — მიაკრა უკვე ამ აივნის შუშებზე...იმ დღეს არ აპირებდა არაფერს, მაგრამ ალბათ სცენარი უკვე დალაგებული ჰქონდა თავში“

ლულუ კახიანი

faceამბები • 1717479780

„ის დღე თენდება, შენი თავი რომ წამართვა…ლენო, 5 წელი როგორ ვძლებ უშენოდ…მენატრები დე“- ლულუ კახიანი

ლენო გვარჯალაძის გარდაცვლაებიდან 5 წელი გავიდა.ტრაგიკულ თარიღს ლენოს დედა, ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.„ის დღე თენდება, შენი თავი რომ წამართვა…ლენო, 5 წელი როგორ ვძლებ უშენოდ…მენატრები დე…“ – წერს ლულუ კახიანი

ლულუ კახიანი

საზოგადოება • 1714559094

„ჩემი ლენო 20 წლის... ისევ ისე მტკივა, ისევ ისე მაკლიხარ.. დამესიზმრე, გთხოვ“ – ლულუ კახიანი ემოციურ პოსტს ავრცელებს

ტელეწამყვანი ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.ლულუ კახიანი„ჩემი ლენო 20 წლის…დე, ისევ ისე მენატრები, ისევ ისე მტკივა, ისევ ისე მაკლიხარ, ისევ ისე მიყვარხარ, ისევ ისე მჭირდები, ისევ ისე გელოდები…გილოცავ…დამესიზმრე, გთხოვ Lenø“, – წერს ლულუ კახიანი.

ტოროლები

ტაბლოიდი • 1688598765

VIDEO: მზია შარაშიძემ და ლულუ კახიანმა მრავალი წლის შემდეგ „ტოროლების სიმღერა“ შეასრულეს

მზია შარაშიძემ და ლულუ კახიანმა მრავალი წლის შემდეგ, გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“,  „ტოროლების სიმღერა“ შეასრულეს.„ჩვენი ბავშვობა“, „რა კარგი იყო ძალიან ვისიამოვნე, იმ ყველაზე ლამაზ ტკბილ სიყვარულით სავსე წლებში გადავეშვი თქვენთან ერთად მიყვარხართ ძალიან“, – აღნიშნავს მსმენელი.ნახეთ, ვიდეო:

გიორგი ნაზღაიძე

ტაბლოიდი • 1688598629

VIDEO: „მშობლის ნათქვამი ჩემთვის კანონივით იყო...“ - გიორგი ნაზღაიძე თინეიჯერულ წლებს იხსენებს

ხმაურიანი, ინტერესიანი, მიზანსწრაფული - ეს სიტყვები გიორგი ნაზღაიძეს თინეიჯერულ ასაკში კარგად აღწერს.რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოზარდი სამყაროსთან ჰარმონიაში იყოს? - წლების წინანდელ პერიოდს ტელეწამყვანი ლულუ კახიანის რუბრიკაში „მოზარდებისთვის“ იხსენებს.PHOTO: როგორ გამოიყურებოდა გიორგი ნაზღაიძე ბავშვობაში

ლულუ კახიანი

საზოგადოება • 1685872260

„მაპატიე, რომ აღარ ვტირი ბევრს.. მაპატიე, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი...“ - ლულუ კახიანის შვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

ყოფილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის შვილის, ლენოს გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.ლულუ კახიანი სოციალური ქსელში შვილს ემოციურად მიმართავს და სთხოვს, აპატიოს, რომ ძველებურად ბევრს აღარ ტირის.„მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან;მაპატიე, რომ ვერ ვიხსენებ როგორ დამესიზმრე, მაპატიე რომ გელოდები, რომ ვეძებ პასუხებს. მაპატიე, რომ ხანდახან ისევ გადანაშაულებ, რომ ბოლომდე ვერ გპატიობ, რომ ვთვლი, რომ მიღალატე და გამწირე უსასრულო ტკივილისთვის.მაპატიე, რომ ვარ ეგოისტი, არც ისე კარგი დედა. მაპატიე, რომ ვერ დაგიდექი სათანადოდ გვერდში, არ დაგიცავი, არ შევეწინააღმდეგე ყველას და ყველაფერს.მაპატიე ყველაფრისთვის, რისი თქმაც და გაკეთებაც ვერ მოვასწარი. მაპატიე, რომ ვერ შეგინარჩუნე, რომ გაგიშვი, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი, რომ არ გადაგეფარე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან, რომ დავიძინე, რომ ხელი შეგიწყვე, რომ მიგატოვე… I love you LenøYour mother… 4 წელი უშენოდ…“ – წერს ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში

ლულუ კახიანი

faceამბები • 1682324100

„ისევ ვტირი ყოველდღე...“ - ლულუ კახიანი გარდაცვლილ ქალიშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

ტელეწამყვანი ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში, გარდაცვლილი ქალიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„შენი დაბადების დღე ახლოვდება…ისევ ვტირი ყოველ დღე…ტომ იორკი ყოველთვის ცნობს ჩემს ფიქრებს…Lenø there was a way out, there was a way out…“- წერს ლულუ კახიანი.

ლულუ კახიანი

საზოგადოება • 1655844509

VIDEO: ჩემი 11 წლის შვილისგან ზრდასრული კაცი ფოტოს გაგზავნას მოითხოვდა - ლულუ კახიანი

თბილისის უბნებში ბავშვებზე ადევნება გახშირდა - პედოფილიის ფაქტები და მსხვერპლი არასრულწლოვნები. ამ საკითხებზე „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ მსჯელობენ. „ჩემი შვილი 13 წლისაა. მისი ნებართვის გარეშე ვერც ერთს ფოტოს ვერ დავდებ...  რამდენიმე წლის წინ, იყო შემთხვევა, როდესაც მესენჯერში უცხო ახალგაზრდა კაცმა მისწერა. ნინი მიხვდა, რომ ეს საუბარი მისთვის არასასიამოვნო იყო. ჩემი 11 წლის შვილისგან ზრდასრული კაცი ფოტოს გაგზავნას მოითხოვდა,“ - ამბობს ტელეწამყვანი ლულუ კახიანი.

ლულუ კახიანი

ტაბლოიდი • 1651387740

„როგორ ელოდებოდი ამ დღეს და 18 წელს, მენატრები, დამესიზმრე გთხოვ“ - ლულუ კახიანი გარდაცვლილ შვილს დაბადების დღეს ულოცავს

დღეს ტელეწამყვან ლულუ კახიანის შვლის, დაბადების დღეა. წამყვანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ქალიშვილთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„სულ გელოდები, სულ მგონია რომ, აი ახლა შემოაღებ კარს და შემოვარდები ყვირილით მააზეეერ. ჩემი სიცოცხლე ლენო... ბოლომდე დაგელოდები, ბოლო წამამდე და მერე არასოდეს გაგიშვებ ხელს...დაბადების დღეს გილოცავ! როგორ ელოდებოდი ამ დღეს და 18 წელს - თავისუფლებას, დამოუკიდებლობას... მიყვარხარ და მენატრები, დამესიზმრე გთხოვ“,- წერს ლულუ კახიანი. 

✕