კვარა

სპორტი 1787069848

მოიგებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს - TalkSport-ის ანალიზი

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა TalkSport-ი ოქროს ბურთის ფავორიტებზე წერს და ხვიჩა კვარაცხელიას წლევანდელი სიურპრიზ-გამარჯვებულად ასახელებს. გამოცემის ვერსიით, ქართველ ფეხბურთელს ჯილდოს მოგების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს.„კეინი და მბაპე ფეხბურთის ყველაზე დიდი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვების მთავარ ფავორიტებს შორის არიან, მას შემდეგ, რაც ორივემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. მიუნხენის „ბაიერნში“ ჩატარებული რეკორდული 61-გოლიანი სეზონის შემდეგ, კეინმა პრესტიჟულ ჯილდოზე თავისი პრეტენზია ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების რიგებში გატანილი 6 გოლითაც გაამყარა. თუმცა, მას სერიოზული კონკურენცია ელის - ფრანგ მეგავარსკვლავ მბაპესთან ერთად ბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი ლამინ იამალიც ჩაერთო. ვინაიდან ბოლო წლებში მსოფლიო ჩემპიონატს „ოქროს ბურთზე“ დიდი გავლენა აქვს, გამორჩეული ზაფხულის შემდეგ ბრძოლაში კეინის თანაგუნდელი ჯუდ ბელინგემი და ფეხბურთის კერპი ლიონელ მესიც ჩაერთვნენ, რომლებიც „ოქროს ბუცისთვისაც“ იბრძვიან“, - ვკითხულობთ სტატიაში.მოიგებს „კვარადონა“? მაშინ, როცა „ოქროს ბურთის“ ირგვლივ საუბრებში მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავები დომინირებენ, ევროპული ფეხბურთის ექსპერტმა ენდი ბრასელმა ყურადღება გაამახვილა ფეხბურთელზე, რომელსაც ამ ზაფხულს ჩრდილოეთ ამერიკაში არ უთამაშია.მან „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კვარაცხელიას ჯილდოს რეალური პრეტენდენტი უწოდა და ხაზი გაუსვა მის შთამბეჭდავ სეზონს საკლუბო დონეზე. ქართველმა უდიდესი როლი ითამაშა მაისში პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებაში, როდესაც მათ ფინალში „არსენალი“ დაამარცხეს.კვარაცხელიამ გასულ სეზონში 16 ევროპულ მატჩში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც კარიერაში პირველად 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბრასელს მიაჩნია, რომ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ტურნირზე მისმა შთამბეჭდავმა ასპარეზობამ იგი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორის დააყენა.ტრანს ევრო ექსპრესზე კვარაცხელიას განხილვისას ბრასელმა თქვა: „თუ მსოფლიოში საუკეთესო არაა, ამასთან ნამდვილად ძალიან ახლოსაა.“„ვფიქრობ, გქონდეს ბურთთან მუშაობის ასეთი უნარი, ამით გუნდს ამხელა სარგებელი მოუტანო და აკეთო ამდენი შავი სამუშაო უბურთოდ - მეტი რა უნდა გინდოდეს ფეხბურთელისგან? მას ყველაფერი აქვს და ჯერ კიდევ მხოლოდ 25 წლისაა.“შემდეგ ბრასელმა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მთავარ კანდიდატად დაასახელა და აღნიშნა, რომ მისი შანსები გაიზარდა მას შემდეგ, რაც სხვა ფავორიტებმა ზაფხულში თავისი შანსი ვერ გამოიყენეს. საკლუბო ან სანაკრებო ფეხბურთის უდიდეს ტურნირებზე გამარჯვება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებაში. მაგრამ, ვინაიდან კეინმა, მბაპემ, მესიმ და ბელინგემმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, ბრასელის აზრით, საუბარი ისევ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, სადაც კვარაცხელია უპირობო ლიდერი იყო.მან განაგრძო: „რაც შეეხება „ოქროს ბურთს“, მას შანსი აქვს, რადგან არცერთმა იმ ფეხბურთელმა, ვისაც შეეძლო მისი მოპოვება, ეს ვერ გააკეთა. არგენტინა რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს იგებდეს, მას მესი მოიგებდა. ინგლისს რომ მოეგო, მაშინ გამარჯვებული ან (ჰარი) კეინი, ან შესაძლოა (ჯუდ) ბელინგემი გამხდარიყო. თუ საფრანგეთი მოიგებდა, მაშინ მბაპესაც ექნებოდა შანსი, და შესაძლოა მცირედით მაიკლ ოლისესაც.თუმცა, არცერთი ეს სცენარი არ განხორციელდა. ამიტომ ყურადღება ისევ ჩემპიონთა ლიგაზე გადადის: ვინ იყო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გასულ სეზონში?“ „ის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო“„ის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო“ ბრასელი არ არის ერთადერთი, ვინც კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგებას უწინასწარმეტყველებს - talkSPORT-ის გაბი აგბონლაჰორმა ივლისში მსგავსი მოსაზრება გამოთქვა.„ასტონ ვილას“ ყოფილი გმირის თქმით, 25 წლის ფეხბურთელს სხვა პრეტენდენტებზე მეტი გავლენა ჰქონდა. იგი ამტკიცებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი იამალი და კეინი თავიანთი გუნდებისთვის ნაკლებად გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ.აგბონლაჰორმა talkSPORT-ს განუცხადა: „იცით, ვის მივცემდი მე ამ ჯილდოს? [ხვიჩა] კვარაცხელიას. თუ დაფიქრდებით, საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის თამაშითაც თვალს გაახარებდით, მთელი სეზონის განმავლობაში პსჟ-ს რიგებში სწორედ კვარაცხელია იყო. ის იყო ყველაზე გამორჩეული მოთამაშე - უფრო მეტად, ვიდრე ლამინ იამალი, უფრო მეტად, ვიდრე ჰარი კეინი, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა.“ ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს გაიმართება და საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ისტორიაში პირველად - ლონდონში ჩატარდება.

კვარა

Crystalsport 1780304880

„ოქროს ბურთის მოგების აშკარა პრეტენდენტია“ - Marca ხვიჩას შესახებ

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას ეხმაურება და სპეციალურ სტატიაში აღნიშნავს, რომ ქართველმა შემტევმა მეტსახელი - „კვარადონა“ გაამართლა და ამასთან, ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტია.  რა წერია სტატიაში:ჩემპიონთა ლიგა დასრულდა და ლუის ენრიკეს „პსჟ“-მ ტიტული წარმატებით დაიცვა. შესაბამისად, ახლა დროა, უეფამ მიმდინარე გათამაშების ჯილდოების გაცემა დაიწყოს. ტურნირის MVP-ის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, რომელმაც ამ სტატუსით თავისი თანაგუნდელი, უსმან დემბელე შეცვალა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მომავალი „ოქროს ბურთის“ მოგების აშკარა პრეტენდენტია... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. „თუნდაც გოლი ვერ გავიტანო ან საგოლე პასი ვერ გავაკეთო, არ ვდარდობ, სანამ გუნდს ვეხმარები. მე ყოველთვის გუნდისთვის ვთამაშობ,“ — აღიარა მან ფინალის შემდეგ.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ჰაკიმი კვარა

Crystalsport 1779361895

„გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“ - ჰაკიმიმ კვარაზე ისაუბრა

პსჟ-ს მარჯვენა მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში მისი ყოფნით ბედნიერია.  ჟურნალისტის კითხვაზე, იმსახურებს თუ არა ქართველი ზედმეტსახელს - „კვარადონას“, ჰაკიმიმ ასეთი პასუხი გასცა:  „მან ნეაპოლში დაუჯერებელი წლები გაატარა და ახლა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. აქ მოსვლის დღიდანვე გახდა ჩვენი...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1778226420

„არსენალის ყველაზე რთული გამოცდა, მეტოქეებისთვის თამაშს 90-წუთიან კოშმარად აქცევს“ - Goal ხვიჩა კვარაცხელიაზე

ცნობილმა გამოცემა Goal-მა „ბაიერნი“ - „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩდან (1:1) ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და მის შესახებ წერს.„ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ლუის ენრიკეს გუნდზე ტრანსფორმაციული გავლენა მოახდინა, როდესაც გასული სეზონის შუაში „ნაპოლიდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში რეალურად მოახერხა თავისი თამაშის სხვა დონეზე აყვანა. კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში გოლი გაიტანა ან საგოლე პასი გააკეთა. ეს შესანიშნავი შედეგია, რომელიც ადასტურებს, რომ 25 წლის ფეხბურთელი მხოლოდ შესანიშნავი დრიბლიორი არაა.ის არასდროს წყვეტდა მიუნხენში თანაგუნდელებისთვის მუშაობას და არაერთხელ ჩნდებოდა საკუთარ ნახევარზე ბურთის დასაბრუნებლად ან უბრალოდ ბურთის მოსაშორებლად. ადამიანი, რომელსაც „ნაპოლის“ გულშემატკივრები „კვარადონას“ უწოდებენ, თამაშს 90-წუთიან კოშმარად აქცევს ყველა გუნდისთვის, ვისაც არ უმართლებს და მასთან შეხვედრა უწევს. რა თქმა უნდა, „არსენალი“ თავს იმით ინუგეშებს, რომ ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის საუკეთესო დაცვით ჩავა, მაგრამ კვარაცხელიას შეჩერება მათთვის ყველაზე რთული ტესტი იქნება. ის პრაქტიკულად იდეალური გარემარბია“, - წერს გამოცემა.შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

კვარაცხელია

Crystalsport 1777963560

გერმანული მედია: „არაპროგნოზირებადი კვარაცხელია ბაიერნს ემუქრება“

გერმანული გამოცემა ntv Nachrichten „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთვის ფაზლის ბოლო დეტალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც გუნდი თვისობრივად სხვა დონეზე გადავიდა, ხვალ კი ქართველი „ბაიერნისთვის“ ისევ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იქნება.რას წერს გამოცემა:„ნათელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც ასეთი რთულად წარმოსათქმელი სახელი აქვს, უფრო მარტივი რამ სჭირდებოდა. თუმცა „კვარადონა“? ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან შედარება? თვითონ ხვიჩა ამბობს, რომ ეს მეტსახელი დამატებით ზეწოლას ქმნის, თუმცა კვარაცხელია ამ ამოცანას თავს კარგად ართმევს: „ბაიერნთან“ პირველ ნახევარფინალში მისმა დუბლმა პარიზელებს მეორე მატჩის წინ უპირატესობა შეუქმნა...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა ნაპოლი

Crystalsport 1777552854

„სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ ნაპოლიში ამას არ აკეთებდა“ - დი მარციომ კვარა დაიცვა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ თავის პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიას „ბაიერნთან“ თამაშზე ისაუბრა და მისი „ნაპოლიში“ ყოფნის პერიოდი გაიხსენა.  რას ამბობს დი მარციო:„ხალხი იტყვის: საჭიროა დიდი ფიგურები, კონკრეტული მახასიათებლების მქონე მოთამაშეები. სერია A-ში გვყავდა ერთი ასეთი - ხვიჩა კვარაცხელია. „ბაიერნთან“ კვლავ ვიხილე „კვარადონა“: სიცრუეა, თითქოს ის „ნაპოლიში“ დაცვით ფაზაში ასე არ თამაშობდა. ლუჩანო სპალეტის დროს ის უკან, კუთხურის ალმამდეც კი ჩამოდიოდა. შესაძლოა, ამას ყოველთვის სტაბილურად არ აკეთებდა, მაგრამ მაინც აკეთებდა. ვფიქრობ, მისი დაცვითი უნარები სწორედ სპალეტის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა და შემდეგ უკვე ლუის ენრიკესთან სრულყოფილი გახდა...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

გიორგიო მამარდაშვილი

faceამბები 1775733000

„არც ხვიჩა იყო ფრანგი და არც გიორგი ინგლისელი, ორივე დიადი საქართველოს შვილები არიან, მაგრამ...“ - რას წერს გოგა ჩანადირი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.„ლივერპულის“ კარს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი იცავდა. აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გამოეხმაურა:„რა იშვიათი შემთხვევაა ორი ქართველის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს ეს ვიხილეთ კვარაცხელია-მამარდაშვილის არა ერთ გუნდში, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ. ორივემ ბრწყინვალე თამაში აჩვენა.წაგებული „ლივერპულის“ მხარეს მამარდა ყველაზე საუკეთესო იყო შესანიშნავი მოგერიებებით, მოგებული გუნდის პსჟ-ს მხარეს კი კვარადონა იყო საუკეთესო, რომელმაც 2:0 მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 1 გოლის გატანის ჩათვლით. „არც ხვიჩა იყო ფრანგი და არც გიორგი ინგლისელი, ორივე დიადი საქართველოს შვილები არიან, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ორი ქართველის ხილვა უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტმა ადამიანმა მიადევნა თვალი“, - წერს გოგა ჩანადირი.

კვარაცხელია

სპორტი 1773579675

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა - BBC Sport

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა  -BBC Sport ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს. „საკუთარ თავს უბრალო ადამიანად მივიჩნევ. ვცდილობ, მიწაზე დავრჩე, ვუსმინო ჩემს ოჯახს და ყოველთვის მახსოვდეს, თუ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ",- ამბობს ქართველი ფეხბურთელი BBC Sport-თან საუბარში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში გაიზარდა. სტატიის ავტორის თქმით, ის ფეხბურთელის დედას, მაკასა და  მამას, ბადრისაც შეხვდა, რომელიც „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელია. სტატიის ავტორი იმ სახლსაც აღწერს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გაიზარდა:„ეს იყო თბილი, მოკრძალებული სახლი. ნაკლები ფუფუნების საგნით, თუმცა, მოგონებებით სავსე. გარემო სავსე იყო ფოტოებით, თასებითა და მაისურებით. მათ შორის იყო ის პირველი მაისურიც, რომელიც ხვიჩას „დინამო თბილისში" ყოფნისას ეცვა. საქართველოში ყოფნისას ხვიჩა კვლავ თავის პატარა საძინებელს იყენებს ოთახის  ერთ კუთხეში კომპიუტერის  მაგიდა, ყურსასმენები, კლავიატურა და სკამი დგას". „ხვიჩას პროფესიული კარიერა  და მისი გზა მწვერვალებისკენ „დინამო თბილისიდან" დაიწყო"-, ამბობს ფეხბურთელის დედა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ადრეული ასაკიდანვე  კვარაცხელიასთვის ფეხბურთი  ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. „როგორც დედამისი იხსენებს, ის ბურთს გვერდიდან არ იშორებდა. სულ თან დაჰქონდა, მასთან ერთად ეძინა",- ვკითხულობთ სტატიაში. კვარაცხელიამ პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა 2017 წელს გამართა, შემდეგ კი იჯარით „რუსთავსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ წავიდა. სწორედ „ლოკომოტივში“ მიიღო პირველი მაღალი ხელფასი და ამ ფულის წყალობით მამამისს დაუფინანსა გულის ოპერაცია, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.2019 წლის 22 მაისს მან პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის თასი მოიგო. შემდეგ იყო „რუბინი“, სადაც რუსეთის ჩემპიონატის ახალგაზრდა ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვარამ ყაზანი დატოვა და ქართულ კლუბში, „დინამო ბათუმში“ გადავიდა. 2022 წლის ივლისში კვარაცხელია „ნაპოლიმ“ გაიფორმა. ხვიჩასთან ერთად „პარტენოპეიმ“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ნეაპოლში მას ახალი მეტსახელი - „კვარადონა“ - შეარქვეს. ისტორიული წარმატების მიუხედავად, ხვიჩამ იცოდა, რომ დროის ამბავი იყო, მისით ევროპული გრანდი როდის დაინტერესდებოდა და ნეაპოლს როდის დატოვებდა. ეს გრანდი „პარი სენ-ჟერმენი“ აღმოჩნდა, რომელმაც ის 70 მილიონ ევროდ შეიძინა. პარკ დე პრენსზე“ გადასვლას ტრებლი მოჰყვა. პსჟ-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში, რომელშიც კვარამაც გაიტანა, „ინტერი“ გაანადგურა.კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეზე მიდის, წინსვლაზე ორიენტირებული დრიბლინგი აქვს და მოკლე მონაკვეთებში მანევრირება შეუძლია. ეს საქართველოში მიღწეული პროგრესისა და მუშაობის დამსახურებაა. კვარაცხელია ვიდეოანალიზის საშუალებით საკუთარ თამაშს ხვეწს; მას აქვს სპეციალური ვარჯიშები, რომელთა დახმარებითაც ფეთქებადობასა და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარს იუმჯობესებს.ხვიჩა ძლიერი და ზუსტი დარტყმით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფლანგიდან ცენტრში შედის. მის თავდაჯერებულობას ვარჯიშებისას ამ მოძრაობის უთვალავჯერ გამეორება და სპორტდარბაზში ძალის მოსამატებელი სპეციალური რუტინები განაპირობებს.საკუთარი თაობის სხვა ნიჭიერი ფეხბურთელების მსგავსად, კვარაცხელიას საფეხბურთო კერპიც კრიშტიანუ რონალდუა. როგორც მისი გმირი, კვარა დაცვას აქტიურად ეხმარება და კონკურენტუნარიანი მენტალიტეტი აქვს.„ვგრძნობ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. აქ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიზიარებთ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა მოიგოს და თამაშით სიამოვნება მივიღო. ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრებაა - მიყვარს თამაში და ფეხბურთით სიამოვნების მიღება.“ კვარაცხელია ჯერ კიდევ სწავლობს და მუშაობას აგრძელებს. მან იცის, რა ასპექტებში აქვს მოსამატებელი და ხვდება, რომ დაცვაში თამაში მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ანტონიო კონტესთან მუშაობისას გაიაზრა და გაკვეთილი კარგად აითვისა, რადგან ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენში“ მისგან დაცვაში უფრო იშვიათად ჩასვლას ნამდვილად არ ითხოვს. სწავლის პროცესში კვარაცხელია ძველი ფეხბურთელების ვიდეოებს უყურებს, განსაკუთრებით რონალდინიოს მაგიას, და ცდილობს მათი მოძრაობები ვარჯიშებზე დაამუშაოს, შემდეგ კი საკუთარი არსენალი გააძლიეროს. „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელია უმნიშვნელოვანესი მატჩების მონაწილეა და ზუსტად იმ სიტუაციაშია, რაშიც მისი ფავორიტი სპორტსმენები იყვნენ. იგი NBA-ის დიდი გულშემატკივარია და კობი ბრაიანტი და კევინ დურანტი უყვარს.„მნიშვნელოვანი შეხვედრებით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი. საუბარია მატჩებზე, რომლებშიც მონაწილეობაზე უარს არავინ იტყოდა. მეტი ზეწოლა, მეტი ინტენსიურობა, მაგრამ ამავდროულად მეტი მოტივაცია. ჩემი აზრით, ეს არის სიტუაცია, როცა შეგიძლია შენი ნამდვილი ხასიათი აჩვენო,“ - ამბობს კვარა. 2022 წლის აგვისტოში კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ უკვე ერთი წელი იყო, რაც ნიცა თავაძეს ხვდებოდა — ქართველ სტუდენტს, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.მათი ტრადიციული ქართული ქორწილი 2023 წლის ოქტომბერში მცხეთის სამთავროს მონასტერში გაიმართა, ხოლო 2024 წლის 21 აგვისტოს თბილისში წყვილს პირველი შვილი - ვაჟი, დამიანე - შეეძინა. კვარაცხელიას პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. მოედნის მიღმა ის რადიკალურად განსხვავებულია. თუ მოედანზე უშიშარი და აგრესიულია, მის მიღმა მშვიდი და თავშეკავებულია.ადამიანები, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ თავმდაბალი ოჯახის კაცია - სრულიად განსხვავებული იმ ხელოვნურად შექმნილი სუპერვარსკვლავის იმიჯისგან, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი ატარებს. მისი მეგობრები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის გულუხვობას - თვისებას, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მაშინაც კი, როცა დიდი ფული არ გააჩნდა.კვარაცხელია პატრიოტია და კარგად ესმის, რომ მოედანზე მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენს, არამედ მაგალითია ქართველი ახალგაზრდებისთვისაც. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან მოვდივარ. საქართველოში იდენტობა ძალიან ძლიერი რამ არის და ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, ვცდილობ ეს წარმოვაჩინო.“ ქართველები ცნობილები არიან ძლიერი იდენტობით, კულტურისადმი სიამაყით და ჯიუტი გამძლეობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმპერიებს შორის არსებობით ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ამ ყველაფრის განსახიერებაა — უშიშარი ფეხბურთელი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა მცველს უტევს, თითქოს მთელ ქვეყანას თან ატარებს. მისი გზავნილი საქართველოს ახალგაზრდებისთვის მარტივია: „იცოდეთ, რომ მე აქ ვარ. ეს შესაძლებელია. თქვენც შეგიძლიათ ამ დონეს მიაღწიოთ,“ - წერს BBC.

კვარა

სპორტი 1744232695

„ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“ - ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილ ბრწყინვალე გოლს ეხმაურება ფრანგული მედია.„რა გოლი, რა თამაში! ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“,  - წერს ფრანგული მედია ქართველ ფეხბურთელზე. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა.„კვარას ფენომენალური გოლი! ქართველი თავის ყველა თვისებას პარიზშიც ავლენს“ - რას წერს იტალიური მედია კვარაზე

მარადონა

მსოფლიო 1742151191

ფეხბურთის ლეგენდის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე - გასამართლდებიან თუ არა ექიმები მარადონას განზრახ მკვლელობისთვის და რა გახდა მისი გარდაცვალების რეალურ მიზეზი

არგენტინა, ბუენოს-აირესი - ამ ქალაქში, სადაც ყველგან ფეხბურთის სუნია, ახლა ყველა ლეგენდარული ფეხბურთელის, მათი ღმერთის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.2020 წლის 25 ნოემბერს დიეგო არმანდო მარადონა გულის შეტევით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. არგენტინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.მარადონას გარდაცვალების მიზეზი დღემდე ბურუსით არის მოცული.სიკვდილამდე ორი კვირით ადრე 60 წლის მარადონას კანქვეშა ჰემატომის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარადონას ქალიშვილებმა ეჭვი შეიტანეს მამისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასა და ექიმის კვალიფიკაციაში. ლეოპოლდო ლუკეს კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. თავად ექიმმა განაცხადა, რომ დიეგო მარადონას გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.დიეგო მარადონამ კლინიკა 12 ნოემბერს დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობდა. ექიმის ინფორმაციით, მარადონას რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა სჭირდებოდა, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა.ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი გასულ კვირას დაიწყო. სამედიცინო სფეროს 7 წარმომადგენელს ბრალად ედება დაუდევრობა, რამაც, შესაძლოა, ფეხბურთელის სიკვდილი გამოიწვია.პროკურორი პატრისიო ფერარი დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა. სხდომა ბუენოს აირესის გარეუბან სან-ისიდროში გაიმართა. ისაუბრა მტკიცებულებებზეც. ჩატარებულმა სისხლისა და შარდის ტესტებმა აჩვენა, რომ მარადონას აძლევდნენ რეცეპტით გამოწერილი წამლების კოქტეილს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პანიკის შეტევებისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ WhatsApp-ში იპოვეს შეტყობინება, სადაც მისი მკურნალი ექიმი ლეოპოლდო ლუკე წერდა: "ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება."ბრალდებულთა შორის არიან მარადონას ნეიროქირურგი და პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ორი ექიმი, ორი ექთანი და მათი უფროსი. ყველა მათგანმა უარყო პასუხისმგებლობა ფეხბურთელის გარდაცვალებაზე. პროცესზე მარადონას ქალიშვილებმა ისიც თქვეს, რომ ექიმები ფეხბურთელს ცხოველებივით ეპყრობოდნენ. თუ ფეხბურთელი მკურნალი ექიმები დამნაშავედ ცნეს, მათ 25-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ივლისამდე გაგრძელდება.პროცესების პარალელურად, არეულობა იყო არგენტინაში. ლეგენდის თაყვანისმცემლები ქუჩებში გავიდნენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.მანამდე კი იყო მთელი ეპოქა, რომელიც დიეგო მარადონამ შექმნა - ბიჭი ბურთით, რომელიც ბუენოს-აირესის ერთ-ერთ სტადიონზე ვარჯიშობს, წლების მერე თავს მთელ მსოფლიოს გააცნობს და ლეგენდარული ფეხბურთელი გახდება. ამ არგენტინელ ბიჭთან ერთად დაიბადება ფეხბურთი და ფეხბურთის ღმერთიც, რომელიც სამყაროს ბურთს შეაყვარებს.8 წლის ასაკში ბავშვთა მწვრთნელმა აღმოაჩინა, როდესაც თავისი უბნის გუნდში, "ესტრელა როხაში" თამაშობდა. მალევე "ლოს სებოლიტასში" ჩაირიცხა, "არხენტინოს ჯუნიორსის" ბავშვთა გუნდში. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მწვრთნელებმა მისი ასაკი ვერ დაიჯერეს. უკვე 12 წლის ასაკში მაყურებელს თავისი ოსტატობით აოცებდა. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.დიეგო არმანდო მარადონა ბუენოს-აირესის გარეუბანში დაიბადა. იზრდებოდა ღარიბ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე კორიენტესის პროვინციიდან ჩამოვიდა. ოჯახში მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი იყო.1971 წელს მისი გვარი გაზეთის ფურცლებზე პირველად მოხვდა. პირველი ოფიციალური შეხვედრა 16 წლისამ ჩაატარა. არხენტინო ხუნიორსის რიგებში მან ორი გოლი გაიტანა, ამ შეხვედრამ კი მთელი არგენტინა პატარა ფენომენზე აალაპარაკა.1978 წელს არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, თუმცა იმ დროს მარადონა ნაკრებს მიღმა დარჩა. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალიან განიცადა. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.პირველი კლუბი "ბარსელონა" იყო, თუმცა დიეგოს კატალონიურ კარიერას წერტილი დაპირისპირების შემდეგ დაესვა.მერე იყო "ბოკა ხუნიორსი," მისი საყვარელი კლუბი.მარადონას საფეხბურთო თავგადასავალი "ნეაპოლში" გაგრძელდა, სადაც დიეგო არმანდო მარადონა 80-იან წლებში ჩადის. მარადონას ვარსკვლავური ერა აქედან იწყება.დიეგო მარადონამ ბოლოს "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონობა 1990 წელს მოაგებინა, 33 წლის შემდეგ კი ეს მხოლოდ ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, როგორც მას ნეაპოლში ეძახიან- კვარადონამ შეძლო.1986 წელს მექსიკაში რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ინგლისის ნაკრებისთვის ხელით გატანილ ამ გოლს, რომელიც მსაჯს გამორჩა, თავად უწოდა ღმერთის ხელით გატანილი გოლი. ამ შეხვედრაში გატანილი მისი მეორე ბურთი მეოცე საუკუნის საუკეთესო გოლად ჩაითვალა. არგენტინამ მსოფლიო თასი მოიპოვა და დიეგოც სამშობლოში ფეხბურთის ღმერთად გადაიქცა.1991 წლის მარტში იტალიის ჩემპიონატის დროს მარადონამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა. მას სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს. ფეხბურთის ფედერაციამ მცირე ხნით მას მინდორზე გასვლაც აუკრძალა. დისკვალიფიკაციის შემდეგ, მარადონა ნეაპოლში აღარ გაჩერდა. ის ესპანურ "სევილიაში" გადავიდა. ბოლოს ისევ არგენტინას დაუბრუნდა. 1997 წელს კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ისევ თავის საყვარელ გუნდში.ფეხბურთთან სამუდამო განშორება გაუჭირდა და მწვრთნელი გახდა.დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი - მე დიეგო. მარადონა არაორდინალური პიროვნება იყო.მეგობრობდა კუბის კომუნისტ ლიდერთან ფიდელ კასტროსთან და ვენესუელის მმართველთან უგო ჩავესთან, მოხიბლული იყო სოციალიზმის იდეებით. მისი ცხოვრება ქაოსით იყო მოცული და ხშირად სკანდალურ ამებებშიც ეხვეოდა. მას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამოც მკურნალობდნენ.მარადონა რელიგიადაც გადაიქცა. მას აქ, არგენტინაში ამ დრომდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქალაქ როსარიოში მარადონას ეკლესიაც კი გაუხსნეს.არგენტინაში ახლა დიდიც და პატარაც ხმაურიანი სასამართლო პროცესების დასრულების მოლოდინშია. მარადონას სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ყველა ელოდება, რომ გაიგოს ემსხვერპლა თუ არა ექიმების დაუდევრობას კაცი, რომელიც მსოფლიომ სამუდამოდ შეიყვარა.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1737313308

როგორ დაემშვიდობა კვარას იტალია და როგორ დახვდა საფრანგეთი - ხვიჩა კვარაცხელიას განვლილი და ახალი საფეხბურთო თავგადასავალი

სამხრეთ იტალიურ ქალაქში, სადაც ფეხბურთს ასე აღმერთებენ, ორი წლის წინ ბურთის გაგორება ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დაიწყო. საფეხბურთო ტრადიციის მიმდევარმა გულშემატკივარმა ქართველ ფეხბურთელს თამაში პირველივე წუთებიდან მოუწონა. მერე კი ქუჩებსა და ლეგენდარულ სტადიონზე, ახალი საფეხბურთო ერა დაიწყო - მარადონადან კვარადონამდე.ნეაპოლში პატარა ქვეყნიდან დიდი მიზნებისთვის ჩავიდა. ისე, როგორც მისი წინამორბედი 80-იან წლებში, მაშინ როცა ეს ქალაქი ჯერ კიდევ კრიმინალთან და სიღარიბესთან ასოცირდებოდა.მას მერე საფეხბურთო ქალაქში არც ტაში დაჰკლებია და არც ოვაციები. ნეაპოლში ჩასულს არც იტალიელი ჟურნალისტის ეს უხერხული შეკითხვა დაუტოვებია უპასუხოდ და მომავალში არც ამ ქალაქის გულმხურვალე ქომაგების გაოცება დავიწყებია დაუვიწყარი გოლებით, რამაც ხვიჩა კვარაცხელიას არნახული წარმატება მოუტანა. ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მალევე დაინახეს საერთო საფეხბურთო ძაფები მათ მეფესთან - დიეგო არმანდო მარადონასთან და ასე ნელ-ნელა ყველა ხედავდა რომ ნეაპოლში, სადაც ბურთი ასე უყვართ და ქომაგობენ, სადაც ჰაერშიც კი ფეხბურთის სუნია, ფეხბურთის "ახალი მეფე" მეორედ იბადებოდა.მოედანზე გასულს არც გულშემატკივრები ავიწყდებოდა და არც ისინი ივიწყებდნენ. სახლებიდან, თუ სტადიონ "მარადონაზე" შეკრებილები ყოველთვის ნეაპოლურ ზღაპრის ადევნებდნენ თვალს. ამ საფეხბურთო დღესასწაულს კი დიდი თუ პატარა, იტალიური ტემპერამენტით, ემოციებით და შეძახილებით ხვდებოდა.მოედანზე თავდადებული, მაგიური ტალანტი, არაპროგნოზირებადი და ჯიუტი, თავისი განუმეორებელი საფეხბურთო ტექნიკით - ამ ქალაქის მაცხოვრებლებს მხოლოდ ერთ ადამიანს ახსენებდა, ამიტომაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ამ ისტორიულ საფეხბურთო კედელზე მარადონასთან ერთად გამოსახეს. ფეხბურთის ლეგენდა და ბიჭი, რომელმაც ბურთის თამაში 6 წლიდან დაიწყო და მსოფლიო ვარსკვლავად იქცა.ნეაპოლში ხვიჩა იმდენად შეიყვარეს, კვალი არამარტო მოედანს, არამედ ერსაც კი დაატყო. იტალიელი სპორტული კომენტატორებისთვისაც რთულად წარმოსათქმელი ქართული სახელი ხვიჩა დღეს ნეაპოლში რომ დაიძახო, შესაძლოა პატარა ბავშვმა გიპასუხოს. საფეხბურთო ქალაქში პირველ ბავშვს ხვიჩა 2023 წელს დაარქვეს. ისტორია აქაც გამეორდა. როდესაც "ნაპოლიში" დიეგო მარადონა თამაშობდა, იმ წლებში ბევრ ახალშობილს დაარქვეს მისი სახელი.კვარაცხელია მარადონას გუნდში ბათუმის "დინამოდან" გადავიდა და 33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა, თავად კი იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.და როცა დამშვიდობების დრო მოვიდა, იქ მივიდა, სადაც საფეხბურთო კერპთაყვანისმცემლობის ადგილია. დიადი არგენტინელის მურალთან.მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი 77-ნომრიანი მაისური გაიხადა, სამხრეთელ გულშემატკივრებს მათთვის გასაგებ ენაზე ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა და ისიც უთხრა, რომ მომავალში ამ ამბავზე უფრო მეტს მოჰყვებოდა.ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები გულდაწყვეტილები დარჩნენ, რაც ყველამ თავისებურად გამოხატა. გულდაწყვეტილმა ქომაგებმა ვერც ცრემლები შეიკავეს.ეს ამბავი დაეტყო ქუჩებსაც, სახლებს. იყო წყენაც, ემოციური წერილები - მითქმა-მოთქმა, სად უფრო დააფასეს კვარა. იტალიაში სპორტული გვერდები სინანულით აღნიშნავდნენ, რომ კვარაცხელიას წასვლის შემდეგ მათი გამომწერების რაოდენობაც შემცირდა. ზოგმა ბრაზი და წყენა ასე რადიკალური ფორმითაც გამოხატა.ბიჭი, რომლისთვისაც ფეხბურთი ცხოვრების მთავარი მიზანია, კარიერას ახალ ქვეყანაში გააგრძელებს. საფრანგეთში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და ახლა უკვე თავბრუდამხვევი გოლების გატანას პსჟ-ს ფეხბურთელის სტატუსით გეგმავს.კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტი გააფორმა. "პარი სენ-ჟერმენი" კვარაცხელიას ტრანსფერში "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს გადაუხდის, 10 მილიონს - ბონუსების სახით. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. ახლა კვარაცხელია უკვე ფრანგულ მინდორზე სათამაშოდ ემზადება, ფრანგი გულშემატკივრები კი მისი სახელის სწორად წარმოთქმაში ვარჯიშობენ.ხვიჩა კვარაცხელია, ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ნეაპოლის კედლებს, სტადიონის ტრიბუნებსა და ამ ყველაზე ემოციური გულშემატკივრების საფეხბურთო მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. უცნობი ბიჭი, ბათუმის "დინამოდან" ერთხელ "ნაპოლიში" რომ წავიდა სათამაშოდ და მერე თავი მთელ მსოფლიოს რომ გააცნო. ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიელებს ფეხბურთი კიდევ უფრო შეაყვარა და მათი გულის ნაწილად აქცია.

კვარა

სპორტი 1725738349

ხვიჩასთან ერთად ყველაფერია შესაძლებელი, საქართველო მსოფლიოზე უნდა გავიდეს... - რას წერენ „ნაპოლის“ ფანები ხვიჩაზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს დიდი სიურპრიზი მოუწყო და საკმაოდ ძლიერი ჩეხეთი საშინაო კედლებში 4:1 გაანადგურა.მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის ანგარიშზეც საბოლოოდ ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გახლდათ.ცხადია, ხვიჩას ბენეფისი არ გამორჩენიათ ნაპოლის ფანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ქართველის შესახებ შესაქებ სიტყვებს არ იშურებენ.ჩვენი კვარადონა ისევ სასწაულ სეზონს ჩაატარებს, ეს მატჩი სწორედ ამის დასტურია!როგორ გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია ჩვენს გუნდში თამაშობს და არა სადმე სხვაგან.ეს კვარაცხელიას შოუ იყო, კვარადონამ ჩეხებს შოუ დაუდგა!ხვიჩასთან ერთად ყველაფერია შესაძლებელი, საქართველო მსოფლიოზე უნდა გავიდეს.როგორი ლაღი, მსუბუქი და თამამია! საოცარი ფეხბურთელი ხარ, ხვიჩა!მის თამაშებს არ ვტოვებ, კლუბში იქნება თუ ნაკრებში, ის გასაოცარია!წყარო: