„მომხმარებელთა საყურადღებოდ!“ - „მაგთი“ განცხადებას ავრცელებს
1775734164
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.
„ლივერპულის“ კარს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი იცავდა. აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გამოეხმაურა:
„რა იშვიათი შემთხვევაა ორი ქართველის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს ეს ვიხილეთ კვარაცხელია-მამარდაშვილის არა ერთ გუნდში, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ. ორივემ ბრწყინვალე თამაში აჩვენა.
წაგებული „ლივერპულის“ მხარეს მამარდა ყველაზე საუკეთესო იყო შესანიშნავი მოგერიებებით, მოგებული გუნდის პსჟ-ს მხარეს კი კვარადონა იყო საუკეთესო, რომელმაც 2:0 მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 1 გოლის გატანის ჩათვლით. „არც ხვიჩა იყო ფრანგი და არც გიორგი ინგლისელი, ორივე დიადი საქართველოს შვილები არიან, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ორი ქართველის ხილვა უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტმა ადამიანმა მიადევნა თვალი“, - წერს გოგა ჩანადირი.