გერმანული მედია: „არაპროგნოზირებადი კვარაცხელია ბაიერნს ემუქრება“

კვარაცხელია

გერმანული გამოცემა ntv Nachrichten „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთვის ფაზლის ბოლო დეტალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც გუნდი თვისობრივად სხვა დონეზე გადავიდა, ხვალ კი ქართველი „ბაიერნისთვის“ ისევ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იქნება.

რას წერს გამოცემა:

„ნათელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც ასეთი რთულად წარმოსათქმელი სახელი აქვს, უფრო მარტივი რამ სჭირდებოდა. თუმცა „კვარადონა“? ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან შედარება? თვითონ ხვიჩა ამბობს, რომ ეს მეტსახელი დამატებით ზეწოლას ქმნის, თუმცა კვარაცხელია ამ ამოცანას თავს კარგად ართმევს: „ბაიერნთან“ პირველ ნახევარფინალში მისმა დუბლმა პარიზელებს მეორე მატჩის წინ უპირატესობა შეუქმნა...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე