ss

საზოგადოება 1762259768

დღეს, „რუსთავი2-ზე“, მეგაშოუ „საქართველოს ხმა“ იწყება

დღეს 4 ნოემბერს, 22:00 საათზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში მეგაშოუ „საქართველოს ხმა“ იწყება. განსხვავებული იქნება მუსიკალური რეპერტუარი, გადაცემის დეკორაცია და სცენა, სადაც კონკურსანტები ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციებს შეასრულებენ.პროექტი 4 შესარჩევ ეტაპსა და 6 ლაივ კონცერტს მოიცავს. 4 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 10 კონკურსანტი უნდა შეარჩიოს, რომელიც პირველობისთვის იბრძოლებს. ახალ სეზონზე საქართველოს ხმის ჟიური, 3-ის ნაცვლად, 4 წევრისგან შედგება. მონაწილეებს სწორედ პროფესიონალი მუსიკოსები შეაფასებენ. მათ ხელშია შოუს განსაკუთრებული ელემენტი - ოქროს ბილეთი, რომელიც კონკურსანტს საშუალებას აძლევს, შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ ფინალში მოხვდეს.საუკეთესო მონაწილეებიდან გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება, ის "საქართველოს ხმის" ტიტულთან ერთად, მიიღებს ბინას თბილისში. მუსიკალურ პროექტს "რუსთავი 2-ის" სახე, თიკა ფაცაცია გაუძღვება, რომელიც, ტრადიციულად, მაყურებელს შოუს კულისებს აზიარებს და კონკურსანტებს ჟიურისთან შესახვედრად მოამზადებს.ასაკობრივი და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან კონკურსანტები, რომლებმაც შესარჩევი ეტაპი უკვე გაიარეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მომღერლებს საერთო მიზანი აერთიანებთ - ეს გამარჯვებაა.ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე, "რუსთავი 2-ის" ეთერში, მაყურებელი მუსიკალური აღმოჩენების მოწმე გახდება.

თიკა

ტაბლოიდი 1761573120

„რა დიდებული ადამიანია რომ იცოდეთ და რა სიყვარულის მატარებელი, ამიტომაც გვიყვარს ყველას...“ - თიკა ფაცაცია მამას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია მამას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს:„ჩემი უსაყვარლესი და უკარგესი მამიკოს დაბადების დღეა  რა დიდებული ადამიანი რომ იცოდეთ და რა სიყვარულის მატარებელი, ამიტომაც გვიყვარს ყველას განსაკუთრებით მამი იდღეგრძელე და იხარე დიდხანს. ჩვენი მთავარი ფაცაცია“,- წერს თიკა. 

ჰედი ლამარი

მსოფლიო 1760477544

ქალი, რომელსაც Wi-Fi, ჯიპიესისა და ბლუთუზის შექმნას უნდა ვუმადლოდეთ - ჰედი ლამარის ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

ქალი, რომელსაც  Wi-Fi, ჯიპიესისა და ბლუთუზის შექმნას უნდა ვუმადლოდეთ - გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" თიკა ფაცაციამ მაყურებელს ჰედი ლამარის ისტორია გააცნო:„Wi-Fi, ჯიპიესი, ბლუთუზი - ამ ტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, გაგვიმარტივა ყოველდღიურობა.  მათ ყველგან ვიყენებთ -  სახლში, სამსახურსა თუ უბრალოდ ქუჩაში ყოფნისას. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ყველაფერს საფუძველი სწორედ ქალმა ჩაუყარა.დღეს გიყვებით ჰედი ლამარის ისტორიას - ქალის, რომელიც დროს უსწრებდა და რომელსაც  Wi-Fi-ს, ჯიპიესსა და ბლუთუზს უნდა ვუმადლოდეთ. თავად ლამარი ხშირად ამბობდა, რომ ადამიანების გარეგნობაზე უფრო საინტერესო მათი გონება იყო. სიტყვები რეალობადაც მალევე აქცია და საზოგადოებას ბრწყინვალე გამოგონებები დაუტოვა.ჰედი ლამარის ისტორია ავსტრიიდან იწყება. 19 წლის იყო, როდესაც ოჯახი შექმნა. თუმცა, ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა.გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ლამარი ამერიკაში გაემგზავრა. ლონდონიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალ გემზე ის ამერიკული მედია კომპანიის, „მეტრო გოლდენ მაიერის“ ხელმძღვანელმა , ლუის მაიერსმა შეამჩნია. მისმა სილამაზემ მაიერსი ისე მოხიბლა, რომ ლამარს თანამშრომლობა შესთავაზა. ასე დაიწყო მისი გზა ჰოლივუდისკენ.საზოგადოებას ის ყველაზე მეტად 1940 წლის, ოსკაროსანი კინოსურათიდან, „ალჟირი“ახსოვს.  უცხოური მედიის ცნობით,  დისნეის ანიმატორებმა ფიფქიას სახის სტრუქტურა, თვალები და გამომეტყველება სწორედ ჰედი ლამარის გარეგნობის მიხედვით შექმნეს.  პერსონაჟის სახის დახატვისას მათ  იდეალური ქალი სჭირდებოდათ - იმ პერიოდში ლამარი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა.ლამარი ბევერლი ჰილსში განაგრძობდა ცხოვრებას, მონაწილეობდა ფილმებში,  თუმცა, მეცნიერებისადმი ინტერესს ვერაფერს უხერხებდა. მას კაცობრიობისთვის უფრო მეტის გაკეთება სურდა.  „გამოგონებები ჩემთვის მარტივი რამაა. იდეებზე ფიქრი არ მიწევს, აზრები ბუნებრივად მომდის თავში",- ამბობდა ლამარი. ყველაფერი მაშინ შეიცვალა როდესაც ლამარმა ჯონ ფიცჯერალდ კენედი და ბიზნესმენი, ჰოვარდ ჰიუზი გაიცნო. მათ ლამარი სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის საჭირო ტექნოლოგიებით მოამარაგეს. მუშაობამ შედეგი გამოიღო - 1941 წელს ჰედი ლამარმა სიხშირის გამავრცელებელი ტექნოლოგია შექმნა, რომელიც ჯიპიესის, WIFI-სა და ბლუთუზის შექმნას დაედო საფუძვლად.  ლამარის გამოგონება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეებს შორის წარმოებულ რადიო-კომუნიკაციებს ნაცისტებისგან იცავდა.  ლამარმა დიდი წვლილი შეიტანა თვითმფრინავების აეროდინამიკური ხარისხის გაუმჯობესებაშიც". 

მამუკა ჩარკვიანი

საზოგადოება 1755771451

VIDEO: „სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი“... - მამუკა ჩარკვიანის ემოციური შესრულება, რომელმაც გადაცემის წამყვანი აატირა

მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, რის გამოც კლინიკაში იმყოფებოდა.11 წელი ეტლში გაატარა. ცხრა ოპერაციისთვის გაკეთებულმა ცხრა ნარკოზმა მეხსიერებასა და ხმაზე იმოქმედა... თუმცა ახალი სიმღერებით მაინც გაახარა მსმენელი...2023 წელს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელები დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 26 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. მათ შორის დასახელდა მამუკა ჩარკვიანი.2022 წლის ნოემბერში, ავტორ-შემსრულებელის იუბილეზე, იუბილარმა პირდაპირ ეთერში შეასრულა კომპოზიცია „სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი“.მამუკა ჩარკვიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში სიმღერა ისე ემოციურად შეასრულა, რომ გადაცემის წამყვანმა, თიკა ფაცაციამ ცრემლები ვერ შეიკავა. 

ნჯ

საზოგადოება 1755267329

„ანდრო 25 წლისაა“ - თიკა ფაცაცია უფროს შვილს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

ტელეწამყვან, თიკა ფაცაციას უფროსი შვილი 25 წლისაა. თიკა მას ოჯახური კადრებით ულოცავს იუბილეს. „ანდრო 25 წლისაა❤️ ჩვენი ❤️☀️💫",-წერს თიკა.

თიკა ძმის შვილთან ერთად

კულტურა 1752042852

ვინ არის გოგონა, რომელიც ახალ კლიპში თიკა ფაცაციას ბავშვობას განასახიერებს

7 ივლისს "კავეა- სითი მოლში"  ტელეწამყვანისა და მომღერლის, თიკა ფაცაციას ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.სიმღერის სახელწოდებაა "ბედნიერების მჯერა".  სიმღერის ავტორი-კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა. ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნით.არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და  ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავა. ნამუშევარზე თიკა ფაცაცია წელიწად-ნახევარი მუშაობდა. კლიპში თიკას ბავშვობას ულამაზესი გოგონა განასახიერებს, რომელიც მომღერლის ძმის შვილია. როგორც არჩილ სოლოღაშვილმა განაცხადა, ის მამიდასავით ნიჭიერია.   

თიკა

ტაბლოიდი 1751969405

„ბედნიერების მჯერა“ - თიკა ფაცაციამ ახალი სიმღერა გამოუშვა

7 ივლისს "კავეა- სითი მოლში"  ტელეწამყვანისა და მომღერლის, თიკა ფაცაციას ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.სიმღერის სახელწოდებაა "ბედნიერების მჯერა".  სიმღერის ავტორი-კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა. ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნით.არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და  ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავა.ნამუშევარზე თიკა ფაცაცია წელიწად-ნახევარი მუშაობდა. 

თიკა ფაცცია

კულტურა 1751826029

თიკა ფაცაცია 20-წლიანი პაუზის შემდეგ ახალ სიმღერას გვთავაზობს

 ქართველი მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ახალი სიმღერის პრემიერა 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლშია“ დაგეგმილი.სიმღერის სახელწოდებაა „ბედნიერების მჯერა“.„ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი და ასეც დაერქვა სიმღერას“, – თიკა ფაცაცია.პროექტზე მომღერალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნის. არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს.            View this post on Instagram                       A post shared by tika (@tikapatsatsia)

საქართველოს ხმა

შოუბიზნესი 1745919080

დღეს, "რუსთავი 2-ზე", ახალი გრანდიოზული მეგა შოუ "საქართველოს ხმა" იწყება

"რუსთავი 2"-ის მთელი შემოქმედებითი გუნდი მორიგი გამოწვევისთვის ემზადება. დღეს, ახალი, ყველაზე მუსიკალური მეგა შოუ "საქართველოს ხმა" სტარტს იღებს.პირველად საქართველოში, მუსიკალური მეგა შოუს  სამი ქალი წამყვანი წარუძღვება. თიკა ფაცაცია, თაკო ჩორგოლაშვილი და მარიამ სანოგო იდგებიან ახალი პროექტის დიდ  სცენაზე და გაამხნევებენ კონკურსანტებს მაშინ, როდესაც ისინი ჟიურის და მაყურებლის შეფასების მოლოდინში იქნებიან.ქართული რეპერტუარი, გემოვნება და უნიკალური ვოკალური მონაცემები ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც მონაწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან.საქართველოს ხმას და ახალ ვარსკვალვს კი მაყურებელთან ერთად, სამი სუპერ პროფესიონალი ჟიურის წევრი - რუსა მორჩილაძე, დავით ფორჩხიძე  და გიორგი ძოწენიძე აღმოაჩენს.მონაწილეებს რამდენიმე ტურის გადალახვა მოუწევთ იმისთვის, რომ საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ და ფილარმონიის დიდ სცენაზე პირდაპირ ეთერში ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიურის სამივე წევრს გააჩნია ერთი ოქროს ბილეთი, რომლის მოპოვების შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოტოვებს ორ ურთულეს საკონკურსო ეტაპს.29 აპრილიდან ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, "რუსთავი 2"-ის საღამოს ეთერში შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ იმ მუსიკალურ პროექტს, რომელიც ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლებს გაგაცნობთ. საბოოლოდ კი ერთად გავიგებთ, ვინ გახდება ქვეყნის საუკეთესო ხმის მქონე გამარჯვებული, რომელსაც ჯილდოდ ბინა გადაეცემა.

საქართველოს ხმა

ტაბლოიდი 1745820581

"რუსთავი 2"-ის ახალი გრანდიოზული პროექტი - 29 აპრილიდან ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე მეგა შოუ "საქართველოს ხმა" იწყება

"რუსთავი 2"-ის მთელი შემოქმედებითი გუნდი მორიგი გამოწვევისთვის ემზადება. ახალი, ყველაზე მუსიკალური მეგა შოუ "საქართველოს ხმა" სულ მალე  აიღებს სტარტს.შესარჩევი ტურის პირველი დღე აქტიური და ამავდროულად დაძაბულია. სანამ საუკეთესო შემსრულებლები სცენაზე გამოვლენ, იქამდე ბოლო ტექნიკური სამუშაოები  ტარდება. ემზადებიან ჟიურის წევრები, მონაწილებიი და წამყავნებიც."საქართველოს ხმის" აღმოსაჩენად ყველა მზად არის. ახალი ტელეპროექტის შესარჩევი ტური დაიწყო.პირველად საქართველოში, მუსიკალური მეგა შოუს  სამი ქალი წამყვანი წარუძღვება. თიკა ფაცაცია, თაკო ჩორგოლაშვილი და მარიამ სანოგო იდგებიან ახალი პროექტის დიდ  სცენაზე და გაამხნევებენ კონკურსანტებს მაშინ, როდესაც ისინი ჟიურის და მაყურებლის შეფასების მოლოდინში იქნებიან.ქართული რეპერტუარი, გემოვნება და უნიკალური ვოკალური მონაცემები ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც მონაწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან.საქართველოს ხმას და ახალ ვარსკვალვს კი მაყურებელთან ერთად, სამი სუპერ პროფესიონალი ჟიურის წევრი - რუსა მორჩილაძე, დავით ფორჩხიძე  და გიორგი ძოწენიძე აღმოაჩენს.მონაწილეებს რამდენიმე ტურის გადალახვა მოუწევთ იმისთვის, რომ საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ და ფილარმონიის დიდ სცენაზე პირდაპირ ეთერში ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიურის სამივე წევრს გააჩნია ერთი ოქროს ბილეთი, რომლის მოპოვების შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოტოვებს ორ ურთულეს საკონკურსო ეტაპს.29 აპრილიდან ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, "რუსთავი 2"-ის საღამოს ეთერში შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ იმ მუსიკალურ პროექტს, რომელიც ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლებს გაგაცნობთ. საბოოლოდ კი ერთად გავიგებთ, ვინ გახდება ქვეყნის საუკეთესო ხმის მქონე გამარჯვებული, რომელსაც ჯილდოდ ბინა გადაეცემა.

თიკა ფაცაცია

საზოგადოება 1744833073

VIDEO: „ესეც ახალი ამბავი, გამჟღავნდა“ - თიკა ფაცაცია 

„რუსთავი 2-ის“ ეთერში ახალი მეგაშოუ, „საქართველოს ხმა“ იწყება. „ესეც ახალი ამბავი, გამჟღავნდა“, - წერს თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში და ვიდეოს აზიარებს.„დაუვიწყარი მუსიკალური მარათონი! ერთად აღმოვაჩინოთ საქართველოს ხმა, რომელიც დაიპყრობს თქვენს გულებს!“,- წერია გადაცემის ოფიციალურ გვერდზე.„საქართველოს ხმა“ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, სამშაბათს, 29 აპრილს, 22:00 საათზე დაიწყება. 

ნიჭიერი

საზოგადოება 1742192213

25 მარტს 22:00 საათზე „ნიჭიერის“ პირველი ნახევარფინალი იწყება

25 მარტს 22:00 საათზე „ნიჭიერის“ პირველი ნახევარფინალი იწყება"ნიჭიერი" — მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგია, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში პირველად 2010 წლის 1 თებერვალს გავიდა. Got Talent ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც საიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. მეგა პროექტი დღესდღეობით 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. შოუს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელი ჰყავს.ახალი სეზონის ჟიურის წევრები არიან: თაკო ფხაკაძე, თიკა ფაცაცია, გიგი დედალამიზიშვილი, დავით ფორჩხიძე, მარიამ სანოგო.