„ასე ამატირა მე“ - თიკა ფაცაციას ბავშვობის ფოტო ხელოვნურმა ინტელექტმა გააცოცხლა

თიკა ფაცაცია

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო"  სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ ტრენდზე ისაუბრეს. 

ინტერნეტსივრცეში ხშირად ვხვდებით ისეთ ვიდეოებს,  რომლებშიც ძველი, მტვრით დაფარული ფოტოები თითქოს „ცოცხლდებიან“ - მასზე გამოსახული ადამიანები იღიმიან, ერთმანეთს ეხუტებიან, ცეკვავენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს წამით დრო უკან დაბრუნდა.  უამრავ მომხმარებელს სურს ოჯახური ალბომის  ძველ სურათებს სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქოს და ახალ, ემოციებით სავსე ისტორიად აქციოს.ამ ყველაფრის უკან კი ხელოვნური ინტელექტი დგას. 

ნახეთ, როგორ გააცოცხლა თიკას ბავშვობის ფოტო ხელოვნურმა ინტელექტმა: