პაატა თედიაშვილი

საზოგადოება 1746121067

„უჭმელობით რკინადეფიციტური ანემიაც კი დაგვემართა… ურთულესი პერიოდი გვქონდა”- პაატა თედიაშვილი ცხოვრების ურთულეს ეპიზოდს იხსენებს

რას ნიშნავს ფული პაატა თედიაშვილისთვის, როგორი მხარჯველია ის და დიდი გაჭირვების მიუხედავად, როგორ მოახერხა მან და მისმა დამ, განათლების მიღება - ამის შესახებ ის  ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.პაატა თედიაშვილი: ფული არის შესაძლებლობა, რომელიც ძალიან ბევრ კარს გიხსნის და საშუალებას გაძლევს, გამოხატო საკუთარი თავი. ცხოვრებისთვის თუ პროფესიული განვითარებისთვის მატერიალური სახსარი მაინც გადამწყვეტი ხდება.ფული რომ მქონდეს, უკეთეს კონცერტს ჩავატარებ, უკეთეს კლიპს გადავიღებ, სხვა ნიჭი თუ მაქვს, მის განვითარებასა და გამომზიურებასაც შევუწყობ ხელს. ხშირ შემთხვევაში უსახსრობა გბლოკავს, მაგრამ იმედით ვცხოვრობთ.– ფულის სიყვარული სირცხვილია?– შეიძლება, რაღაც წილად უხერხული იყოს. თუ ადამიანის ცხოვრების მთავარი კრედო ფულის სიყვარულია, მაშინ ის ძალიან ბევრ უხერხულობას წააწყდება. მეგობრებისა და ოჯახის წრეში. შენს შინაურებთან ვერ გამოხატავ ფულის სიყვარულს და მხოლოდ მატერიალურ სახსარზე ორიენტირებას, ეს უხერხულიცაა და დამამცირებელიც. მეგობრობა, ძმაკაცობა, უჯახური ურთიერთობები – ამ ყველაფერზე მაღლა ფულს ვერ დააყენებ. თუმცა, არიან ანგარიშიანი ადამიანები და ყველაფერს ამ თვალით უყურებენ.როდესაც სიმღერა დავიწყე, დედა მეუბნებოდა, ჰონორართან დაკავშირებით რომ გკითხავენ, შენ არასდროს მოითხოვო რაღაც კონკრეტული თანხა, ხელოვანისთვის მთავარია სულიერი საზრდო, მაყურებელს სიამოვნებით უნდა უმღეროო. ეს მესმის და ხშირ შემთხვევაში, ასეც ვიქცეოდი, მაგრამ არაერთხელ აღმოვჩენილვარ უხერხულ მდგომარეობაში. ისეც მომხდარა, რომ ჩემით პროდიუსერს „გაუკეთებია“ ფული და მე, ჰონორარის სახით, 80 ლარი ჩამიდეს კონვერტში. რა თქმა უნდა, ის თანხა მაშინვე უკან დავუბრუნე, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.ერთხელ, ერთ პატარა გოგონას ჩააწერინეს ჩემთან დუეტი, რომლის ოჯახსაც, თურმე, ძალიან დიდი თანხა გამოართვეს. საქართველო პატარაა, არაფერი იმალება. ამ ოჯახის დიასახლისმა, ერთ-ერთ ჩემს მეგობართან ისე, რომ არ იცოდა, თუ ჩემი მეგობარი იყო, შემთხვევით თქვა, პაატა თედიაშვილი რა პრეტენზიული და მეძვირე ყოფილა, ამხელა თანხა მოითხოვა, რომ ჩემს შვილთან ემღერაო. სახტად დავრჩი ეს რომ გავიგე. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აქეთ გამიხდა ბოდიშები სახდელი იმ ოჯახთან, არადა, მე არაფერი ვიცოდი. ჩემი სახელი გამოიყენეს ფულის საშოვნელად.– ფინანსურად ყველაზე რთული და საუკეთესო პერიოდები გავიხსენოთ...– დედა ექიმი-ლაბორანტი იყო, 25 წელი იმუშავა, თუმცა როცა 90-იანი წლები დადგა, თვეობით ელოდა ხალხი ხელფასს და მაშინ ძალიან გაგვიჭირდა. დედამ ჯანმრთელობის გამო სამსახურს დაანება თავი. ურთულესი პერიოდი გვქონდა. მახსოვს, სახლიდან მზესუმზირას და ლიმონათს ვყიდდით. დილით ადრე ვდგებოდი, სახლში მომქონდა და ვყიდდი. შემდეგ, ყველს ვყიდულობდი და ვყიდდი თბილისის ბაზარზე. რა ვიცოდი ყველის შერჩევა და თურმე, გვატყუებდნენ, ნახევარზე მეტი წათხი რჩებოდა და მოგების ნაცვლად ვალები დაგვედო. უჭმელობით და უსმელობით რკინადეფიციტური ანემიაც კი დაგვემართა. მახსოვს, მე და ჩემი და როცა ვაბარებდით და რკინიგზის სადგურზე მატარებელს რომ ველოდებოდით, დედას არაერთხელ უკითხავს, დარწმუნებულები ხართ, რომ შეძლებთ? ხომ იცით, ჩვენი მატერიალური მდგომარეობა და მერე იმედგაცრუებული არ დარჩეთ, ამის მეშინიაო. მაგრამ ორივემ ისე დავიჟინეთ, რომ დედა გაოცებული იყო. გადაწყვეტილი გვქონდა, აუცილებლად გვესწავლა და ამისთვის ყველაფერს შევძლებდით. ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ამ მომენტს და გვეამაყება, რომ მაშინ უკან არ დავიხიეთ, თუმცა, ეს ძალიან რთული იყო. იმდენად მძიმე მატერიალური მდგომარეობა გვქონდა, ხაშურში ტყეში დავდიოდით ხოლმე, მაყვალს ვკრეფდით და ვყიდდით, რომ გადავრჩენილიყავით. თუმცა, ეს კიდევ უფრო ადრე იყო.მიუხედავად ამისა, ყველაზე სწორი ის მგონია, რომ სწავლაზე უარი არ ვთქვით. დაახლოებით, ათი წელი ვსწავლობდით, აკადემიურები დაგვჭირდა: იმის გამო, რომ სწავლის საფასურს ვერ ვიხდიდით, ჩამორჩენები გვქონდა. თბილისში ცხოვრებაც ძალიან რთული იყო ჩვენთვის, დამხმარე არავინ გვყავდა. დედა ყველაფერს აკეთებდა. თავისი ოქროული გაუყიდია, თავისი კაბები გაუყიდია, რომ ჩვენთვის ცეკვის ფული გადაეხადა და მერე, სტუდენტობისას, უკვე ჩვენი ცეკვით გვქონდა შემოსავალი, რომელსაც მთლიანად განათლებაში ვდებდით. მახსოვს, ერთ-ერთ ორშაბათს სწავლის ღირებულება დავფარეთ. იმ დღეს რექტორთან შეხვედრა გვქონდა და ეს შეხვედრა განსაკუთრებით დამამახსოვრდა. გვითხრა, სანამ ლექციას დავიწყებ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათო. უამრავი ლარიანი და ორლარიანი შემოიტანა და თქვა: ეს არის თანხა, სწავლის საფასური, რომელიც თედიაშვილებმა დღეს გადაიხადესო. რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა, რამდენს შრომობენ ეს ახალგაზრდები, რომ ისწავლონ. ეს წვრილი კუპიურებით შეგროვილი თანხა უნდა იყოს მისაბაძი თითოეული სტუდენტისთვისო. სტუდენტებს შორის, მხოლოდ მე და ნონა ვიყავით, ვინც სწავლის საფასურს ჩვენი შრომით ვიხდიდით. გარშემო, ძირითადად, პრივილეგირებული ოჯახების შვილები იყვნენ და ბუნებრივია, მათ საჭიროებებს მშობლები აფინანსებდნენ. ჩვენ წინა დღეს კონცერტი გვქონდა. იქიდან მიღებული ლარიანებიდან და ორლარიანებიდან შევაგროვეთ საჭირო თანხა.კი სტუდენტობა ურთულესი იყო, მაგრამ ყველაფერი დავძლიეთ. ადამიანური თვალსაზრისით არ შევცვლილვართ. ყოველთვის ვგრძნობთ, ვის უჭირს და როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით. სახლში ნაკლები საკვები მიმიტანია და ქუჩის ძაღლებისთვის მიყიდია საჭმელი, ამით ბედნიერი ვყოფილვარ. ისეთი გზა გამოვიარე, ყველაფრის ფასი ვიცი. დღეს ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და შეგვიძლია, ხელი გავუმართოთ მათ, ვისაც ჩვენზე ნაკლები აქვს.

მკვლელობა ქინძათში

ისტორიები 1744223238

მკვლელები ჯერ ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი სასტიკად მოკლეს - რას იხსენებს პროკურორი 90-იანი წლების ამბავზე, რომელზედაც სოფელში ყველა დუმდა

გასული საუკუნის 90-იანი წლები ქაოსითა და განუკითხაობით შევიდა ქვეყნის ისტორიაში. კრიმინალი ფაქტობრივად დაუსჯელი რჩებოდა, ჩამოყალიბდა ბანდფორმირებები, რომლებიც ისე დათარეშობდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და აყაჩაღებდნენ ადამიანებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო.სწორედ ამიტომ, იმ პერიოდში ძალზე ხშირი იყო ლინჩის წესით გასამართლების შემთხვევები. გვინდა, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გავიხსენოთ და მკითხველის შეკითხვას – რაში დაგჭირდათ ამ ამბის გაცოცხლებაო, აქვე გავცეთ პასუხი: ის, რაც ქვეყნის ისტორიაა, აუცილებლად უნდა დარჩეს, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს, რა გამოიარა ქვეყანამ და რას გაუძლო ხალხმა. მით უფრო, როცა ამ შემზარავი ამბის დეტალებს ბევრი ახლა, წლების შემდეგ, პირველად სწორედ „პრაიმტაიმიდან“ შეიტყობს.ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მცხეთიჯვარში ძმები დევაძეები მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ.უფროსი – გია დევაძე „ცალხელა გიას“ სახელით იყო ცნობილი, ვინაიდან მარჯვენა ხელის მტევანი ჰქონდა მოწყვეტილი. უმცროს ძმას ამირანი ერქვა.მათ რამდენიმე ადამიანისგან შექმნეს ჯგუფი და თავს ესხმოდნენ ადამიანებს, ძარცვავდნენ, აყაჩაღებდნენ…თუმცა, სოფელში ძმებს სრულიად სხვადასხვაგვარად ახასიათებენ. გიას არსენა მარაბდელს ადარებენ – მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდაო. რომ დაიჭირეს, ხალხი ფულს და ხელმოწერებს აგროვებდა – იქნებ ციხიდან დაეხსნათ, ან დახვრეტის მუხლი მაინც არ მიეყენებინათ, რადგან ბევრი სიკეთე ახსოვდათ მისგან, თავისი ძმასავით გარეწარი არ იყო ეგ ბიჭიო. გია ციმბირში გადაუსახლებიათ და დღემდე არავინ იცის, რა ბედი ეწია.„პრაიმტაიმი“ ჩავიდა იმ სოფელში, სადაც ძმები ცხოვრობდნენ და ასევე სოფელ ქინძათში, სადაც უმცორსმა ძმამ საშინელი მკვლელობა ჩაიდინა. ადგილობრივებს არ სურთ ამ ამბის გახსენება, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობიდან 30 წელია გასული.დედა-შვილის მკვლელების ლინჩის წესით გასამართლების მონაწილენი დღესაც ცოცხლები არიან და ამ სოფელში ცხოვრობენ. მიზეზიც ეს გახლავთ, რის გამოც ყველა დუმს.ახლა თავად ამბავი, რომელსაც სოფლის გამგებელი, იაგო  ქიტიაშვილი გვიყვება:„1992 წლის თებერვალში, სოფელ ქინძათში მეზობელმა 28 წლის გულო თედიაშვილისა და მისი 14 წლის ვაჟის დანით დაჩეხილი გვამები აღმოაჩინა.ქალი ქვრივი იყო, სოფელ მცხეთიჯვარში, ავეჯის მაღაზიაში მუშაობდა, 14 წლის ბიჭი ჰყავდა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, რუსეთში ჰყავდა ნახევარძმა და დამოუკიდებლად დადიოდა მასთან. ბიჭი იმ საღამოს მდგარა ბირჟაზე და საკმაოდ გვიან დაბრუნებულა შინ. როგორც ჩანს, იქ დახვდნენ მკვლელები და ესეც მოკლეს, რადგან მოწმე არ დატოვეს ცოცხალი.სოფელში თუ ვინმე ციხეში იყო ნაჯდომი, ყველას ჰბრალდებოდა ეს მკვლელობა. იმ ოჯახის ბიძაშვილი იყო ერთ-ერთი, ვისაც ხელს ადებდნენ. მილიციამ წაიყვანა კიდეც და მაგარი ნაცემი მოვიდა უკან.საქმეზე ძიება დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარში გახსნეს. იყო ხაშურში ასეთი პროკურორი, ლენა კაპანაძე, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის მაგ საქმის გახსნაში. მკვლელები აღმოჩნდნენ მცხეთიჯვრელი ამირან დევაძე (ცალხელა გიას ძმა) და წაღვლელი გოჩა ლომიძე.მკვლელები ხაშურის მილიციაში გადაიყვანეს და როგორც ვიცი, დაკითხეს კიდეც. დანაშაული ორივემ აღიარა.გამთენიისას ქინძათელები მიადგნენ მილიციას ე.წ „ლაფეტით“. არ ვიცი, მილიციელები დაიმალნენ, ამათმა გაკოჭეს თუ ძალოვნებმა თვალები დახუჭეს და არ გაუწიეს წინააღმდეგობა, მაგრამ ფაქტია, რომ მიაღწიეს მკვლელების საკნამდე, გამოათრიეს, „ლაფეტზე“ დააბეს და ისე ჩამოიყვანეს ქინძათამდე.მერე სოფლის ცენტრში ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ცოცხალ-მკვდრები ტრაქტორზე გამოაბეს, სოფლის შემოსასვლელთან ჩაათრიეს, ტრაფარეტზე ჩამოკიდეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლწაკიდებულ ლომიძეს უთქვამს, დევაძესთვის – რა გინდოდა, რა შარში გამხვიეო.მაშინ ბენზინი ძალიან ჭირდა, გახსოვთ ალბათ. გზა, რომელიც ჩვენს სოფელში შემოდის, საჩხერისკენ მიდის. გაუჩერებიათ ამ გზაზე მიმავალი სატვირთო მანქანა და მძღოლისთვის უთხოვიათ, 1-2 ლიტრი ბენზინი მოგვეციო. რად გინდათო? აუხსნეს – დედა-შვილი რომ მოკლეს, ის მკვლელები გვყავს დაჭერილი და ცეცხლი უნდა წავუკიდოთო. მძღოლს უთქვამს, მაგ საქმისთვის თუ გინდათ, 2-ს კი არა, 10 ლიტრ ბენზინს მოგცემთო და ჩამოუსხა.მკვლელი მსხვერპლების დაკრძალვაზეც იყო, დაკავებამდე სოფელში ამოდიოდა ხოლმე, ბირჟაზე იდგა და მკვლელებს აგინებდა. ისიც კი თქვა, – ამ საქმის გამკეთებელი უნდა დაიჭირო და დაწვაო. ჰოდა, ამ სიტყვებით თავად გამოუტანა განაჩენი თავს.მეორე მკვლელი სოფელ წაღვლიდან იყო. დედა ამირან დევაძეს მოუკლავს და შვილის მოკვლა დაუვალებია თავისი მეგობრისთვის, რომ თანაბრად ყოფილიყვნენ გარეულები საქმეში. ყველა ამბობდა, რომ ის მეორე ბიჭი არ იქნებოდა მაგის გამკეთებელი, ამან ჩაითრია საზარელ საქმეშიო. ფაქტი კი ისაა, რომ დამნაშავე იყო და შეეწირა კიდეც მაგ საქმეს.იაგო ქიტიაშვილი, თემის რწმუნებული: სოფელში ყველამ იცის, რომ მკვლელობის მოტივი რაღაც პირადული იყო და არა – ძარცვა. როგორც ითქვა, ბავშვი იღებდა მამის პენსიას და აგროვებდა თურმე. ისიც კი გამოუტანია მკვლელებისთვის, არ დაგვხოცოთ და ეს ფული წაიღეთო. ფულისთვის ხელი არ უხლიათო, თქვეს. სოფელში ასეთი ვერსიაა, გამოძიების ვერსია არ ვიცი“.მცხეთიჯვარი და ქინძათი ერთმანეთზე გადაბმული სოფლებია. როგორც ქინძათში გვითხრეს, მკვლელებს რომ გაუსწორდნენ, ქინძათელები მცხეთიჯვარში გადასულან და ამირან დევაძის სახლი ცეცხლისთვის მიუციათ. მანამდე კი მკვლელის მოხუცი მშობლები გარეთ გამოუყვანიათ.ჩვენ მცხეთიჯვარშიც ვიყავით. დევაძეების სახლიდან ხანძრის მერე მხოლოდ ერთი პატარა კედელია გადარჩენილი და როგორც მათ ნასახალართან მეზობლად მცხოვრებმა გელაშვილების ოჯახმა გვითხრა, მას შემდეგ ამ ადგილზე არავინ დასახლებულა და არც დასახლდება ვინმეო.„პრაიმტაიმი“ ესაუბრა ასევე ხაშურის მილიციის ერთ-ერთ ყოფილ გამომძიებელს, რომელმაც გაიხსენა მაშინდელი მოვლენები, მაგრამ ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ სურს:„ვიდრე ნამდვილ მკვლელებს დააკავებდნენ, მანამდე რამდენიმე ადამიანი ჰყავდათ დაჭერილი მაგ საქმეზე. მაშინდელი აღირებითი ჩვენების მიღების მეთოდები კი გახსოვთ ალბათ და სცემეს კიდეც დაკავებულები, მაგრამ ვერავის აღიარებინეს. როდესაც ნამდვილი მკვლელები დააკავეს, შეეძლოთ, რომ ხაშურის მილიციაში არ გადმოეყვანათ და მაგალითად, გორში წაეყვანათ, ან ისე დაეცვათ, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიციამ წინააღმდეგობა არ გაუწია.მაშინდელი პოლიციის უფროსი მაგ მხარეში ცხოვრობდა. ახლა გარდაცვლილია ის კაცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან არ შეუშალა ხელი გავეშებულ სოფელს და გაატანა მკვლელები. ლაფეტი მოაყენეს მილიციის შენობას, მკვლელები ზედ დააბეს და ისე წაიყვანეს. ის ტრაფარეტი, რომელზედაც ჩამოკიდეს და დაწვეს მკვლელები, დღესაც დგას სოფლის შესასვლელში.ის ადამიანები, ვინც ლინჩის წესით გასამართლებაში მონაწილეობდნენ, დღესაც ცოცხლები არიან. მათ წინააღმდეგ საქმეც აღიძრა, მაგრამ შემდეგ გაუხსნელ საქმედ აღიარეს და შემოდეს თაროზე. იმ ხალხმა მერე კი გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მაგას ჯობდა, სასამართლოს გაესამართლებინა და რასაც მიუსჯიდა, იმას მოიხდიდნენ“.ლენა კაპანაძე, პროკურორი: „ძალიან მწარედ მახსოვს ეს საქმე. იმ დღეს, შემთხვევის ადგილზე რომ მივედი, მთელი სოფელი დამხვდა შეყრილი. მასწავლებლები ტიროდნენ, სკოლაში საუკეთესო ბავშვი ყოფილა თურმე მოკლული. დედა მუშაობდა ავეჯის მაღაზიაში და წინა დღეს მიუღია ავეჯის ახალი პარტია და გაუყიდია კიდეც. მოგეხსენებათ, მაშინ არაფერი იშოვებოდა და ალბათ დაიტაცეს მაღაზიიდან ავეჯი.მკვლელი გახლდათ მისი მეგობარი მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, იცოდა, რომ ქალს ფული შინ ჰქონდა. აიყოლია მეგობარი, გოჩა ლომიძე, რომელიც დღემდე მგონია, რომ შემთხვევით მოხვდა ამ გარეწარი დევაძის გვერდით. მკვლელებმა დედა-შვილს ერთმანეთის მკვლელობა აყურებინეს. დანით დაჩეხეს სასტიკად და წამებით მოკლეს. ბალიშებით გაგუდეს და მერე ყელი გამოჭრეს. იქვე ძალიან გულგრილად ხელებიც გადაიბანეს.დილით მეზობელმა დაუძახა ქალს და რომ არავინ გამოიხედა, შესულა და მოკლულებს წასდგომია თავზე. მკვლელები გაუჩინარდნენ. 40 დღე და ღამე არ მეძინა, მაგ საქმის გამო და ნამდვილ მკვლელებს მივაგენი. ეგ საქმე მე გავხსენი. ალბათ მათი პატრონები კი ფიქრობდნენ, რომ ჯობდა საქმე არ გამეხსნა, მაგრამ თავს ვერ ვაპატიებდი, მთელი ცხოვრება ვერ მოვისვენებდი, მკვლელები რომ ვერ მეპოვა.მაშინ დანაშაულის გამოძიება იოლი არ იყო. არ არსებობდა მობილური ტელეფონები, დნმ-ის ანალიზი, რაც დღეს ხელმისაწვდომია. ვადგენდით დანაშაულში მონაწილე შესაძლო პირებს და ვიკვლევდით, რომელი იყო დამნაშავე. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სოფელმა ლინჩის წესით გაასამართლა მკვლელები და პატრონებს იმის საშუალებაც არ მისცეს, რომ სოფლის სასაფლაოზე დაემარხათ.ეს უმძიმესი დღე იყო. ვერ მივუსწარი, თორემ ვფიქრობ, ჩემი ავტორიტეტი ეყოფოდა იმ საქმეს, რომ დაეჯერებინათ და მკვლელები კვლავ მილიციისთვის გადმოეცათ და არ გასწორებოდნენ.მკვლელებმა ჩვენების მიცემა მოასწრეს. დაწვრილებით აღწერდნენ, დანა საიდან აიღეს, როგორ მოკლეს, ხელები როგორ გადაიბანეს. მოკლულის სახლიდან ოქრო ჰქონდათ წაღებული, რომელსაც ნახშირის უთოში ინახავდა დიასახლისი. დევაძემ მითხრა, რომ ეს უთოში ჩადებული ოქრო ჰქონდა დამალული თავის ეზოში.თივის ზვინი დაუდგამს ზედ. ჩემი ხელით დავშალე ის თივის ზვინი და ოქრო ამოვიღე. ეს იყო აბსოლუტურად გამართული საქმე და ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ნამდვილი მკვლელები დავაკავეთ. დევაძე ყველას ეკითხებოდა – დახვრეტის მუხლი ხომ გაუქმებულიაო? დახვრეტის შიში ჰქონდა, მაგრამ უფრო საშინელი სიკვდილი ერგო“.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1743442398

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.„1 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, წავკისი, ვ.თედიაშვილის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 1 აპრილს 11:00 საათიდან  1 აპრილის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:მთაწმინდის რაიონში:წავკისში - შოთა რუსთაველის N 84-106 (ლუწებს); N 85-97 (კენტებს), გიორგი ბრწყინვალეს (ჩიხით), ნეგოს ტყის (შესახვევებით), ნოდარ დუმბაძის (ჩიხით), ფიროსმანის (ჩიხით), იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის, გენო ქარუმიძის, ანანიაშვილის, მათიკაშვილის და თედიაშვილის ქუჩებს ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის გზატ. N84-122 (ლუწებს); N 79-125 (კენტებს), მარო მაყაშვილის (შესახვევებით), ტაბახმელას ქუჩას(ჩიხით), კოტე აფხაზის (შესახვევებით) და კვინიკაძის (შესახვევებით) ქუჩებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

28 თებერვალსა და 1-ელ მარტს გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

სპორტი 1740655479

28 თებერვალსა და 1-ელ მარტს გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

28 თებერვალსა და 1-ელ მარტს გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსის (Ski Cross) დისციპლინაში გაიმართება.საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით შეჯიბრებაზე დავით თედიაშვილი გამოვა.ღონისძიებას საერთაშორისო მედია გააშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში საქართველოში მეორედ ჩატარდება. გასულ წელს ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მხრიდან შეჯიბრი მაღალ დონეზე შეფასდა და, შედეგად, ბაკურიანი და გუდაური FIS-ის ეგიდით დაგეგმილი შეჯიბრებების მუდმივ კალენდარში გაითვალისწინა, რაც საქართველოს, როგორც სამთო ტურიზმის მიმართულების დიდი აღიარებაა.აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

პაატა თედიაშვილი

ტაბლოიდი 1739465332

„ჩემი სახელი ფულის საშოვნელად გამოიყენეს...“ - პაატა თედიაშვილი

მომღერალი პაატა თედიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი სახელი ფულის საშოვნელად გამოიყენეს. „როდესაც სიმღერა დავიწყე, დედა მეუბნებოდა, ჰონორართან დაკავშირებით რომ გკითხავენ, შენ არასდროს მოითხოვო რაღაც კონკრეტული თანხა, ხელოვანისთვის მთავარია სულიერი საზრდო, მაყურებელს სიამოვნებით უნდა უმღეროო. ეს მესმის და ხშირ შემთხვევაში, ასეც ვიქცეოდი, მაგრამ არაერთხელ აღმოვჩენილვარ უხერხულ მდგომარეობაში. ისეც მომხდარა, რომ ჩემით პროდიუსერს „გაუკეთებია“ ფული და მე, ჰონორარის სახით, 80 ლარი ჩამიდეს კონვერტში. რა თქმა უნდა, ის თანხა მაშინვე უკან დავუბრუნე, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.ერთხელ, ერთ პატარა გოგონას ჩააწერინეს ჩემთან დუეტი, რომლის ოჯახსაც, თურმე, ძალიან დიდი თანხა გამოართვეს. საქართველო პატარაა, არაფერი იმალება. ამ ოჯახის დიასახლისმა, ერთ-ერთ ჩემს მეგობართან ისე, რომ არ იცოდა, თუ ჩემი მეგობარი იყო, შემთხვევით თქვა, პაატა თედიაშვილი რა პრეტენზიული და მეძვირე ყოფილა, ამხელა თანხა მოითხოვა, რომ ჩემს შვილთან ემღერაო. სახტად დავრჩი ეს რომ გავიგე. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აქეთ გამიხდა ბოდიშები სახდელი იმ ოჯახთან, არადა, მე არაფერი ვიცოდი. ჩემი სახელი გამოიყენეს ფულის საშოვნელად“, - ამბობს პაატა თედიაშვილი. 

პაატა თედიაშვილი

ტაბლოიდი 1739391829

„უჭმელობით და უსმელობით ანემია დაგვემართა... ტყეში მაყვალს ვკრეფდით და ვყიდდით...“ - პაატა თედიაშვილი მძიმე პერიოდზე

მომღერალი პაატა თედიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს. „დედა ექიმი-ლაბორანტი იყო, 25 წელი იმუშავა, თუმცა როცა 90-იანი წლები დადგა, თვეობით ელოდა ხალხი ხელფასს და მაშინ ძალიან გაგვიჭირდა. დედამ ჯანმრთელობის გამო სამსახურს დაანება თავი. ურთულესი პერიოდი გვქონდა. მახსოვს, სახლიდან მზესუმზირას და ლიმონათს ვყიდდით. დილით ადრე ვდგებოდი, სახლში მომქონდა და ვყიდდი. შემდეგ, ყველს ვყიდულობდი და ვყიდდი თბილისის ბაზარზე. რა ვიცოდი ყველის შერჩევა და თურმე, გვატყუებდნენ, ნახევარზე მეტი წათხი რჩებოდა და მოგების ნაცვლად ვალები დაგვედო. უჭმელობით და უსმელობით რკინადეფიციტური ანემიაც კი დაგვემართა. მახსოვს, მე და ჩემი და როცა ვაბარებდით და რკინიგზის სადგურზე მატარებელს რომ ველოდებოდით, დედას არაერთხელ უკითხავს, დარწმუნებულები ხართ, რომ შეძლებთ? ხომ იცით, ჩვენი მატერიალური მდგომარეობა და მერე იმედგაცრუებული არ დარჩეთ, ამის მეშინიაო. მაგრამ ორივემ ისე დავიჟინეთ, რომ დედა გაოცებული იყო. გადაწყვეტილი გვქონდა, აუცილებლად გვესწავლა და ამისთვის ყველაფერს შევძლებდით. ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ამ მომენტს და გვეამაყება, რომ მაშინ უკან არ დავიხიეთ, თუმცა, ეს ძალიან რთული იყო. იმდენად მძიმე მატერიალური მდგომარეობა გვქონდა, ხაშურში ტყეში დავდიოდით ხოლმე, მაყვალს ვკრეფდით და ვყიდდით, რომ გადავრჩენილიყავით. თუმცა, ეს კიდევ უფრო ადრე იყო.მიუხედავად ამისა, ყველაზე სწორი ის მგონია, რომ სწავლაზე უარი არ ვთქვით. დაახლოებით, ათი წელი ვსწავლობდით, აკადემიურები დაგვჭირდა: იმის გამო, რომ სწავლის საფასურს ვერ ვიხდიდით, ჩამორჩენები გვქონდა. თბილისში ცხოვრებაც ძალიან რთული იყო ჩვენთვის, დამხმარე არავინ გვყავდა. დედა ყველაფერს აკეთებდა. თავისი ოქროული გაუყიდია, თავისი კაბები გაუყიდია, რომ ჩვენთვის ცეკვის ფული გადაეხადა და მერე, სტუდენტობისას, უკვე ჩვენი ცეკვით გვქონდა შემოსავალი, რომელსაც მთლიანად განათლებაში ვდებდით. მახსოვს, ერთ-ერთ ორშაბათს სწავლის ღირებულება დავფარეთ. იმ დღეს რექტორთან შეხვედრა გვქონდა და ეს შეხვედრა განსაკუთრებით დამამახსოვრდა. გვითხრა, სანამ ლექციას დავიწყებ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათო. უამრავი ლარიანი და ორლარიანი შემოიტანა და თქვა: ეს არის თანხა, სწავლის საფასური, რომელიც თედიაშვილებმა დღეს გადაიხადესო. რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა, რამდენს შრომობენ ეს ახალგაზრდები, რომ ისწავლონ. ეს წვრილი კუპიურებით შეგროვილი თანხა უნდა იყოს მისაბაძი თითოეული სტუდენტისთვისო. სტუდენტებს შორის, მხოლოდ მე და ნონა ვიყავით, ვინც სწავლის საფასურს ჩვენი შრომით ვიხდიდით. გარშემო, ძირითადად, პრივილეგირებული ოჯახების შვილები იყვნენ და ბუნებრივია, მათ საჭიროებებს მშობლები აფინანსებდნენ. ჩვენ წინა დღეს კონცერტი გვქონდა. იქიდან მიღებული ლარიანებიდან და ორლარიანებიდან შევაგროვეთ საჭირო თანხა.კი სტუდენტობა ურთულესი იყო, მაგრამ ყველაფერი დავძლიეთ. ადამიანური თვალსაზრისით არ შევცვლილვართ. ყოველთვის ვგრძნობთ, ვის უჭირს და როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით. სახლში ნაკლები საკვები მიმიტანია და ქუჩის ძაღლებისთვის მიყიდია საჭმელი, ამით ბედნიერი ვყოფილვარ. ისეთი გზა გამოვიარე, ყველაფრის ფასი ვიცი. დღეს ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და შეგვიძლია, ხელი გავუმართოთ მათ, ვისაც ჩვენზე ნაკლები აქვს“, - ამბობს პაატა თედიაშვილი. 

საპატრიარქო

საზოგადოება 1733257290

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე.ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი.ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე ცრუ ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად".,,მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება.გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ", - აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი.ასევე პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცველების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები ქაშუეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ.დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საკლასო ოთახი

საზოგადოება 1733221577

წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის დირექტორი: გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ

ინტერნეტში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად".,,მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება.გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ", - აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი

sapatriarqo

პოლიტიკა 1733221079

საპატრიარქო: მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე.ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი.ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე ცრუ ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად".,,მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება.გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ", - აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი.ასევე პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცავების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები ქაშუეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ.დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა თედიაშვილი

ტაბლოიდი 1731952916

„ბუნებით მონადირე ვარ, არ მიყვარს პარტნიორისგან ყურადღება...“ - პაატა თედიაშვილი

ბუნებით მონადირე ვარ, არ მიყვარს პარტნიორისგან ყურადღება, - ამის შესახებ პაატა თედიაშვილმა განაცხადა და განმარტა, როგორი ურთიერთობები იზიდავს.„განსაკუთრებული ყურადღება არ მიყვარს. ბუნებით მონადირე ვარ, მიყვარს როცა მე რაღაცას მოვიპოვებ და ვიბრძვი ამისთვის. როცა ზედმეტი ყურადღება, ზარი მოდის, იქ ვიშლები ხოლმე მთლიანად. ვხვდები, რომ ეს ის არ არის, რაც მე მომავალში ლექსს, ან სიმღერას დამაწერინებს. მუდმივად უნდა ვიწვოდე და ვიფერფლებოდე იმისთვის, რომ ბედნიერად ვგრძნობდე თავს.იდეალური საძინებელი ოთახიც არ მომწონს, როცა ყველაფერი დალაგებულია... ამას მირჩევნია იყოს ორომტრიალი, განცდები, გაშორება, ისევ შერიგება.. რაღაცები მოსაწყენია, მდინარეც მოსაწყენია, როცა ერთი მიმართულებით მიდის და როცა უყურებ, არ აკეთებს ხვეულს, სადღაც შედი-გამოდის, ლანდშაფტს არ ცვლის, მოსაყენია. სწორი გზაც მოსაყენია,“ - თქვა პაატა თედიაშვილმა.

პაატა თედიაშვილი

ტაბლოიდი 1731701743

„შვილები კი მინდა, მაგრამ ურთიერთობები არა, სად მაქვს იმის თავი, ყოველდღე ერთი და იმავეს გვერდით დაწვე“ - პაატა თედიაშვილი

მომღერალი პაატა თედიაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელი არ არის, ყველას ოჯახი ჰყავდეს. მომღერალმა ამის შესახებ ისაუბრა გადაცემაში „დღის პოსტი“ და აღნიშნა, რომ შვილების ყოლის სურვილი აქვს, თუმცა ურთიერთობები არ უნდა:„შვილები კი მინდა, მაგრამ ურთიერთობები არ მინდა, იმიტომ რომ ვიცი, ჩემი რთული ხასიათის გამო ვერ შევძლებ.ვიყოლიებთ შვილს, მას ორივე მივხედავთ, მივცემთ ყველაფერს, რაც მე გამაჩნია და რაც მას აქვს და ვალდებულებების გარეშე ვიცხოვრებთ, არ არის აუცილებელი, ყველას ოჯახი ჰყავდეს.ბევრ ადამიანს არ ჰყავს ოჯახი, თუმცა არაჩვეულებრივი შვილები გაუზრდია და მათთვის არაჩვეულებრივი მიმართულებები მიუცია. ზოგს მამა არ ჰყავს, ზოგს დედა არ ჰყავს,  ამიტომ ეს არ წარმოადგენს პანაცეას, რომ ბედნიერებმა ვიცხოვროთ.სად მაქვს იმის თავი, რომ მარტო ყოველ დღე ერთი და იმავეს გვერდით რომ უნდა დაწვე“.. თქვა პაატა თედიაშვილმა. 

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1723481138

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი შეუწყდა - მისამართები და აღდგენის დრო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ზოგიერთ ქუჩას წყალი შეწყვეტილი აქვს. gwp აღდგენის დროს ასახელებს:ნაძალადევი, რატევანის ქ. 1 შეს.N19-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 20:00 დან 8/13/2024 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: რატევანის 1 შესახვევს.წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად,ტიბაანის ქ. 1 გას.N13-თან სატუმბო სადგურში  დაზიანების გამო, 8/13/2024 14:00-მდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ტიბააანის 13 და 15 ნომრებს.სამგორი, ვაზისუბნის დას., 3 მკ-რ, 2 კვ,N10-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 8/12/2024 18:45 დან 8/13/2024 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:ვაზისუბნის დას., 3 მკ-რ, 2 კვარტალს. აღნიშნულ არეალს დაემატება: ვაზისუბნის 3 მკ-რ, სრულად და ლეჟავას ქუჩა.ნაძალადევი, გიორგი სააკაძის ქ.N105-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 16:00 დან 8/12/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგი სააკაძის N 61-191, N 58-150, დადიანის მე-2 მიკროს და სვანეთის ქუჩას.მთაწმინდა, დიმიტრი ბაქრაძის ქ.21-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 15:30 -დან 8/12/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბაქრაძის მაჭავარიანის მილორავას ქუჩებს.სამგორი, ვარკეთილის მას. 3, 3 კვ.N5-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 8/12/2024 15:15 დან 8/12/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თრიალეთის ქუჩას, კალოუბნის „ა, ბ“ კორპუსს, 1-20, შუამთის ქუჩასსაბურთალო, აღმაშენებლის N82 -თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 15:00 დან 8/12/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: : სოფ. დიღომში: მესხის, თამარ მეფის, სარაჯიშვილის, სონღულაშვილის, ცაგარელის, აღმაშენებლის, თაყაიშვილის, ხანძთელის, ჭიაურელის და კვირაცხოველის ქუჩებს.საბურთალო, მეფე მირიანის ქ.,N11ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 14:15 დან 8/12/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თინათინის, ასმათის და ვეფხისტყაოსნის , გიორგი ბრწყინვალეს, დავარის, მირიან მეფის 11 ნომერი, მოციქულთასწორი ნინო, ჭიაურელი, ხანძთელი, თოფჩიშვილი, გიორგი ჭანტურია და დავით სარაჯიშვილის ქუჩებს. საბურთალო, აღმაშენებლის N82 -თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 15:00 დან 8/12/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. დიღომში: მესხის, თამარ მეფის, სარაჯიშვილის, სონღულაშვილის, ცაგარელის, აღმაშენებლის, თაყაიშვილის, ხანძთელის, ჭიაურელის და კვირაცხოველის ქუჩებს.მთაწმინდა, კოჯრის გზატკეცილი,N99-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 13:15 დან 8/12/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ტაბახმელის ქუჩა, თედიაშვილის ქუჩა კოტე აფხაზის ქუცა მარო მაყაშვილის ქუჩა და კვინიტაძის ქუჩაგლდანი, მუხიანი 2, სნოს ქ.N26-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 12:45 დან 8/12/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სამთავროს ქუჩას ზნაკვის ქუჩას, სნოს ქუჩას 26 მაისის ქუჩა.საბურთალო, სოფ.დიღომი, დ.აღმაშენებლის 3 შეს.N2-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 11:00 დან 8/12/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აღმაშენებლის მესამე შესახვევს.წყნეთი, სოფ. ახალდაბა,N23-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/12/2024 09:20 საათიდან 3/08/2024 04:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ ახალდაბას.