გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მე-8 მოწვევის, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომის N36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ რაზმაძემ გახსნა.
მან დეპუტატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს ზურაბ კოპაძეს გადასცა.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მამუკა გელაშვილი.
დღესვე სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ფერაძის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ფერაძე დამტკიცდა.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე ნიკოლოზ კიკნაძის, რევაზ ლაშხის და გენადი მუმლაძის კანდიდატურები დაასახელა.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ასევე, ფარული კენჭისყრით არჩეული იქნა ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე: იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ოთარ არბოლიშვილი; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - სალომე თედელური; საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის კომისიის - თავმჯდომარე ელზა კუჭუხიძე; აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - მერაბ იობაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე - მამუკა ლურსმანაშვილი.
დეპუტატებმა, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ფრაქცია ,, ხალხის ძალას" თავმჯდომარე ივანე შალუტაშვილი.
მე-8 მოწვევის საკრებულო და თითოეული დეპუტატი, უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.