პროკურატურა

სამართალი • 1790697889

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებითსახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითლის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება)  წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790577757

მაჭავარიანი: უცხოელი პატრონებისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ და „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი იმდენად ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. რა თქმა უნდა, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი NGO-ორგანიზაციებიც, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში. მაჭავარიანი საუბრობს გარე ძალების მცდელობაზე, ოპოზიციური სპექტრის დივერსიფიცირება მოახდინოს, რა მიზნითაც ახალ პარტიებს, როგორებიცაა: „ახალი“, „ლელო“ და „გახარიას პარტია“, ხელოვნურად ქმნიან. მისივე განცხადებით, 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო, რის მთავარ მიზანსაც, ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ აღნიშნული პარტიების მაქსიმალური გამიჯვნა წარმოადგენდა. „მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება,“ - წერს მაჭავარიანი. როგორც ის აღნიშნავს, 2025 წლის არჩევნებისთვის უკვე პროგრამა მინიმუმი „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, მაქსიმუმი კი - 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.მისივე თქმით, უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი - „გამჭვირვალობის კანონის“ და „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, იმდენად ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია.„2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გარე ძალების გეგმის მიხედვით, საზოგადოების თვალში „ლელო“ „ნახევრად რადიკალ“, ხოლო „გახარია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმასთან მიმართებაშიც შესაბამისი მესიჯბოქსები უნდა ჰქონოდათ.„ლელოს“ პოზიცია დილას არჩევნებზე, ხოლო საღამოს „დამხობის აქციაზე“ მისვლა იყო - „ნახევრად რადიკალური“.გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არ მიერთებას გულისხმობდა - „ვითომ კონსტრუქციული“.იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ „ნაცებთან“ და „ახალთან“ ერთად დაახევინეს მანდატები, როგორც რადიკალებს შეეფერებოდათ, ხოლო გახარიას შეანახინეს, როგორც „ვითომ კონსტრუქციულს“ ესადაგებოდა. მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.საყურადღებოა, რომ უცხოელმა პატრონებმა „გახარიას პარტიას“ ვერშემდგარი რევოლუციიდან ორ კვირაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული განცხადება ოფიციალურად გააკეთებინეს.„ლელოსა“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯვნის პროცესის მორიგი გაგრძელება მარტის თვეში ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნა იყო. უცხოელი პატრონების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პარტიები ამ ე.წ. ალიანსის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო ხელოვნური ხმაური უშუალოდ ალიანსის მონაწილე აგენტურულ პარტიებს უნდა აეტეხათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. საზოგადოების ყურადღება ხმაურით იმ რადიკალმა პარტიებმა მიიპყრეს, რომლებიც ე.წ. ალიანსმა გააერთიანა, და ყურადღების მიღმა კვლავ „ნახევრად რადიკალი“ „ლელო“ და „ვითომ კონსტრუქციული“ გახარია აღმოჩნდნენ.უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია. უცხო ძალებისთვის ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა აგენტურული პარტია და მდიდარი NGO-ორგანიზაცია უკიდურესად ერთსულოვანი და სოლიდარული უნდა ყოფილიყო როგორც მესიჯბოქსით, ისე მოქმედებებით. ამ დროს მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა დივერსიფიკაციის სტრატეგიის გაშიფვრის რისკები.პირველი საკითხია გამჭვირვალობის ქართული კანონი. ამ კანონის მიღებით გარე ძალებს გარკვეული დოზით შეეზღუდათ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში ტრიალის შესაძლებლობა. შესაბამისად, შემცირდა მათი მხრიდან აგენტურის დაფინანსება. ჩემს წინა პოსტებში ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბრე მათი მხრიდან ამ საკითხთან „რუსული კანონის“ თაღლითური კამპანიით დაპირისპირების შესახებ.ხოლო მეორე, „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, რომელიც ადგენს ორ სქესს და კრძალავს LGBT-პროპაგანდას, მით უმეტეს, აღნიშნული დღის წესრიგის სკოლებსა და ბაღებში შეტანას. აგენტურის პატრონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ულტრალიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოებისთვის იმის დაჯერება, რომ ორზე მეტი სქესი არსებობს, ქალს შეუძლია გახდეს კაცი და პირიქით, ამჯობინეს არათუ მხოლოდ რადიკალური და ნახევრადრადიკალური პარტიები, არამედ „ვითომ კონსტრუქციული“ გახარიაც კი LGBT-პროპაგანდის მხარეს დაეყენებინათ.ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აგენტურული ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ლელოს გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!“ - წერს ლევან მაჭავარიანი.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790577157

ლევან მაჭავარიანი: 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი „ენჯეო“ ორგანიზაციებიც.„მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება.2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გარე ძალების გეგმის მიხედვით, საზოგადოების თვალში „ლელო“ „ნახევრად რადიკალ“, ხოლო „გახარია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმასთან მიმართებაშიც შესაბამისი მესიჯბოქსები უნდა ჰქონოდათ.„ლელოს“ პოზიცია დილას არჩევნებზე, ხოლო საღამოს „დამხობის აქციაზე“ მისვლა იყო – „ნახევრად რადიკალური“.გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არ მიერთებას გულისხმობდა – „ვითომ კონსტრუქციული“.იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ „ნაცებთან“ და „ახალთან“ ერთად დაახევინეს მანდატები, როგორც რადიკალებს შეეფერებოდათ, ხოლო გახარიას შეანახინეს, როგორც „ვითომ კონსტრუქციულს“ ესადაგებოდა. მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.საყურადღებოა, რომ უცხოელმა პატრონებმა „გახარიას პარტიას“ ვერშემდგარი რევოლუციიდან ორ კვირაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული განცხადება ოფიციალურად გააკეთებინეს.„ლელოსა“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯვნის პროცესის მორიგი გაგრძელება მარტის თვეში ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნა იყო. უცხოელი პატრონების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პარტიები ამ ე.წ. ალიანსის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო ხელოვნური ხმაური უშუალოდ ალიანსის მონაწილე აგენტურულ პარტიებს უნდა აეტეხათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. საზოგადოების ყურადღება ხმაურით იმ რადიკალმა პარტიებმა მიიპყრეს, რომლებიც ე.წ. ალიანსმა გააერთიანა, და ყურადღების მიღმა კვლავ „ნახევრად რადიკალი“ „ლელო“ და „ვითომ კონსტრუქციული“ გახარია აღმოჩნდნენ.უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია. უცხო ძალებისთვის ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა აგენტურული პარტია და მდიდარი NGO-ორგანიზაცია უკიდურესად ერთსულოვანი და სოლიდარული უნდა ყოფილიყო როგორც მესიჯბოქსით, ისე მოქმედებებით. ამ დროს მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა დივერსიფიკაციის სტრატეგიის გაშიფვრის რისკები.პირველი საკითხია გამჭვირვალობის ქართული კანონი. ამ კანონის მიღებით გარე ძალებს გარკვეული დოზით შეეზღუდათ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში ტრიალის შესაძლებლობა. შესაბამისად, შემცირდა მათი მხრიდან აგენტურის დაფინანსება. ჩემს წინა პოსტებში ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბრე მათი მხრიდან ამ საკითხთან „რუსული კანონის“ თაღლითური კამპანიით დაპირისპირების შესახებ.ხოლო მეორე, „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, რომელიც ადგენს ორ სქესს და კრძალავს LGBT-პროპაგანდას, მით უმეტეს, აღნიშნული დღის წესრიგის სკოლებსა და ბაღებში შეტანას. აგენტურის პატრონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ულტრალიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოებისთვის იმის დაჯერება, რომ ორზე მეტი სქესი არსებობს, ქალს შეუძლია გახდეს კაცი და პირიქით, ამჯობინეს არათუ მხოლოდ რადიკალური და ნახევრადრადიკალური პარტიები, არამედ „ვითომ კონსტრუქციული“ გახარიაც კი LGBT-პროპაგანდის მხარეს დაეყენებინათ.ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აგენტურული ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ლელოს“ გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით“, – დაწერა ლევან მაჭავარიანმა.

ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი • 1789627318

არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი კოდის მქონე მობილური ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა. ნივთმტკიცებად ამოღებული ყუთის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო.გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად, სხვადასხვა ლომბარდში მობილური ტელეფონების მსგავსი, 6 იმიტირებული ნივთი დაალომბარდა, რითაც კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის დასაკავებლად შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს."ნივთმტკიცებად ამოღებულია თაღლითური გზით მითვისებული თანხის ნაწილი და მობილური ტელეფონის იმიტირებული მოდელები, ასევე, გაყალბებული საგარანტიო საბუთები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 19-180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა

სამართალი • 1789569110

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა შემდეგი: ბრალდების პირველი ეპიზოდი - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თბილისში მოწყობილი თაღლითური ქოლ-ცენტრის, თანამდებობრივი ავტორიტეტის და ძალაუფლების გამოყენებით მფარველობისთვის, 2021-2022 წლებში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით აიღო 1 365 000 აშშ დოლარი.ბრალდების მეორე ეპიზოდი - 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასა და განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმების მსურველ ინვესტორს, საკითხის ლობირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით გამოართვა 1 000 000 აშშ დოლარი.ბრალდების მესამე ეპიზოდი - 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დირექტორს და დამფუძნებელს გაზიფიკაციის ტენდერებში ლობირების და გამარჯვების სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.ბრალდების მეოთხე ეპიზოდი - გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისათვის მეწარმე სუბიექტებისგან, სააგენტოს თანამშრომლების მეშვეობით, ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, 2018 -2023 წლებში ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 5 325 943 ლარი შეადგინა.თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გრიგოლ ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზელენსკის მიერ თანამდებობიდან გადაყენებულმა გენპროკურორმა უკრაინა დატოვა

მსოფლიო • 1789459250

ზელენსკის მიერ თანამდებობიდან გადაყენებულმა გენპროკურორმა უკრაინა დატოვა

უკრაინაში კორუფციული სკანდალი გრძელდება. პრეზიდენტმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა. მან ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, კრავჩენკომ საზღვარი ღამით, სამსახურებრივი მანქანით გადაკვეთა. ოფიციალურ მიზეზად პარიზში მივლინება სახელდება.ქვეყნის დატოვებამდე, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს ბრალი წაუყენა. კრავჩენკო სემიონ კრივონოსს დოკუმენტების გაყალბებასა და კორუფციაში ადანაშაულებს. პროკურატურის ოფისმა ეს ბრალდება გააუქმა და მას საფუძველმოკლებული უწოდა.უწყებებს შორის ღია დაპირისპირება კორუფციულ საქმეს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, ანტიკორუფციულმა ბიურომ პროკურატურაში ჩხრეკა ჩაატარა და კრავჩენკოს მოადგილე დააკავა. გამოძიება გენპროკურორის უწყებას თაღლითური "ქოლ-ცენტრების" მფარველობაში ედავება.

ჯი

სამართალი • 1788927864

მილიონ-ნახევარი ლარის თაღლითურად დაუფლება - აჭარაში პოლიციამ ოქროს ბიზნესის სახელით მოქმედი თაღლითური სქემა გაშიფრა

მილიონ-ნახევარი ლარის თაღლითურად დაუფლება - აჭარაში პოლიციამ ოქროს ბიზნესის სახელით მოქმედი თაღლითური სქემა გაშიფრა.გამოძიების მიხედვით, დაკავებული მოქალაქეებს ოქროში თანხის დაბანდებას და მოგების გაყოფას ჰპირდებოდა. მან ჯამში 11 ადამიანი მოატყუა და მილიონ ნახევარზე მეტის მითვისება შეძლო.ბრალდებული მოსამართლის განჩინებით უკვე დაკავებულია. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მკ

პოლიტიკა • 1788841124

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

 უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მე შეგნებულად მივიღე. არ მინდა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობა პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენონ. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელი რჩება“, - წერს კრავჩენკო.მანამდე, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ჩაატარეს სპეციალური ოპერაცია გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად. საუბარი იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში ჯგუფის მონაწილეობაზე. გამოძიების ფარგლებში დააკავეს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სერგეი კროპივა, რომელიც თაღლითური სატელეფონო ცენტრების მფარველობაშია ეჭვმიტანილი. პროკურორმა აღნიშნა, რომ დეტექტივებმა დააფიქსირეს კროპივასა და გენერალურ პროკურორს შორის 2026 წლის 4 მარტის საუბარი, საიდანაც ირკვევა, რომ კროპივა „გენერალური პროკურორის მფარველობის ქვეშ იმყოფება“. პროკურორის მტკიცებით, სწორედ ამით აიხსნება რატომ ჰქონდა მას „ფართო უფლებამოსილებები“. კრავჩენკომ განაცხადა, რომ უკანონო ქოლ-ცენტრების მფარველობასთან არაფერი ჰქონდა საერთო.

აფიორა

სამართალი • 1788719203

Farhad - ამ სპარსული სახელით მოქმედებდა წარსულში „ჰენრი ჯონსის“ ტელეგრამის ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ის "ჰენრის პირამიდის" საქმეზე გამოძიება დაიწყო.TSQ-ი მომხმარებლებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავებას სთავაზობდა, თუმცა, აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხმარებლები თანხის გატანას ვეღარ ახერხებენ.ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან საქართველოში არაერთი ფინანსური პირამიდა მოქმედებდა, რომლის შედეგად ათასობით ადამიანმა საკუთარი დანაზოგი დაკარგა. არც თუ სახარბიელო გამოცდილების მიუხედავად, ფაქტია, რომ ადამიანების ნაწილი შეგნებულად თუ გაუაზრებლად, სწრაფად გამდიდრების საეჭვო შეთავაზებებით კვლავ ტყუვდება.ჰენრი ჯონსის მადლიერი მიმდევრების კომენტარები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში მრავლად გვხვდება... ე.წ. ამერიკელი პროფესორის გარშემო შექმნილი მითი ათასობით ადამიანმა დაიჯერა. TSQ invesment ის პლატფორმაა, სადაც მოქალაქეებს მინიმუმ 500 ამერიკული დოლარის ოდენობით ინვესტიციის ჩადებას სთავაზობენ. პირდებიან, რომ განსაკუთრებული უნარების მქონე პროფესორი ჰენრი ჯონსი ამ თანხით კრიპტობირჟაზე 100 პროცენტიანი სიზუსტით ვაჭრობს და რომ მოგება მომენტალურად მათ ანგარიშზე აისახება. სანაცვლოდ, ინვესტიციის მსურველს მხოლოდ პლატფორმის მიერ გამოგზავნილი სიგნალების გააქტურება ევალება.ანუ მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ სმარტფონზე თითის ერთი დაწკაპუნებით სერიოზულ სარგებელს მიიღებენ და რომ ეს სარგებელი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სქემაში სხვა ადამიანებსაც მოიზიდავენ. სწორედ აქ გაჩნდა პირველი ეჭვები და კითხვა - რატომ უნდა იყოს საინვესტიციო შემოსავალი დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ახალ ადამიანს აწევრიანებს პოტენციური ინვესტორი პლატფორმაზე?იდუმალი ფინანსური გურუს სახელი ქართულ ინტერნეტ სივრცეში გასულ წელს გამოჩნდა და ბოლო თვეებში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებში, რომლებმაც საკუთარი დანაზოგის დიდი ნაწილი ჰენრის სქემაში ჩადეს. საწყის ეტაპზე პლატფორმიდან სარგებლის გატანას მართლაც ახერხებდნენ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მილიონობით თანხის აკუმულირების შემდეგ, ფინანსების გატანა მოულოდნელად შეუძლებელი გახდა.26 აგვისტოს მომხმარებლებს აცნობეს, რომ ტრანზაქციები 4 სექტემბრამდეა შეჩერებული, თუმცა 4 სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს დაპირდნენ.ტრანზაქციების შეჩერების პარალელურად, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელებში აქტიურად წამოიწყო ჰენრი ჯონსის მხარდამჭერი კამპანია და აგრესიულადაც უპირისპირდებიან ყველას, ვინც შესაძლო თაღლითობაზე მიანიშნებს."კურიერი P.S."-მა მოახერხა პირამიდული ქსელის დახურულ ჯგუფში გაწევრიანება, სადაც დარეგისტრირებული ადამიანების ნაწილი ჰენრი ჯონსს მადლობას უხდის, ნაწილი კი პოტენციურ დაზარალებულებს რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებს.საქართველოს გარდა, იგივე სახელწოდებით პირამიდა მოქმედებდა ესპანეთში, პოლონეთში, სომხეთში და უკრაინაში. ამ ქვეყნებშიც TSQ invesment​-ის საქმიანობა ისე დასრულდა, როგორც ყველა კლასიკური ფინანსური აფიორა სრულდება - პირამიდა ჩამოიშალა, ათასობით ადამიანი კი უბრალოდ მოტყუებული დარჩა. ესპანეთის მარეგულირებელმა ორგანომ TSQ invesment​-ს ოფიციალურად უწოდა არალიცენზირებული თაღლითური ორგანიზაცია, თუმცა პროფესორ ჰენრი ჯონსის კვალს ამ დრომდე ვერავინ მიაგნო.წლების განმავლობაში ჰენრი ჯონსი მითიურ პერსონაჟად იქცა. TSQ invesment​-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში მის შესახებ ნათქვამია, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, დაიბადა 1986 წელს, განათლება მიიღო პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებში და მუშაობდა გლობალურ კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე... თუმცა არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ამ შთამბეჭდავი ბიოგრაფიული ცნობების ავთენტურობას დაადასტურებს.კითხვებს აჩენს ჰენრი ჯონსის სახელით მოქმედი ტელეგრამის ანგარიშიც. ირკვევა, რომ წლების წინ იგივე ანგარიში სხვა, სპარსულენოვანი სახელით ფუნქციონირებდა. ახლა მთავარი კითხვაა - არსებობს კი საერთოდ იდუმალებით მოცული ამერიკელი პროფესორი? სპეციალისტებში ეჭვებს იწვევს ბოლო დღეებში ჰენრი ჯონსის სახელით გავრცელებული ვიდეომიმართვებიც, რომელიც შესაძლოა ხელოვნური ინტელექტით იყოს გენერირებული.ვარაუდები ბევრია, თუმცა ერთადერთი, რაც დანამდვილებით ცნობილია, არის ის, რომ პროფესორი ჰენრის მიერ ორგანიზებული პირამიდა უკვე არაერთ ქვეყანაში ჩამოიშალა.მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედი ფინანსური პირამიდა ერთმანეთის მსგავსია - სანამ სისტემა იზრდება, ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება. ადრეული მონაწილე თანხასაც იღებს, ბედნიერი ვიდეობსაც წერს და ორგანიზატორს მადლობასაც უხდის. ამ ვიდეოს შემდეგ სხვები ნახულობენ და ისინიც ერთვებიან სქემაში, და ასე იქმნება ყველა ფინანსური პირამიდა.კმაყოფილი პერსონაჟი ამ სცენარში მხოლოდ ერთი რგოლია. მთავარი, ვინც ფინანსურ აფიორას კვებავს, პირამიდის ქვევით მყოფი ათასობით ადამიანია. ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან. საბოლოოდ, მოგებული რჩება მხოლოდ პირამიდის სქემის ავტორი და ზოგჯერ ადამიანთა ის ჯგუფი, რომლებმაც ადრეულ ეტაპზე გარკვეული სარგებელი მართლაც მიიღეს.საქმის დეტალებს ახლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით დაიწყო.  

საგამოძიებო

სამართალი • 1788685528

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

საქართველოში პოპულარული ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს.უწყებამ გამოძიება ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე დაიწყო. სავარაუდო თაღლითური პლატფორმიდან თანხების გატანას მოქალაქეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის, ლაშა გზირიშვილის განცხადებით, თუ ბიზნეს საქმიანობას აწარმოებს კომპანია, მას ახალი წევრების მოზიდვა შესაძლოა საერთოდ არ სჭირდებოდეს, ხოლო ფინანსური პირამიდა ახალი წევრებისა და მათგან თანხების მოზიდვაზე დგას."ფინანსური პირამიდა ახალი წევრებისა და მათგან თანხების მოზიდვაზე დგას. მას შემდეგ, რაც უკვე ახალი ხალხის ჩართვა შეუძლებელი ხდება, მერე უკვე პირამიდა იშლება და ბუნებრივია, რომ არსებულ წევრებს ახალი ადამიანების მოყვანას სთხოვენ. ესეც ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია იმის, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ფინანსურ თაღლითობასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივ ბიზნეს საქმიანობას აწარმოებს კომპანია, მას ახალი წევრების მოზიდვა შესაძლოა საერთოდ არ სჭირდებოდეს", - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.ვინ არის სინამდვილეში ჰენრი ჯონსი და როგორ მუშაობდა თაღლითური სისტემა სხვა ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთში, პოლონეთში, სომხეთსა და უკრაინაში. ამ თემაზე ვრცელ რეპორტაჟს დღეს, საღამოს 9 საათზე, კურიერი P.S.-ში ნახავთ.

bankis barati

საზოგადოება • 1788375860

„ვისთვის და რატომ მკაცრდება საგადახდო მოთხოვნები...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს

60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აპრილში მიიღო, თუმცა ის ძალაში ხვალიდან შევა.კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, ცვლილება შევიდა მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.“განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს. ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე განმარტებით, რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები: თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.„რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი."ინტერპრესნიუსი"

სექტემბერი

საზოგადოება • 1788249302

რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდა

60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება - 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება ეროვნული ბანკის მიერ აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება.სებ-ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი, ამ მომხმარებელთა თაღლითური სქემებისგან დაცვაა.ახალი წესის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის, კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები: თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება. (იხილეთ ვრცლად აქ)შსს ავტომობილების ხმაურს ადგილზე პორტატული ააპარატებით შეამოწმებს2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში ავტომობილების მიერ წარმოქმნილ ხმაურს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატული ხმაურსაზომი მოწყობილობებით შეამოწმებენ.აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.რაც შეეხება სანქციებს, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.დარღვევის განმეორების შემთხვევაში – მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 30-ით შემცირება. (იხილეთ ვრცლად აქ)ჩაის მწარმოებლებს ახალი მოთხოვნები უჩნდებათმთავრობამ მიმდინარე წლის ზაფხულში „ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ დაამტკიცა.დოკუმენტი ადგენს ბიზნესოპერატორის მიერ ჩაის წარმოების, გადამუშავების, ბაზარზე განთავსების, დისტრიბუციის ეტაპზე რეგულირებისა და სხვა სავალდებულო მოთხოვნებს.აღსანიშნავია, რომ ბიზნესოპერატორებს ახალი მოთხოვნები 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან უჩნდებათ. თუმცა, დოკუმენტი ადგენს გარდამავალ პერიოდსაც.კერძოდ, ჩაი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან/და ეტიკეტირებულია დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1-ელი სექტემბრისა.დოკუმენტის თანახმად, მოთხოვნები ვრცელდება ჩაიზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის. ამასთან, დოკუმენტი განსაზღვრავს დაფასოებული და დაუფასოებელი შავი და მწვანე ჩაისთვის ზოგად მოთხოვნებს.რეგლამენტის თანახმად, დადგენილი მოთხოვნების შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს. ამასთანავე, კონტროლი განხორციელდება ბიზნესოპერატორის მიერ შიდა საწარმოო კონტროლის პირობებში. სებ-ი სესხის გამცემ სუბიექტებს სანქციებს უმკაცრებს2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ შეტანილი ცვლილებები.შედეგად, იზრდება სანქციები სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან ფორმით ეროვნულ ბანკში წარუდგენლობა, ასევე არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა თითოეულ დარღვევაზე 1 000 ლარით დაჯარიმდება.ამავე ოდენობის ჯარიმაა განსაზღვრული ეროვნული ბანკისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის დროულად წარუდგენლობის, არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის, თუმცა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 10 000 ლარამდე გაიზრდება.ახალი წესით, აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე შემოსავლებისა და ხარჯების აღურიცხაობისთვის სესხის გამცემი სუბიექტი თითოეულ ფაქტზე 5 000 ლარით დაჯარიმდება.დამატებით, რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ჯარიმები 10 000-დან 20 000 ლარამდე განისაზღვრა, ხოლო სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის სანქციები 2 000-დან 5 000 ლარამდე იქნება, დარღვევის ხასიათისა და განმეორებითობის მიხედვით.გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით არსებულ მოთხოვნებსაც.კერძოდ, თუ სესხის გამცემ სუბიექტს არ ექნება შესაბამისი პროგრამული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საეჭვო ოპერაციების გამოვლენასა და სანქცირებულ პირთა ავტომატურ იდენტიფიცირებას, ან სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით იმუშავებს, ჯარიმა 15 000 ლარი იქნება.ამასთან, სანქციების რეჟიმის მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციის თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე 10 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებსსაქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის მიმართ დამატებითი მოთხოვნები და კონტროლის მექანიზმები ამოქმედდება.ცვლილებების მიხედვით, უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლების მქონე პუნქტები საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავ სახსრებს მხოლოდ უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრისგან (დოკუმენტური დადასტურებით) ან ფინანსური ინსტიტუტებისგან შეძლებენ მოიზიდონ.ამასთან, რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებს ემატება იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც პუნქტი საქმიანობას განახორციელებს.ბრძანებით ასევე განისაზღვრა, რომ ეროვნულ ბანკს უფლება ექნება უარი თქვას ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ პუნქტს გადაუხდელი აქვს ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა ან არ ასრულებს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის მითითებებით დადგენილ მოთხოვნებს.ახალი წესები ამკაცრებს საოპერაციო აღრიცხვის მოთხოვნებსაც. პუნქტები ვალდებული იქნებიან ყველა ოპერაცია სპეციალურ პროგრამაში რეალურ დროში ასახონ, ხოლო ნაღდი თანხის შეტანისა და გატანის თითოეულ ოპერაციაზე პროგრამულად დაბეჭდილი ქვითარი გასცენ, რომელიც განსაზღვრულ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.ცვლილებები ეხება ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსაც. ახალი რეგულაციის თანახმად, ვიდეოკამერები უნდა იყოს დამონტაჟებული როგორც პუნქტის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე, ვიდეოჩაწერა კი უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. გარე კამერების ჩანაწერები მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, ხოლო შიდა კამერების ჩანაწერები არანაკლებ 180 დღის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩანაწერები ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს.ამასთან, წესში დამატებულია საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეეძლება პუნქტის რეგისტრაცია გააუქმოს.მათ შორისაა: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, ასევე ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკრეტულ სუბიექტს ან მთლიანად საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.ცვლილებების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ანგარიშგებას ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის მეშვეობით ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ.

✕