76 წლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
1794507316
საქართველოს ფოსტა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი სახელით თაღლითური SMS-შეტყობინებები ვრცელდება. უწყების განცხადებით, შეტყობინებები ოფიციალურად არ არის გაგზავნილი და მომხმარებლებს მოუწოდებენ, არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე და არ შეიყვანონ პირადი ან საბანკო მონაცემები.
„ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ საქართველოს ფოსტის სახელით ვრცელდება თაღლითური SMS-შეტყობინებები. გთხოვთ, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე და არ შეიყვანოთ პირადი ან საბანკო მონაცემები. აღნიშნული შეტყობინებები საქართველოს ფოსტის მიერ არ არის გაგზავნილი. გზავნილების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ საქართველოს ფოსტის ოფიციალური არხებით“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.