„სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ადვოკატები...“ - ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„დაზარალებულის ადვოკატს არ აქვს გამოძიების ჩატარების უფლება. გამოძიებას ატარებს საგამოძიებო ორგანო.
დაზარალებულის ადვოკატს არ აქვს საქმის სენსიტიურ დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლება, რომ გამოძიება არ დააზიანოს.

სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ადვოკატები. სანამ დაჩაგრული დაზარალებულის უანგაროდ დაცვას გადავწყვეტთ. თუ საგამოძიებო ორგანოს თვეები დასჭირდა, შეიძლება ადვოკატს დაგაბრალონ. არის რისკი რომ სიკეთე აქეთ შემოგიბრუნდება.

საზოგადოებას სჭირდება მეტი სამართლებრივი განათლება და ამაში ჩვენი, ადვოკატების როლი დიდია“, - წერს კაკაბაძე.

✕