„+30 გრადუსამდე დაცხება...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1791625984
ჩავარდნილი გეგმა და სანაცვლოდ მიღებული თაღლითის სახელი. როგორ სცადა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ სიცრუით მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ამნესტი ინთერნეშნალზე" საუბრობს. შალვა პაპუაშვილი იხსენებს 2023 წელს, როცა ენჯეო ამტკიცებდა თითქოს სააკაშვილს კახექსია და დემენცია ჰქონდა, რის გამოც სიკვდილის პირას იყო და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებდა. თუმცა, საპირისპირო აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაც კი არ იყო. პაპუაშვილი განცხადებას შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვებს ურთავს. მარკო რუბიოს განცხადებით, "ამნესტი ინთერნეიშენალი" თაღლითური ორგანიზაციაა.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაჟღერდა კონკრეტული ხაზგასმითი მითითება იმის შესახებ, რომ თუკი ამ გზიდან ივლის ევროკავშირი, მას აუცილებლად საბოლოოდ ღირებულებითი უფსკრული ელოდება:
"მარკო რობიომ თანამედროვე, ძალიან ბევრ გამოწვევას, ზუსტი დიაგნოზი დაუსვა. მან პირდაპირ დაადანაშაულა კონკრეტული ორგანიზაცია თაღლითობაში, სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წამებულად ავლენდა, მასზე წერდა, რომ ის არის რაღაც კონკრეტული დაავადებით დაავადებული. სინამდვილეში საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ აბსოლუტურად საპირისპიროს ჰქონდა ადგილი.
მარკო რობიომ ხაზი გასვა იმ ღირებულებით ცდომაზე და ღირებულებით შიმშილზე, რომელიც ევროკავშირს გააჩნია და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაჟღერდა კონკრეტული ხაზგასმითი მითითება, რომ თუკი ამ გზიდან ივლის ევროკავშირი, მას აუცილებლად საბოლოოდ ღირებულებითი უფსკრული ელოდება,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.