ვაქცინაცია

რეგიონი 1786698859

რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო იდენტიფიკაციასა (ჩიპირება) და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი პატრონიანი ძაღლების ჩიპირების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში  გაეცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას.რეგიონებში პატრონიან ძაღლებს ჩიპირება, ვაქცინაცია და სტერილიზაცია უფასოდ უტარდებათ.ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში, რასაც ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები  სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდეს. ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ითვალისწინებს როგორც მიუსაფარი და მიკედლებული, ასევე პატრონიანი  ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციასა და სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც ხელს შეუწყობს ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,  ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება ფეისბუკ-პლატფორმაზე(https://www.facebook.com/profile.php?id=61580338640226 ... ).  ასევე ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულმა პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1786532654

ირაკლი კობახიძე: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია

2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, ეს არის კოორდინირებული მცდელობა და მათ შორის, ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება.„ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება და ვერ იქნება განხილული როგორც შემთხვევითი მოვლენა. როდესაც ასეთ რამეს ამბობს ბარამიძე, 35 წლის წინანდელ საკითხზე საუბრობს და ასეთ ტყუილს კადრულობს, ესეც ამ კოორდინაციის ნაწილი უნდა იყოს, ბუნებრივია. როდესაც ვხედავთ, როგორ დადიან უცხოელი აგენტები მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური განცხადებებით, ბანერებით, გზავნილებით, რა თქმა უნდა, ესეც არის ამ კოორდინაციის შედეგი. ჩვენ ვიცით, რომ არიან უცხოელი აგენტები, ისინი დადიან ბანერებით ბათუმის პლაჟზე და და ტურისტებს ეხებიან პირდაპირ, შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე კამპანიას აწარმოებს ისევ და ისევ იგივე აგენტურა – პოლიტიკოსები, პარტიული აქტივი, პარტიული ტელევიზიები, ისინი კოორდინირებულად მხარს უჭერენ ამ რუსოფობიურ კამპანიას. ეს არის კოორდინაციის შედეგი ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით. გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყელა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა კობახიძე.მისივე თქმით, ასევე იყო 2022 წელს, როდესაც მათ ვერ მიაღწიეს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022-ში სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება.„ადრეც ეგრე იყო, 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი, შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე, ეს იყო სანქციების დაწესება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. როდესაც ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს, ვინაიდან საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამას მოაყოლეს შემდეგ მარტო იმ 1 წელიწადში სამი რუსოფობიური კამპანია. ამ კამპანიებში პირდაპირ იყო ჩართული მთელი აქტივი, უცხოური აგენტურა, ეს იყო მათ შორის პარტიული აქტივი, პოლიტიკოსები პირდაპირ იყვნენ ჩართულები რუსოფობიური კამპანიის გაღვივებაში და ტურისტების წინააღმდეგ იყო პირველ რიგში მიმართული ეს კამპანიები. საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს, როგორც ასეთს. ამაში ჩართულები იყვნენ პოლიტიკოსები, ე.წ. „ენჯეოები“, პარტაქტივი, მაშინდელი პრეზიდენტი სალომემ ზურაბიშვილი და პარტიული ტელევიზიები. სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია. მაგრამ მთელი აგენტურა, ნაცმოძრაობა, თავისი დანამატი პარტიებით, „ახალი“ „ლელო“ და ა.შ. იმ წელს არსებული პარტიები, ამაში იყვნენ ჩართულები, ასევე „ენჯეოები“, მთელი აქტივი, პოლიტაქტივისტები და პარტიული ტელევიზიები, ანუ სამი რუსოფობიური კამპანია იყო მარტო 2022 წელს და შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას“, – განაცხადა კობახიძემ.

ბარამიძე-სააკაშვილი

პოლიტიკა 1786197720

მე და გია ბარამიძე ერთად ვართ ნამყოფი სოხუმში და გუდაუთაში, სადაც კინაღამ ტყვედ აგვიყვანეს - მიხეილ სააკაშვილი

მე და გიორგი ბარამიძე ძალიან დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები ვართ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ და აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. ერთად ვართ ნამყოფი სოხუმშიც და გუდაუთაშიც, სადაც კინაღამ ჩვენ თვითონ აგვიყვანეს ტყვედ, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, გიორგი ბარამიძემ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან.„მე მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე და დარწმუნებული ვარ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. აი, ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი იქნა წარმოუდგენელი სამხედრო დანაშაულები აფხაზეთშიც და ცხინვალშიც. ცხინვალის შემთხვევაში ეს დადასტურებულია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ აფხაზეთზე კონტროლს და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი არავის არაფერი შერჩება. რაც შეეხება ქართველების სამხედრო დანაშაულებში დადანაშაულებას, ამას ივანიშვილის დავალებით აქტიურად აკეთებდნენ წულუკიანი, რომელმაც ხელოვნურად მოახდინა გამოძიების პროვოცირება 2008 წლის ომზე და ასევე „ქოცების“ მიერ დასმული პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, რომლის გამონათქვამები რუსებმა წარადგინეს ქართველების წინააღმდეგ მტკიცებულებებად. გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან, რომელთაც უთავმოყვარეობა აიყვანეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

რეზო ბლიაძე

პოლიტიკა 1786174200

ადამიანები, რომლებიც 2008 ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე- რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში? - რეზო ბლიაძე

მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფეროში შექმნილ პროცესებს ეხმაურება. ბლიაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსებს“ ეძახდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ აღიარებდნენ და კულტურულ ღონისძიებებს ჩაშლით ემუქრებოდნენ, დღეს ჩვეულებრივად აგრძელებენ კონცერტებში მონაწილეობას იმავე ხელისუფლების პირობებში. მუსიკოსი იხსენებს კონკრეტულ ეპიზოდებსაც, მათ შორის ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებასა და პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის ანთების პროცესს, რომელთა ჩაშლაშიც, მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდნენ.„2-3 წელი არ გასულა საქართველოს ბოლო არჩევნებიდან. მახსენდება როგორ მტრობდნენ და ,,აბოზებდნენ” საკუთარ სახელმწიფოს. არ აღიარებდნენ პრეზიდენტს. არ აღიარებდნენ პარლამენტს. საკუთარ ხელისუფლებას ეძახდნენ ,,რუსებს” და ადანაშაულებდნენ ოკუპანტთან ,,თანამშრომლობაში” ამბობდნენ: საქართველო რუსეთის უკანა ეზოა და რუსეთში მიგვათრევენო. სწორედ ამ მიზეზით უარს ამბობდნენ კონცერტებში მონაწილეობაზე. თუ ვინმე გაბედავდა და სადმე იმღერებდა სცენასთან მიუვარდებიდნენ ევროკავშირის დროშებით. პირადად ჩვენ ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცენაზე ამოგვივარდა ორბელიანზე და კონცერტი ჩაშალა.შემდეგ იყო პარლამენტთან ნაძვის ხის ანთება, რომელიც ჩაშალეს და ბავშვებს წაართვეს ახალი წელი. ადამიანები, რომლებიც 2008 ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… საზოგადოება გახლიჩეს ორ ნაწილად, დაამკვიდრეს და ჩვეულებრივ ამბად გვიქციეს გინება, ლანძღვა, შეურაცხყოფა. სიმღერაც კი შექმნეს და ერთ, ან ორ, ან სამ ადამიანს კი არა, მილიონრაღაც ადამიანს უმღეროდნენ გინებ/გინებით. დღეს კი ვხედავ, ეს ორტრაკა, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” და ჩამშვებები, როგორ დადიან ,,იგივე” ქვეყანაში, იგივე მთავრობის პირობებში, იგივე სახეებით, იმ ქალაქებში რომელსაც ,,ჩელიაბინსკებს” ეძახდნენ და როგორ ათამაშებენ კურტუმებს სხვა და სხვა კონცერტებზე….რა, რამე შეცვალეთ? ვინმეს უკან დაახევინეთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში? რა გამღერებთ? რა გაცეკვებთ? მიკვირს მიწა და სცენა როგორ არ გისკდებათ ფეხქვეშ, თქვენი უპრინციპო, აკაცუკი დედა ვატირე! მახსოვს გვემუქრებოდნენ: ყველას და ყველაფერს ვიმახსოვრებთო. როგორც ხედავთ ჩვენც კარგად დაგიმახსოვრეთ - ყველა! რუსეთი ოკუპანტია! ძმაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი! გაუმარჯოს საქართველოს!”- წერს რეზო ბლიაძე.        შეყვანა, შეტყობინება გაგზავნილია 11:25 Keti მიერ: რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008 ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… დღეს კი ვხედავ, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” როგორ დადიან იგივე მთავრობის პირობებში და ათამაშებენ კურტუმებს კონცერტებზე- რა შეცვალეთ, რა გამღერებთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში? მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფეროში შექმნილ პროცესებს ეხმაურება. ბლიაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსებს“ ეძახდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ აღიარებდნენ და კულტურულ ღონისძიებებს ჩაშლით ემუქრებოდნენ, დღეს ჩვეულებრივად აგრძელებენ კონცერტებში მონაწილეობას იმავე ხელისუფლების პირობებში. მუსიკოსი იხსენებს კონკრეტულ ეპიზოდებსაც, მათ შორის ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებასა და პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის ანთების პროცესს, რომელთა ჩაშლაშიც, მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდნენ. “2-3 წელი არ გასულა საქართველოს ბოლო არჩევნებიდან. მახსენდება როგორ მტრობდნენ და ,,აბოზებდნენ” საკუთარ სახელმწიფოს. არ აღიარებდნენ პრეზიდენტს. არ აღიარებდნენ პარლამენტს. საკუთარ ხელისუფლებას ეძახდნენ ,,რუსებს” და ადანაშაულებდნენ ოკუპანტთან ,,თანამშრომლობაში” ამბობდნენ: საქართველო რუსეთის უკანა ეზოა და რუსეთში მიგვათრევენო. სწორედ ამ მიზეზით უარს ამბობდნენ კონცერტებში მონაწილეობაზე. თუ ვინმე გაბედავდა და სადმე იმღერებდა სცენასთან მიუვარდებიდნენ ევროკავშირის დროშებით. პირადად ჩვენ ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცენაზე ამოგვივარდა ორბელიანზე და კონცერტი ჩაშალა. შემდეგ იყო პარლამენტთან ნაძვის ხის ანთება, რომელიც ჩაშალეს და ბავშვებს წაართვეს ახალი წელი. ადამიანები, რომლებიც 2008 ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… საზოგადოება გახლიჩეს ორ ნაწილად, დაამკვიდრეს და ჩვეულებრივ ამბად გვიქციეს გინება, ლანძღვა, შეურაცხყოფა. სიმღერაც კი შექმნეს და ერთ, ან ორ, ან სამ ადამიანს კი არა, მილიონრაღაც ადამიანს უმღეროდნენ გინებ/გინებით. დღეს კი ვხედავ, ეს ორტრაკა, საკუთარი ქვეყნის ,,საბოტაჟნიკები” და ჩამშვებები, როგორ დადიან ,,იგივე” ქვეყანაში, იგივე მთავრობის პირობებში, იგივე სახეებით, იმ ქალაქებში რომელსაც ,,ჩელიაბინსკებს” ეძახდნენ და როგორ ათამაშებენ კურტუმებს სხვა და სხვა კონცერტებზე…. რა, რამე შეცვალეთ? ვინმეს უკან დაახევინეთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში? რა გამღერებთ? რა გაცეკვებთ? მიკვირს მიწა და სცენა როგორ არ გისკდებათ ფეხქვეშ, თქვენი უპრინციპო, აკაცუკი დედა ვატირე! მახსოვს გვემუქრებოდნენ: ყველას და ყველაფერს ვიმახსოვრებთო. როგორც ხედავთ ჩვენც კარგად დაგიმახსოვრეთ - ყველა! რუსეთი ოკუპანტია! ძმაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი! გაუმარჯოს საქართველოს!”- წერს რეზო ბლიაძე.

თორნიკე ჭეიშვილი

პოლიტიკა 1784815800

თორნიკე ჭეიშვილი: დაახლოებით, 7-8 თვე ალექსანდრე კარტოზია, ჩვენი ელჩი, ელოდებოდა რწმუნებათა სიგელების გადაცემას. დღევანდელი ცერემონია უკვე აჩენს გარკვეული პოზიტიური მოლოდინის საფუძველს. გვაქვს იმედი, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან აღვადგენთ თანამშრომლობას

დაახლოებით, 7-8 თვე ბატონი ალექსანდრე კარტოზია, ჩვენი ელჩი, ელოდებოდა რწმუნებათა სიგელების გადაცემას. დღევანდელი ცერემონია უკვე აჩენს გარკვეული პოზიტიური მოლოდინის საფუძველს, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება ამის შემდგომ პროცესები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გერმანიასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.მისივე თქმით, აქვთ იმედი, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საქართველო მნიშვნელოვან თანამშრომლობას კვლავ აღადგენს.„უკვე გარკვეული პოზიტიური იმპულსები არის. თუნდაც, დღევანდელი ცერემონია, რწმუნებათა სიგელების გადაცემისა, რაც ასევე გაჭიანურდა თვეების განმავლობაში - დაახლოებით, 7-8 თვე ბატონი ალექსანდრე კარტოზია, ჩვენი ელჩი ელოდებოდა ამ მომენტს, ეს უკვე აჩენს, გარკვეული პოზიტიური მოლოდინის საფუძველს, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება ამის შემდგომ პროცესები.ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან აღვადგენთ იმ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ იყო გამოხატული, როგორც ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ურთიერთობებში, ისე საგანმანათლებლო სფეროში, ან გნებავთ, კულტურის სფეროში, სამართლებრივ სფეროში არ შეიძლება, არ აღინიშნოს ეს პოზიტიური ურთიერთობა და თანამშრომლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ვნახოთ, ჩვენი მხრივ ამის მზაობა გაგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კუთხით, მაგრამ იმედია, რომ სამომავლოს სამართლიანი და სწორი მიდგომები, რასაც გამოავლენს გერმანული მხარე როგორღაც მოახდენს იმ ნეგატივის გადაფარვას, რაც დაგროვდა უკანასკნელი ბოლო წლების განმავლობაში ელჩ პეტერ ფიშერის საქმიანობის კვალდაკვალ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კუთხით“, - განაცხადა ჭეიშვილმა.ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პარალელურად კი დაახლოებით, წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.ამ მოვლენებს წინ უსწრებდა პეტერ ფიშერის დიპლომატიური საქმიანობის დასრულება საქართველოში.

ზარქუა

პოლიტიკა 1784806588

ირაკლი ზარქუა გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე: ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში - კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ, გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული."ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდება. მმართველი გუნდი გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს.„გვყავდა გერმანიის ელჩის, რომელიც იყო მხარდამჭერი რადიკალების, რომელიც იყო მხარდამჭერი ამ უსამშობლოები, რომელიც აქეზებდა მოლოტოვის კოქტეილებს, რომელიც აქეზებდა პარლამენტზე შტურმს, რომელმაც ვერ გაითავისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იყო სალომე ზურაბიშვილი, არამედ იყო მიხეილ ყაველაშვილი და ამას შეგნებულად აკეთებდა. მათ შორის, იმ საგარეოს საიტებზე, გერმანულ საიტებზე, იქაც კი არ შეაცვლევინა. როგორც კი ჩამოშორდა ეს ადამიანი და გათავისუფლდა მათ შორის გერმანიის საელჩოც, უკვე დალაგებისკენ წავიდა.ჩვენი ელჩი, რომელიც 7 თვეზე მეტი ელოდებოდა თანხმობას, უკვე დღეს ხვდება გერმანიის პრეზიდენტს და ინიშნება ელჩად. მათ შორის, ის ცრუ ინფორმაციაც წაიშალა გერმანული საიტებიდან. ეს ნიშნავს, რომ ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. ასეთი კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერები არიან, რომელთაც ერთი სული აქვთ, რომ აქ რევოლუცია მოხდეს და შემდეგ თავიანთი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ეს ქვეყანა ომში გახვიონ. ჩვენ ნანახი გვაქვს ეს კინო, ვიცით, ყველაზე გვაქვს ინფორმაცია, ამიტომ, არ გავატარებთ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა 1784805711

ჩვენს ელჩებს რწმუნებათა სიგელებს უნდა გადასცემდნენ დაუყოვნებლივ და არა 10 თვის ლოდინის შემდეგ - გიორგი შარაშიძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს ელჩისთვის რწმუნებათა სიგელები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცათ და არა 10-თვიანი ლოდინის შემდეგ. მისივე თქმით, ელჩს შექმნილ ვითარებასთან კავშირი არ აქვს და მმართველი გუნდი პასუხისმგებლობის მასზე გადატანას უსაფუძვლოდ ცდილობს.„ჩვენს ელჩებს რწმუნებათა სიგელებს უნდა გადასცემდნენ დაუყოვნებლივ და არა 10 თვის ლოდინის შემდეგ. მაგ ელჩი არაფერ შუაში არ არის, ასე რომ, ტყუილად ცდილობს „ოცნება“, ელჩს გადააბრალოს ყველაფერი“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.

ვაქცინაცია

საზოგადოება 1784799380

რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში,  პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის ,იდენტიფიკაციის (ჩიპირება)  და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებებს, ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ.აღსანიშნავია, რომ ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება, როგორც სტაციონარულ , ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები,  სტანდარტების სრული დაცვით და სტერილური პირობებში  ჩატარდეს. რეგიონებში ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი ადგილზე გაეცნო და აღნიშნა რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს და  ეფექტიანად მიმდინარეობს.„აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“ -აღნიშნა ალექსანდრე ზურაბიშვილმა.აღსანიშნავია, რომ პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება  ფეისბუკ-პლატფორმაზე:(https://www.facebook.com/profile.php?id=61580338640226&locale=ka_GE) .  ასევე ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულმა პირებს შეუძლიათ მიმართონ  ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1784781547

ახლა ბურთი გერმანიის მთავრობის მოედანზეა - ლევან მაჭავარიანი

დღეს საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტ შტაინ მაიერს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული."ქართული ოცნება" გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების ნორმალიზება გაგრძელდება."რასაც ახლა გერმანული მხარე აკეთებს, ამას ჰქვია საღ აზრზე დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.ჩვენ თავშეკავებულობას ვინარჩუნებდით, ვაცხადებდით, რომ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიქნებოდით, ასეც გავაკეტეთ ყველაფერი. ახლა ბურთი გერმანიის მთავრობის მოედანზეა.ვიმედოვნებთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის მისამართით და სამართლიანობის ფარგლებში ჩასვამენ იმ დაზიანებულ ურთიერთობებს, რომელზეც ბატონმა ფიშერმა ასე იზრუნა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1784781122

დაუბრუნდნენ რეალობას და წარსულში აღარ არიან ჩარჩენილნი - ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიაზე

დღეს საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტ შტაინ მაიერს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.უმრავლესობაში კი იმედოვნებენ რომ გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობა ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდება. "ქართული ოცნება" გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს. ხელისუფლება მზად არის, რომ გერმანიასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტზე განახლებული ინფორმაცია ურთიერთობების ნორმალიზების ნიშანია."დაუბრუნდნენ რეალობას და წარსულში აღარ არიან ჩარჩენილნი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ მომავლისკენ იხედებიან. იმედი გვაქვს, რომ დღეს ვითარება იცვლება. ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის პოლიტიკური კონტაქტების განახლების კუთხითაც. ველოდებით, საპასუხო ნაბიჯს, რომ საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი დაინიშნება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1784752750

ირაკლი კირცხალია - არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ფიშერმა ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.კირცხალიას თქმით, პეტერ ფიშერი ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა."როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ. საიტზე ბერკეტს იყენებ. გავიგე, რომ აგენტი ხარ. აგენტი კი არა, პირდაპირ „ნაცაქტივისტი“, რომელიც აქ აქციებზე დადიოდა. ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა. ყველაფერი გააკეთა ამ კაცმა. არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა. პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებდა შეურაცხყოფას. ყოველთვის ვამბობდით, ვამბობთ და ვიტყვით, რომ პიროვნებებზე არ გადავდიოდით, მაგრამ ამ ადამიანს პირადში ჰქონდა გადასული, „ნაცზე“ „ნაცი“.რა თქმა უნდა, დავალებასთან ერთად მისი პირადი განწყობებიც ამ ყველაფერს ემთხვეოდა. რა დონის პატარა კაცი უნდა იყო, რომ საიტზე სახელ-გვარის არშეცვლა, რაღაც ინფორმაციის არმიწოდება. ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1784749980

ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.კირცხალიას თქმით, პეტერ ფიშერი ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა.„როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ. საიტზე ბერკეტს იყენებ. გავიგე, რომ აგენტი ხარ. აგენტი კი არა, პირდაპირ „ნაცაქტივისტი“, რომელიც აქ აქციებზე დადიოდა. ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა. ყველაფერი გააკეთა ამ კაცმა. არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა. პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებდა შეურაცხყოფას. ყოველთვის ვამბობდით, ვამბობთ და ვიტყვით, რომ პიროვნებებზე არ გადავდიოდით, მაგრამ ამ ადამიანს პირადში ჰქონდა გადასული, „ნაცზე“ „ნაცი“.რა თქმა უნდა, დავალებასთან ერთად მისი პირადი განწყობებიც ამ ყველაფერს ემთხვეოდა. რა დონის პატარა კაცი უნდა იყო, რომ საიტზე სახელ-გვარის არშეცვლა, რაღაც ინფორმაციის არმიწოდება. ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.