ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ

მსოფლიო 1786694160

კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ

კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. აღნიშნულს მხარს უჭერენ საქმის პროკურორები, უმკაცრეს სასჯელს კი 23 წლის ტაილერ რობინსონის ადვოკატები არ ეთანხმებიან.ტაილერ რობინსონის უფლებადამცველის თქმით, იუტის შტატის მკვიდრს სიკვდილით დასჯა არ უნდა მიესაჯოს, რადგან მას მხოლოდ კირკის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი, „მიზანს“ გაარტყა და სხვა შეკრებილებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.საქმის პროკურორები რობინსონისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, როდესაც იუტის უნივერსიტეტში ახალგაზრდამ ჩარლი კირკს ათასობით ადამიანის თვალწინ ესროლა, სხვების სიკვდილის რისკი გამიზნულად შექმნა.შეგახსენებთ, 31 წლის კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი 2025 წლის 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი კი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.ცნობისთვის, ჩარლი კირკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღია მხარდამჭერი იყო.

ტრამპი

მსოფლიო 1786381980

დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში ახალი პირობა დააყენა და განაცხადა, რომ ახლა ის ირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის კომპენსაციას მოითხოვს - მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო.„ვხედავ, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები ბოლო ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ (რომელიც იმის გამო დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს არცერთ მოლაპარაკებასა თუ შეხვედრაზე არასდროს უხსენებიათ!“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.„თუმცა, ეს საინტერესო იდეაა“, - განაგრძო მან. „რადგან ახლა მეც ზუსტად ასე მოვითხოვ ირანისგან კომპენსაციას იმ ყველა ადამიანისთვის, რომლებიც მათ თავიანთი ნაღმებითა თუ მრავალი კონფლიქტით მოკლეს და მძიმედ დაჭრეს“.პრეზიდენტის თქმით, კომპენსაცია ასევე უნდა გადაეცეთ „იმ ასობით ათასი უდანაშაულო მომიტინგის ოჯახებს, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა“.„ჩემს წარმომადგენლებს უკვე მივეცი მითითება, რომ ეს მოთხოვნა უპირობოდ ჩართონ ნებისმიერ და ყველა მომავალ მოლაპარაკებაში“, - დაასკვნა მან.

ჯაბა ხუბუა

პოლიტიკა 1786185221

ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი - ჯაბა ხუბუა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბარამიძე აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს დატყვევებული და განიარაღებული პირების დახვრეტაში ადანაშაულებს.ხუბუას თქმით, ეს ბრალდება სინამდვილეში თავად ბარამიძისა და „ნაცრეჟიმის“ ხელწერას წარმოადგენს. ის თავისი პოზიციის გასამყარებლად 2004 წელს სოფელ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებს, რომელიც გიორგი ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელდა. ხუბუას განცხადებით, აღნიშნული ოპერაციის დროს დაჭრილი და უკვე დაკავებული ომეხ აფრასიძე ხელბორკილდადებული დახვრიტეს, რის შემდეგაც მას მკერდიდან ძეწკვი ააგლიჯეს, ხოლო თითიდან ბეჭედი ვერ წააძრეს და ამიტომ ის ბეჭდიანი თითი დანით - ე.წ. შტიკნოჟით მოაჭრეს.„დატყვევებული, განიარაღებული, წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაწართმეული ადამიანის დახვრეტა, რაშიც ნაცმოძის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აფხაზეთში მეომარ ქართველებს ადანაშაულებს, რეალურად, თავად ბარიმიძისა და ნაცრეჟიმის ხელწერაა. ამის მკაფიო მაგალითი გახლავთ 2004 წელს, სწორედ ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობისას, მისივე ხელმძღვანელობით ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, როცა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ომეხ აფრასიძე ჯერ დაჭრეს, მერე დააპატიმრეს და ხელბორკილდადებული დახვრიტეს. დიახ, დაჭრილი კაცი, რომელიც უკვე შეპყრობილი ჰყავდათ, სახლის უკან გაიყვანეს და ხელბორკილიანი დახვრიტეს, მკერდიდან ძეწკვი ააგლიჯეს, ხოლო თითიდან ბეჭედი ვერ წააძრეს და ამიტომ ის ბეჭდია ნი თითი დანით - ე.წ. შტიკნოჟით მოაჭრეს. ასე რომ ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი.”- წერს ხუბუა.        

შსს

სამართალი 1785912307

ხარაგაულში კაცი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს."გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის 12 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ნაცნობი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ძებნილი პირი იმერეთის რეგიონში დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ლენტა

ისტორიები 1785873111

კაზინოსა და ტოტალიზატორის ყველა მეწილე მოკლეს - როგორ გაძარცვეს თბილისის ერთ-ერთი დიდი ტოტალიზატორი 2001 წელს და რა სქემა გაიშიფრა გამოძიებისთვის მიცემული დირექტორის ჩვენებით

მეოცე საუკუნის მიწურულს საქართველოში ტოტალიზატორების ბუმი დაიწყო და ეს უწყებები დიდ ფულს შოულობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ტექნოლოგიები მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მაღალ დონეზე, ამ უწყებებს არავინ ესხმოდა თავს.საქმე კი ის იყო, რომ ტოტალიზატორებს კანონიერი ქურდები აკონტროლებდნენ – „კრიშავდნენ“ და პროფესიონალმა მძარცველებმა ეს კარგად იცოდნენ. ამიტომ ამ უწყებებს გვერდს უვლიდნენ. თუმცა, 2001 წელს თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს საბუკმეკერო კანტორაში შეიარაღებული ძარცვა განხორციელდა.ავტომატებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პიროვნება მოულოდნელად შეიჭრა ტოტალიზატორის დარბაზში. უმალვე განაიარაღეს ოთხი მცველი და სალაროდან არც მეტი, არც ნაკლები, 200 ათასი დოლარი გაიტაცეს. ხოლო ტოტალიზატორის დირექტორი, 28 წლის ლევან აბალაკი მძიმედ დაჭრეს. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ექიმებმა სიკვდილს სასწაულებრივად გამოსტაცეს. ფეხზე დადგა მთელი მაშინდელი პოლიცია და შავი სამყარო. თუმცა „დიდი კუშით“ მიმალული ბოროტმოქმედების აღმოჩენა ვერ მოხერხდა.საქმე არც იმან დაძრა ადგილიდან, რომ მძარცველების პიროვნებებს ვინც გაშიფრავდა, მას 100 ათას ამერიკულ დოლარს გადაუხდიდნენ.საქმის მიმცემი200 ათასი დოლარის დაკარგვა დიდი ზარალი იყო. მაგრამ უფრო მეტი ზარალი იყო ავტორიტეტის შელახვა. ამიტომ, კაზინოს რეალურმა მეპატრონეებმა ჯილდო გააორმაგეს და ის 20 ათასი ამერიკული დოლარი გახდა, თუმცა მძარცველთა კვალზე დადგომა არც ამჯერად მოხერხდა.ამასობაში, სიკვდილთან მებრძოლი ლევან აბალაკი საბოლოოდ დაუძვრა სიკვდილს. სამთვიანი კომის შემდეგ გონება დაუბრუნდა და მისი დაკითხვა შესაძლებელი გახდა. აბალაკის დაკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ეს პროცედურულად იყო საჭირო, თუმცა ამან მოულოდნელი შედეგი მოიტანა.28 წლის დირექტორმა ყოველგვარი ძალდატანებისა და იძულების გარეშე გამომძიებელ კოტე ძნელაძეს განუცხადა, რომ ტოტალიზატორის ძარცვის საქმის მიმცემი თავად იყო. შემსრულებელი კი – ომარ ნიკოლაიშვილი. აბალაკი და ნიკოლაიშვილი ძველი კალათბურთელები იყვნენ და ერთ გუნდში თამაშობდნენ.როგორც აბალაკმა განაცხადა, ნიკოლაიშვილს ძარცვისთვის უფრო შესაფერისი დღე (როდესაც სალაროში დიდი თანხა იქნებოდა) დაუსახელა და შენობაში შეღწევის ზუსტი სქემაც მიაწოდა.წინასწარი მოლაპარაკებით, ძარცვას უსისხლოდ უნდა ჩაეარა. შემდგომ კი მათ ნაძარცვი ფული უნდა გაეყოთ. თუმცა, როგორც ნათელი იყო, ნიკოლაიშვილმა მეწილეს მოშორება განიზრახა და ამიტომ ჩაცხრილა, მაგრამ ვერ მოკლა.გაირკვა ნიკოლაიშვილის „პაძელნიკიც“, რომელიც ვინმე ოთარ ჯაში აღმოჩნდა, თუმცა, ჯაში ძარცვის მეორე დღეს მტკვარში დამხრჩვალი აღმოაჩინეს და ვარაუდობდნენ, რომ ისიც ნიკოლაიშვილმა მოიშორა თავიდან.პოლიციამ გაუჩინარებული ნიკოლაიშვილის ძებნა დაიწყო, შეურაცხყოფილმა ავტორიტეტებმა კი ჯილდო 30 ათას დოლარამდე გაზარდეს.ორი გზავნილიომარ ნიკოლაიშვილის კვალს ვერავინ მიაგნო და ვარაუდობდნენ, რომ ის ყალბი საბუთებით საზღვარგარეთ გაიქცა. გამწარებულმა ავტორიტეტებმა შურისძიება აბალაკზე გადაწყვიტეს.თავდაპირველად მისი მოკვლა განიზრახეს. თუმცა, გადაიფიქრეს და ციხეში მჯდომი საქმის მიმცემი „საქათმეში“ ჰომოსექსუალთა საკანში გამოამწყვდიეს. ამის შემდეგ სულ რაღაც სამი თვე იყო გასული, რომ ლევან აბალაკი, რომელიც რვაწლიან სასჯელს იხდიდა და „რესბალნიცაზე“ (საავადმყოფო) იყო გადაყვანილი, მოულოდნელად გაიქცა. განაგრძეთ კითხვა

ლენტა

შემთხვევა 1785407942

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა  2 დღის წინ მოხდა. მომხდარ ფაქტს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.დაზარალებულს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.დაშავებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ფაქტზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 სელესტა რივას ერნანდესი

მსოფლიო 1785178622

(უცხოეთი) სექსუალური ძალადობა 11 წლის გოგოზე და შემზარავი მკვლელობა - გამოძიების დეტალები, რის გამოც, ცნობილ რეპერს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ამერიკელი მომღერლისა და რეპერის, d4vd-ის, რომლის ნამდვილი სახელია დევიდ ენტონი ბურკი, წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა მძიმე ბრალდებებს აყენებს. გამოძიების მიხედვით, მუსიკოსს 14 წლის სელესტა რივას ერნანდესის მკვლელობაში, არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობასა და ცხედრის შეურაცხყოფაში ედება ბრალი.საქმე 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც სელესტა რივას ერნანდესი გაუჩინარდა. მისი ცხედარი კი რამდენიმე თვის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი Tesla-ს ავტომობილის საბარგულში აღმოაჩინეს. ავტომობილი d4vd-ს ეკუთვნოდა.გამოძიების მიხედვით, გოგონას გარდაცვალების სავარაუდო დრო 2025 წლის 23 აპრილია. ცხედარი კი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს. პოლიციამ ავტომობილის მიმართ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის ჰოლივუდის მთებში მიტოვებული და გაჩერების წესების დარღვევით დატოვებული აღმოაჩინეს. ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის შემდეგ თანამშრომლებმა მანქანიდან მძაფრი სუნი იგრძნეს და პოლიციას შეატყობინეს.სელესტას იდენტიფიცირება რთული აღმოჩნდა. მისი ცხედარი მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა გამომძიებლებმა გოგონას ამოცნობა რამდენიმე მახასიათებლის, მათ შორის ტატუების, საფუძველზე შეძლეს.საქმის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი დეტალი სელესტასა და მუსიკოსის ურთიერთობას უკავშირდება. პროკურატურის მტკიცებით, დევიდ ბურკი გოგონას მაშინ შეხვდა, როდესაც ის მხოლოდ 11 წლის იყო. მოგვიანებით, როდესაც სელესტა 13 წლის გახდა, მათ შორის სექსუალური ურთიერთობა დაიწყო. იმ პერიოდში ბურკი 18 წლის იყო.გამოძიების თანახმად, სელესტა მუსიკოსს ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ გაეცნო. ამის შემდეგ გოგონა მასთან დაახლოებული გახდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა მუსიკოსის გასტროლებშიც მონაწილეობდა.სელესტას ოჯახი ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდა. გოგონას დედის განცხადებით, ის ცდილობდა ქალიშვილისა და უფროსი მამაკაცის კონტაქტის შეზღუდვას, თუმცა გოგონა სახლიდან გაქცევით იმუქრებოდა და საბოლოოდ მართლაც გაუჩინარდა.პროკურატურის ვერსიით, სელესტას მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი. გამოძიება ვარაუდობს, რომ გოგონა მუსიკოსს მათი ურთიერთობის გამჟღავნებით ემუქრებოდა, რასაც, ბრალდების მხარის თანახმად, შესაძლოა ბურკის კარიერისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა.სასამართლოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, პროკურატურა ამტკიცებს, რომ სელესტა მუსიკოსის საცხოვრებელში სასიკვდილოდ დაჭრეს. ბრალდების მხარის ვერსიით, ბურკმა გოგონას დახმარება არ აღმოუჩინა და მოგვიანებით მისი ცხედრის დამალვა სცადა.გამომძიებლების განცხადებით, სელესტას გაუჩინარების შემდეგ ბურკმა სხვადასხვა ნივთი შეიძინა, რომლებიც, მათი ვარაუდით, შესაძლოა ცხედრის დამალვასა და კვალის დაფარვას უკავშირდებოდეს. საქმის მასალებში საუბარია სპეციალურ ჩანთებზე, ხელსაწყოებსა და სხვა ნივთებზე.გამოძიების ყურადღების ცენტრშია ასევე ციფრული მტკიცებულებები და სატელეფონო მიმოწერა. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში არსებული შეტყობინებები სელესტასა და ბურკის ურთიერთობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.საქმეში კიდევ ერთი მძიმე გარემოება გამოიკვეთა. გამოძიება იკვლევს არასრულწლოვანთან სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტებს. ბურკს ამ ნაწილშიც აქვს წაყენებული ბრალი.დევიდ ენტონი ბურკი ბრალს არ აღიარებს. მისი დაცვის მხარე აცხადებს, რომ მუსიკოსს სელესტას სიკვდილთან კავშირი არ აქვს და სასამართლოში ბრალდების ვერსიის გასაჩივრებას აპირებს.საქმის განხილვისას პროკურატურამ სასამართლოს მრავალი მტკიცებულება წარუდგინა, მათ შორის ციფრული მასალები, სატელეფონო კომუნიკაცია და ნივთები, რომლებიც, გამოძიების შეფასებით, შესაძლოა მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვას უკავშირდებოდეს.სასამართლო პროცესი გრძელდება. დევიდ ენტონი ბურკის საბოლოო დამნაშავედ ცნობა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.თუ მისი დანაშაული დამტკიცდა, მას განსაკუთრებით მძიმე სასჯელი ემუქრება, მათ შორის ხანგრძლივი ან უვადო პატიმრობა. პროკურატურა ასევე განიხილავს სიკვდილით დასჯის მოთხოვნის შესაძლებლობას.სელესტა რივას ერნანდესის ოჯახის წევრები ამ დრომდე სამართლიანობის აღსრულებას ელოდებიან. საქმის სასამართლო განხილვა კი შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის პროცესად იქცეს, რომელიც ბოლო წლებში ამერიკის მუსიკალურ ინდუსტრიას უკავშირდება.

ბერლინი

მსოფლიო 1785093423

მედიის ცნობით, ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გაანეიტრალა

ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილით თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გაანეიტრალა.ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.მედიის ცნობით, 21 წლის აბდულ ბალუტი ბერლინის გარეუბან შპანდაუში თითქმის 24-საათიანი ძებნის შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრეს.ტერორისტულ აქტად შეფასებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ცივი იარაღით ხელში სამართალდამცველებისკენ გაიქცა, რის შემდეგაც პოლიციამ მის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ბერლინის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მისი გადარჩენა რეანიმაციული პროცედურებით სცადა, თუმცა ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა.პრაიდის ღონისძიებაზე თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილის დასაკავებლად მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობდა, რომელშიც ასობით პოლიციელი იყო ჩართული. როგორც პოლიციაში განაცხადეს, გერმანიაში დაბადებული, ლიბანური წარმოშობის აბდულ ბალუტი, ბერლინის „ისლამისტურ წრეებს“ მიეკუთვნებოდა.ცნობისთვის, ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტიერგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, 29 დაშავდა, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია. 

klinika

საზოგადოება 1784752203

როგორია ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა

ბათუმში დაჭრილ ახალგაზრდა კაცს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. „დასრულდა რამდენიმესაათიანი რთული ოპერაცია. პაციენტს მუცლის ღრუში სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ მისი მდგომარეობა მძიმეა. კაცი რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,“ – განაცხადეს კლინიკაში.ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლის შედეგად 31 წლის კაცი დაჭრეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო - 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 108-236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). 

პოლიციის სირენა

სამართალი 1784739560

ბათუმში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, ახალგაზრდა კაცის დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო - 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 108-236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლის შედეგად 31 წლის კაცი დაჭრეს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდას უცნობმა პირმა, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა, რამდენჯერმე ესროლა და გაიქცა.დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

 შსს

საზოგადოება 1784357605

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტს შეეხება.სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს:მიმდინარე წლის აპრილში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, პოლიციელებმა შეაჩერეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დანა.აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაულის ჩადენა აღიარა. მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები, იგი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ამოღებულ ცივ იარაღზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიების მიმდინარეობისას, დაჭრის ფაქტიდან მეორე დღეს, დუშეთის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა დაკავებული პირის ნაცნობი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული თავად ჩაიდინა. მან სამართალდამცველებს ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღის ადგილმდებარეობა.აღნიშნული პირის მიმართაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები.ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად თავდაპირველად დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს.საქმეზე დანიშნულ ექსპერტიზებზე დასკვნები ივლისის თვეში იქნა მიღებული, კერძოდ:1. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (მათ შორის, ცივი იარაღის კვლევა) - 09.07.2026;2. მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა (ტანსაცმელი, მიკრონაწილაკები) - 07.07.2026;3. დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - 03.07.2026.დანაშაულის ჩადენის იარაღზე - დანაზე - ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მეორე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპროცესო ღონისძიებებისა  და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან თავდაპირველად დაკავებული პირის მიმართ ძალადობას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სამართალდამცველების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს და დანაშაულის ჩადენა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა. სწორედ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. შემდგომ, მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა.ასევე, განვმარტავთ, რომ  თავდაპირველად მან უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე, ხოლო მისი ინტერესების დაცვა ადვოკატმა მხოლოდ ივნისის თვიდან დაიწყო",- ნათქვამია განცხადებაში.

პოლიცია

სამართალი 1784269714

თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.„დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.