გურამ დადიანიძის ბიძა

საზოგადოება • 1792095096

VIDEO: „ჩემთვის დაუჯერებელი იყო...“ - რას ჰყვება გურამ დადიანიძის ბიძა

გურამ დადიანიძის ბიძა გადაცემის, „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარია. კახა დადიანიძე საჯაროდ პირველად გამოჩნდა. „გურიკას დაკარგვის ამბავი გავიგე ჩემი დისგან, მან დამირეკა... ჩემთვის დაუჯერებელი იყო მაშინვე...სანამ ლომისობაზე წავიდოდა, 3-4 დღით ადრე ვნახე. ლომისობაზე რომ უნდა წასულიყო, ეგ ვიცოდი.რომ იძახიან, ცოცხალიაო, თუ ცოცხალია, რაღაცა იციან... მაგრად მიყვარდა და მაგრად ვუყვარდი....მე ერთადერთი, გურიკას გამოჩენა მინდა, მეტი არაფერი და სიმართლე მინდა გავიგო“, - ამბობს კახა დადიანიძე. მის სრულ ინტერვიუს მაყურებელი 16 ოქტომბერს, გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ იხილავს.შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1792011389

„ამას პირველად ვაჟღერებ...“ - ადვოკატი საუბრობს, სად ინახება გურამ დადიანიძის მობილური ტელეფონი

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის ზაფხულში განახლდა და ახლაც გრძელდება.აგვისტოში, მლეთაში, ლომისის სალოცავის მიმდებარედ, 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, გამოიყენეს სპეციალური სკანერები და დრონები. შსს-ს ცნობით, ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი პირი ხელახლა გამოიკითხა.საქმეში ახალი მოწმეები ჩნდებიან. არის სხვადასხვა ვერსიები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.გადაცემაში “VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თქვა, რომ აქვს ინფორმაცია, სად ინახება გურამ დადიანიძის მობილური ტელეფონი.ამას პირველად ვაჟღერებ, მე მაქვს ინფორმაცია, სად ინახება გურამ დადიანიძის მობილური ტელეფონი, მზად ვარ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო საქმის ახალ გამომძიებელს. აღნიშნული ტელეფონი გურამმა ნამდვილად დატოვა მამიდასთან. გურამი რჩებოდა მამიდასთან და როცა წავიდნენ მლეთაზე, ტელეფონი გურამმა დატოვა მამიდასთან. რაც შეეხება ტელეფონს, სად არის და როგორ, ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ, გამოძიებას აუცილებლად ექნება“, - თქვა ტარიელ კაკაბაძემ.ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე  2014 წლის ივნისში დედაქალაქიდან ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში იმყოფებოდა. სალოცავიდან დაბრუნებისას ის თანმხლებ ჯგუფს ჩამორჩა და უკვალოდ გაუჩინარდა. მას შემდეგ ოჯახმა არ იცის, რა შეემთხვა გურამს და სად არის ის. საქმის გამოძიება გრძელდება.

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1791974558

გურამ დადიანიძის საქმე სხვა გამომძიებელს გადაეცა - ტარიელ კაკაბაძე

გურამ დადიანიძის საქმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა, სადაც გამოძიებას სხვა გამომძიებელი გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე წერს.„დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან.გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში. საქმე გადაეცემა სხვა გამომძიებელს.  მადლობა საზოგადოებას ასეთი მხარდაჭერისთვის!“, - წერს ტარიელ კაკაბაძე. 

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1791960431

„ექიმის ვინაობა საგამოძიებო ორგანოს დადგენილი აქვს...“ - ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე 2026 წლის აგვისტოში ახალი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მლეთაში, ლომისის სალოცავის მიმდებარედ, 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, გამოიყენეს სპეციალური სკანერები და დრონები. შსს-ს ცნობით, ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი პირი ხელახლა გამოიკითხა.საქმეში ახალი მოწმეები ჩნდებიან. არის სხვადასხვა ვერსიები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.სექტემბერში გადაცემის „შენი ამბავი“ წამყვანმა თაია გამთენაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს შეხვდა სოფო ბიბილაშვილთან და ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან ერთად.გადაცემაში „VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” ადვოკატმა კაკაბაძემ კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გააჟღერა.მისი თქმით, ექიმის ვინაობა, რომელთანაც გურამ დადიანიძე მამიდან მიიყვანა, საგამოძიებო ორგანოს დადგენილი აქვს.„ჩვენ ველოდებით ამ პიროვნებისგან სრულ ინფორმაციას წამლებთან, დიაგნოზთან დაკავშირებით და სხვადასხვა დეტალებს, რომელმაც რაღაცებს შეიძლება ნათელი მოჰფინოს,“ - ამბობს კაკაბაძე.ცნობისთვის, 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 წლის გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. 2014 წლის ივნისში ახალგაზრდა დედაქალაქიდან ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში იმყოფებოდა. სალოცავიდან დაბრუნებისას ის თანმხლებ ჯგუფს ჩამორჩა და უკვალოდ გაუჩინარდა. მას შემდეგ ოჯახმა არ იცის, რა შეემთხვა გურამს და სად არის ის. 

გურიკა

საზოგადოება • 1791748674

„ცივი პასუხები მომდიოდა... მიმოწერები მისი დაკარგვის შემდეგ გაქრა…“ - რას ჰყვება გურიკა დადიანიძის მეგობარი

ჟურნალისტი თაია გამთენაძე გურამ დადიანიძის მეგობრის ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის თქმითაც, თბილი მიმოწერების შემდეგ, მეგობრისგან მოულოდნელად ცივი პასუხების მიღება დაიწყო, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ შეტყობინებებს შესაძლოა თავად გურამი არ სწერდა.„მე მქვია ანა, საერთო სოფელი გვაქვს და გურიკაც იქ გავიცანი. ერთმანეთში ყოველ დღე მიმოწერა და მოკითხვა გვქონდა. ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ იყო ძალიან მხიარული ბავშვი. ზაფხულობით ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, მართლა განსაკუთრებული მეგობარი იყო. თითქმის ყოველ დღე, ერთმანეთში მოკითხვა გვქონდა. სულ ვნახულობდი, თვითონაც მეუბნებოდა, როცა ჩამოხვალ, მნახეო. ჩვენი მეგობრობა მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. ჩემთან მიმართებით რომ გურიკა შეიცვალა, დაკარგვის ამბავი მალევე გავიგე. მე რომ ვწერდი, როგორ ხარ-მეთქი, ცივი პასუხები მომდიოდა - „კარგად“ - ასე არ სჩვეოდა. ჩვენს შორის წყენა არ ყოფილა. სოფოსაც ვუთხარი. რომ ყოფილიყო, უფრო მშვიდად ვიქნებოდი, მეცოდინებოდა ჩემთან შეცვლის მიზეზი. ერთ დღეს მოხდა ეს ცვლილება.კითხვები მიჩნდებოდა, როცა სოფელში ჩავდიოდი, არ მნახულობდა. ვეკითხებოდი, რა გჭირს, ასე რატომ მპასუხობ, არაფერიო - მპასუხობდა. თავიდან მიცილებდა... მერე მწერდა. ძალიან განვიცდიდი. ჩემთვის ძალიან უჩვეულო ადამიანი გახდა. ყველას ცვალებადი ხასიათი გვაქვს, მაგრამ არასდროს მახსოვს, გურიკა მოწყენილი ყოფილიყო. რაღაც პერიოდში ვიფიქრე, ეს მართლა გურიკაა, ნეტა გურიკა მწერს მეთქი? აშკარად, რაღაც მოხდა მის პირადში, ასე რომ შეიცვალა.მერე იძულებული ვიყავი, აღარ მიმეწერა. დროს მივცემ, იქნებ მერე გამოკეთდეს მეთქი... ჩემი კლასელი იყო ლომისაზე და მითხრა, ბავშვი დაიკარგა და ეძებენო... მერე გავიგე... ერთი უცნაური რაც იყო, ჩვენი მონაწერებისთვის უნდა გადამეხედა, გურიკას დაბლოკილი ვყავდი და ნაწერები წაიშალა. მახსოვს, რომ მე არ წამიშლია...“ - ამბობს დაკარგული ბიჭის მეგობარი.ვრცლად 

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1791230359

„ჩვენ, ორივემ გულში დავმარხეთ…“ - სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს."მხოლოდ შენ იცი, დე, ჩემი ტანჯვა-წამება. გახსენებაც კი მზარავს, რა გადავიტანე და რას გავუძელი. ჩვენ ორივემ გულში დავმარხეთ ეს ყველაფერი, მაგრამ შენ დამეკარგე...რამდენჯერ მოვკვდი ამ 13 წელში, რამდენჯერ სიკვდილს თვალებში ჩავხედე, გური, მაგრამ მე დაგპირდი, პირობას შევასრულებ, გიპოვი, არ მოვკვდები, ჩემო..." - წერს სოფო ბიბილაშვილი.

დადიანიძის დედა

საზოგადოება • 1790972727

„ჩემი განადგურება მას უნდა, ვისაც არ სურს, რომ გური ვიპოვო...“ - გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.„მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, მოგესალმებით და მადლობას გიხდით თანადგომისთვის.ახლა, რაც შეეხება ჩემს წარსულს - არავის არაფერი აქვს სათქმელი. არც ფულის, არც სახლის და არც ნაკვეთების გიჟი არ ვყოფილვარ. ბოლო ლუკმა გამიცია და ადამიანებს დავხმარებივარ. რაც ვიშოვე, ისიც იქ დამრჩა და მის ჩამოსატანადაც არ წავსულვარ, რადგან გური დავკარგე.მე მისთვის მინდოდა ყველაფერი და დღემდე ვეძებ. ის მაშავებს, ვისაც ფულზე, სახლსა და ნაკვეთებზე აბოდებს. ჩემი განადგურება მას უნდა, ვისაც არ სურს, რომ გური ვიპოვო და საზოგადოებამ გაიგოს, სად და რა ვითარებაში დაიკარგა.მე მჯერა, რომ გურიმდე მივალ. ვიბრძოლებ ბოლო სუნთქვამდე!გური, ჩემო მონატრებავ, შენამდე მოვალ, დე, და ამას გპირდები!“, - წერს სოფო ბიბილაშვილი.შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

ირაკლი ოქრაძე

საზოგადოება • 1790970843

„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს

გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ირაკლი ოქრაძე, გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ ლომისაზე ექსკურსიის დღეს იხსენებს და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ლომისაზე წასვლის ინიციატივა თავად გურამ დადიანიძეს ეკუთვნოდა, რომელიც თავდაპირველად გახარებული და მონდომებული იყო, თუმცა გზაში მისი განწყობა მოულოდნელად შეეცვალა.„...ვისხედით აივანზე, ვლაპარაკობდით და შემოვიდა გურიკა, მოგვიკითხა და დღეს ლომისობაა და რა ვქნათ, არ წავიდეთო? თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა. წავიდა იქ ლაპარაკი, რომ „რა დროს ლომისობაა, დაღამდება ცოტა ხანში“. საღამო იყო, ალბათ 4, 5, 6 საათი... გურიკა იძახის, მანქანას მე მოვიყვან და უცებ მოვაგვარებთ ყველაფერს. სახლიდან გავიდნენ „მარშუტკის“ მოსაძებნად. მოვიდნენ სადღაც ნახევარ საათში და „მარშუტკა“ უკვე მზადაა და გავემზადოთო. ყველანი აქტიურობდნენ - მეც მინდოდა, რატომაც არა, ჩემ მეგობრებთან ერთად წასვლა. ყველა მოვბილიზდით უცებ... თანხა ავაგროვეთ, გოგოებმა სარაჯიშვილის მეტროსთან იყიდეს პროდუქტები, მოვიდა კახა და წავედით, ალბათ 8-ის ნახევარი, 8 საათი იყო. 17 ადამიანი ვიყავით მძღოლიანად.ყველას კარგი განწყობა გვქონდა. გურიკა თავიდან ძალიან მონდომებული იყო, გახარებული, ბედნიერი... მაგრამ რომ წავედით და გზას დავადექით, ხასიათი შეეცვალა... - საერთოდ არაფერი მომხდარა, რასაც შეეძლო მისი ხასიათის შეცვლა...“, - ამბობს ირაკლი ოქრაძე.სრულად, ნახეთ ვიდეო:

ირაკლი ოქრაძე

საზოგადოება • 1790884478

„მე ახლა ვიტყვი სიმართლეს...“ - გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე აქამდე უცნობ ფაქტებზე ალაპარაკდა

გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე ირაკლი ოქრაძე საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფაქტებს გაასაჯაროებს. გადაცემის, „შენი ამბავი თაიასთან“ ანონსში,  ირაკლი ოქრაძე ლომისაზე ექსკურსიის დღეს იხსენებს. „მე ახლა ვიტყვი სიმართლეს... სრულიად გულწრფელი ვარ... რომელ ქვაზეც იძახიან, რომ დამჯდარი დავინახეთო, რატომ გადაწყვიტეს, რომ დამჯდარი დაინახეს, ვერ ვხვდები... მე არ დამინახავს გურიკა იქ დამჯდარი. კახა რომ იძახის - მოვიდეს ერთი ეგ, ცხვირ-პირს დავუმტვრევ თუ რაღაც ამგვარს... ბებია მოუტრიალდა - ცხვირ-პირს დაუმტვრევ არა, ხელსაც ვერ დააკარებო....მამა ეძებდა შვილს, იძახდა მაპოვნინეთო - ისე იძახდა, თითქოს, რაღაც ნივთს ვეძებდით“, - ამბობს ირაკლი ოქრაძე. მის სრულ ინტერვიუს მაყურებელი 2 ოქტომბერს, გადაცემაში ,,შენი ამბავი თაიასთან" იხილავს. შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1790797385

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანის საქმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს:„გურამ დადიანიძის საქმეზე:როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა!სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად.საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა!მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი!გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი. საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს.ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას“.

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1789934230

ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს“

გადაცემის „შენი ამბავი“ ავტორი და წამყვანი თაია გამთენაძე გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.„დღეს გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს შევხვდით: მე, ქალბატონი სოფო ბიბილაშვილი და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. მოწმემ დედისა და ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. საკმაოდ ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი გასაუბრება გვქონდა.გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს და ამ დღეებში მასთან ინტერვიუს ჩაწერაზე შევთანხმდით…ეს ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთანაც და როგორც თავად აღნიშნა, მზად არის, ყველა კითხვას ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს.დანარჩენს, იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ“, - წერს თაია გამთენაძე.

ტარიელ კაკაბაძე

საზოგადოება • 1789498351

„კიდევ ერთხელ მივმართავ ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც...“ - რას წერს ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.„კიდევ ერთხელ მივმართავ ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც, რომ გამოჩნდნენ! მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, დაადგინოს რომელ ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან დაჰყავდა მამიდას გურამი. წარმოუდგენელია, მამიდას არ ახსოვდეს სპეციალისტის გვარი, სახელი ან მისამართი!“ - წერს ადვოკატი.ცნობისთვის, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე გადაცემაში „შენი ამბავი“ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ახალი და მნიშვნელოვანი დეტალები გაასაჯაროვა.სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა ჯუმბერ ბუჩაშვილმა ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გურამი მამიდას ფსიქოლოგთან დაჰყავდა და მოზარდი დანიშნულ წამლებს იღებდა.

✕