1789499168
„კიდევ ერთხელ მივმართავ ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც...“ - რას წერს ტარიელ კაკაბაძე
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ მივმართავ ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც, რომ გამოჩნდნენ! მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, დაადგინოს რომელ ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან დაჰყავდა მამიდას გურამი. წარმოუდგენელია, მამიდას არ ახსოვდეს სპეციალისტის გვარი, სახელი ან მისამართი!“ - წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე გადაცემაში „შენი ამბავი“ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ახალი და მნიშვნელოვანი დეტალები გაასაჯაროვა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა ჯუმბერ ბუჩაშვილმა ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გურამი მამიდას ფსიქოლოგთან დაჰყავდა და მოზარდი დანიშნულ წამლებს იღებდა.












