1789467643
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ პარლამენტმა დავით მამისეიშვილი აირჩია
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია. მამისეიშვილის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ პარლამენტის 12-მა წევრმა მისცა ხმა.
დავით მამისეიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის თაობაზე პარლამენტის დადგენილება 2027 წლის 30 აპრილიდან ამოქმედდება, როცა მოსამართლის თანამდებობა, რომელიც მამისეიშვილმა უნდა დაიკავოს, ვაკანტური გახდება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ მამისეიშვილს 14 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. როგორც ითქვა, მამისეიშვილს 25 - წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 18 - წლიანი მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება აქვს.










