ეკატერინე გუნცაძე

ფინანსები 1789988800

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაში

ქ. ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.კონფერენციაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და ინვესტორთა ინტერესები.კონფერენციის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან. ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს მან გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების პერსპექტივა. საუბარი, ასევე, შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.„ჩვენ საქართველოს შესახებ პრეზენტაციაზე ინვესტორებს წარვუდგინეთ ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვა და განახლებული პარამეტრები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პრეზენტაციას დაესწრო 50-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ წარმატებით განახორციელა ევრობონდის რეფინანსირება, ასევე, მიმდინარე წლის მაისში, გამოვუშვით 400 მლნ ლარის საშინაო ფასიანი ქაღალდები სინდიკაციის გზით. პრეზენტაციის პარალელურად გამართულ ორმხრივ შეხვედრებს დაესწრნენ ის ინვესტორები, რომლებიც ფლობენ ჩვენს საგარეო და საშინაო ფასიან ქაღალდებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც საშინაო, ისე საგარო ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი. J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში მონაწილეობა ამ ინტერესს კიდევ უფრო გააფართოებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.კონფერენციასა და ინვესტორთა შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1789973663

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფლება სწორედ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პოზიციის გამო შეცვალა.„უნგრეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლო ევრობიუროკრატიამ, შეეცვალა ქვეყნის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ უნგრეთის წინა ხელისუფლება, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა.დავფიქრდეთ, ჩვენ, საქართველო, რა მოცემულობაში ვართ, როდესაც უნგრეთს, ევროკავშირის წევრ და ვეტოს უფლების მქონე ქვეყანასაც კი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმება აიძულეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მუზეუმი

კულტურა 1789839960

აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო არტ-პლენერი“ გაიმართა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში, 17 სექტემბერს,  ააიპ „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო ორგანიზაციის - პლენერი 20“-ის პროექტი - „საერთაშორისო არტ-პლენერი“-ის შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა, რომლის სახელწოდებაა „თანამედროვე ქართული ხელოვნება, როგორც ევროპული თანამოსაუბრე“. არტ-პლენერის არსებობის მანძილზე განხორციელდა 6 საერთაშორისო პროექტი ქალაქ ფოთსა და ბათუმში. ეს ღონისძიებები აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს, რომლებიც ფერწერულ ნამუშევრებს ღია ცის ქვეშ ქმნიან. პლენერში მონაწილეობას ღებულობდა  12 უცხო ქვეყნის /თურქეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, ირანი, ბულგარეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, უკრაინა/ და 13 ქართველი მხატვარი.მხატვარებმა შემაჯამებელ გამოფენაზე წარმოადგინეს სამოცდაათი საინტერესო ნამუშევარი.მონაწილე მხატვრები: თურქეთი - აზიზ კარაკოჩი, ფერმან აიდინი, ესპანეთი - გონსალო როდრიგეს გომესი, პორტუგალია - კუასე კაჩი, ირლანდია - რეგინა ბაჩინსკა, ირანი - მოტაჰარე მოგადასი, ბულგარეთი - ტემენუჟკა ნიკოლოვა დიმოვა, ხრისტო ხრისტოვი, სვეტლოზარ ნედევი, პოლონეთი - ზბიგნევ მიერუნსკი, ყაზახეთი - მერუიერტ (მირა) ჟუმანოვა, უკრაინა - ნატალია დაბიჟა, საქართველო - ჯემალ ბასარია, არჩილ ბლუაშვილი, ვლადიმერ დურული, ავთანდილ თოფურია, ბადრი ფაჩულია, თეკლა მელაძე, ზურაბ ჭედია, ნინო ჭედია, აჭარა -  ბექა ბოლქვაძე, არჩილ მალაყმაძე, გელა მესხი, გურამ ფუტკარაძე, ეკა ცინცაძე.გამოფენის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე - გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე - ჯემალ ბასარია,  აჭარის ა/რ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე - გურამ ფუტკარაძე, პროექტის ხელმძღვანელი, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაცია „პლენერი-20“-ის თავმჯდომარე - ზურაბ ჭედია, პროექტის კურატორი - ქეთევან ახობაძე- ხელოვნებათმცოდნე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.,მხატვრები, ხელოვანები და ქალაქის სტუმრები.პროექტის ხელშემწყობი, პარტნიორები და დამფინანსებლები არიან: აჭარის ა/რ კულტურის სამინისტრო და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირები,სსიპ აჭარის მუზეუმი.

ფოტო

საზოგადოება 1789838179

ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა - ბათუმი-ქუთაისის მატარებელი შეფერხდა

ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ჩაქვის სადგურში დაბრუნდა.მატარებელი ციხისძირის ტერიტორიაზე მეწყრის ჩამოწოლის გამო ნახევარ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული, რის შემდეგაც ჩაქვის სადგურში დაბრუნდა.მომხდარის გამო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. 

ტურიზმი

ეკონომიკა 1789727400

Delfi Estonia აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

ესტონეთის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინმედია Delfi Estonia აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვრცელ სტატიას უძღვნის. გამოცემა მკითხველს რეგიონში მოგზაურობის შესაძლებლობებს, ბათუმის ტურისტულ პროდუქტებს, აჭარის ბუნებას, კულტურას, სამზარეულოსა და აქტიური ტურიზმის მიმართულებებს აცნობს.სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ რეგიონი ვიზიტორებს ზღვისპირა დასვენებასთან ერთად მთიანი აჭარის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბათუმს, როგორც რეგიონის მთავარ ტურისტულ ცენტრს, მის ისტორიულ ნაწილს, ბულვარსა და თანამედროვე არქიტექტურას.,,სწორედ ლანდშაფტის მრავალფეროვნება და აქტივობების სიმრავლე აქცევს ბათუმსა და აჭარას სხვადასხვა ინტერესის მქონე მოგზაურებისთვის შესანიშნავ მიმართულებად. ერთი დღე შეგიძლიათ ბათუმის ძველი ქალაქისა და ზღვისპირა ბულვარის აღმოჩენას დაუთმოთ, მეორე — მტირალას ტყეებში ლაშქრობას, მესამე კი ქედის ღვინის მარნებსა და მთიან სოფლებში მოგზაურობას,“ წერია სტატიაში.Delfi Estonia ასევე მიმოიხილავს კულინარიასა და ღვინის კულტურას. გამოცემა მკითხველს ადგილობრივ კერძებსა და ქედის მარნებს აცნობს და ხაზს უსვამს ქართული სტუმარმასპინძლობის მნიშვნელობას.,,როდესაც ბათუმზე, აჭარასა და ზოგადად საქართველოზე ვსაუბრობთ, ადგილობრივ კულინარიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. რეგიონის სამზარეულო მდიდარი და გამორჩეულია, ხოლო სუფრაზე ხშირად შეხვდებით კერძებს, რომელთა მომზადებისას გამოიყენება ყველი, კარაქი, კვერცხი, ნიგოზი, ახალი ბოსტნეული და მწვანილი.“სტატიის მიხედვით, აჭარა საინტერესო მიმართულებაა აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაც. რეგიონში 25 მარკირებული საფეხმავლო მარშრუტია, ვიზიტორებს შეუძლიათ კემპინგი, ველო და საცხენოსნო ტურები, რაფტინგი და სხვა აქტივობები. გამოცემა ასევე საუბრობს ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობებზე და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე.Delfi Estonia ესტონეთში ერთ-ერთი წამყვანი სამოგზაურო პლატფორმაა. მას ონლაინ სივრცეში ყოველთვიურად 700, 000 მდე უნიკალური მკითხველი ჰყავს. სტატიის ლინკი იხილეთ - https://reisijuht.delfi.ee/artikkel/120604569/muinasjutulised-maenolvad-unustamatud-toiduelamused-ja-lummav-merekallas-adzaaria-piirkond-gruusias-peidab-endas-koike-seda-ja-veelgi-enamat 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1789726794

აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება - ირაკლი კობახიძე

აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 50 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.„აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება. აქაც არ ვაპირებთ გაჩერებას. აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50 სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვისთვის იყოს უზრუნველყოფილი ასეთი თანამედროვე სივრცე და გარემო. ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პედაგოგებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თქვენს საქმიანობასა და პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი ქვეყნის წარმატება. თქვენ ღირსეულად ემსახურებით ამ საქმეს. ღირსეულ თაობას უზრდით ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის გახსნას და ყველას, განსაკუთრებით, მოსწავლეებს, გისურვებთ დიდ წარმატებას“, - განაცხადა პრემიერმა.

Vogue

საზოგადოება 1789663971

Vogue, Harper’s Bazaar, Zoe Magazine -ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს

აჭარას ბულგარეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან ცნობილი საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, Vogue-ის, Harper’s Bazaar-ის, Zoe Magazine-ის, EVA Magazine-ისა და VOYAGE Magazine-ის წარმომადგენლებმა რეგიონში იმოგზაურეს. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ, მედიატურის მონაწილეები მთიან აჭარას ესტუმრნენ და რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ ტრადიციებსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბათუმელი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის, ახალმა კოლექციამ, რომელიც აჭარული ტრადიციული ნაქარგობების ინსპირაციითაა შექმნილი. ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ღორჯომის ხეობაში ადგილობრივ საოჯახო სახლსაც ესტუმრნენ, სადაც აჭარული ნაქარგობები დაათვალიერეს და ტრადიციული ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.ღორჯომის შემდეგ ისინი კურორტ გოდერძის, მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეგიონზე მომზადებულ მასალებს მედიატურის მონაწილეები მკითხველს ეტაპობრივად გაუზიარებენ.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უცხოელი ინფლუენსერები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და  უზბეკეთიდან. მათ მიერ მხოლოდ ერთ თვეში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ნახვებმა სოციალურ მედიაში 25 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ისინი რეგიონს ივნისში სტუმრობდნენ და მილიონობით გამომწერს აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს, როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარდგენით, ისე მედიატურების ორგანიზებითა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით.

აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ

რეგიონი 1789654707

რევაზ სოხაძე და ზურაბ პატარაძე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია ხულო–ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. გზის 44 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია, დარჩენილ 3 კმ-ზე კი სამუშაოები გრძელდება. პარალელურად, მეწყრულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა.ხულო–ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად, 2026-2027 წლებში იგეგმება.აქტიურად მიმდინარეობს ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე 8 კმ-ზეა მოწყობილი. პროექტი გზის სავალი ნაწილის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალარინების სისტემების, ტროტუარების, გზასთან მიერთებებისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტის ღირებულება 20.6 მილიონ ლარამდეა.გრძელდება ზომლეთი–ხიხაძირის გზის 7 კმ-მდე მონაკვეთისრეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც გზის სავალი ნაწილისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.აჭარაში დაგეგმილი პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმი–სარფის ახალი, 11.3 კმ სიგრძის, მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომლის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროექტი მოიცავს დაახლოებით 8 კმ სიგრძის გვირაბისა და სამი ხიდის მშენებლობას. ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალი ბათუმის შემოვლით გზას საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს, გააუმჯობესებს საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობის პირობებს და მნიშვნელოვნად განტვირთავს მჭიდროდ დასახლებულ საკურორტო დასახლებებს. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების, ისე აჭარის რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის.რეგიონში დაგეგმილია ქობულეთის 2.1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლის აღდგენისა და ნაპირდაცვის სამუშაოები. ასევე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად. პროექტი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სულ მცირე ცხრა პრიორიტეტულ ლოკაციას, მათ შორის ქობულეთს მოიცავს და კლიმატგამძლე სანაპირო დაცვისა და აღდგენის საინჟინრო გადაწყვეტების მომზადებას ითვალისწინებს.

ბექა ვაჭარაძე

პოლიტიკა 1789648066

ბექა ვაჭარაძე: დავასრულეთ სარაგბო კლუბ „ფოთის“ გუნდის დაკომპლექტება და წელს ნამდვილად ძლიერი შემადგენლობა გვყავს

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სარაგბო კლუბ „ფოთის“ ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს შეხვდა.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, რომლებიც წლების შემდეგ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ და დღეს უკვე ფოთის გუნდის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას აგრძელებენ.„დავასრულეთ სარაგბო კლუბ „ფოთის“ გუნდის დაკომპლექტება და წელს ნამდვილად ძლიერი შემადგენლობა გვყავს.ყველაზე მეტად მიხარია, რომ ბევრი წარმატებული ფოთელი მორაგბე საკუთარ ქალაქში ბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები და ქართული რაგბის გამორჩეული წარმომადგენლები - ზურაბ ჟვანია, რომელიც გუნდს მოთამაშის რანგში შეუერთდა  და დიმა ბასილაია, რომელიც მწვრთნელის რანგში დაგვეხმარება.მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი გამოცდილი მორაგბეები ბავშვებთან და ასაკობრივ გუნდებთანაც იმუშავებენ და საკუთარ გამოცდილებას მომავალ თაობას გაუზიარებენ.ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ- ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს. მჯერა, ფოთის რაგბის წინ ბევრი საინტერესო და წარმატებული ეტაპი ელოდება“, - განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1789645371

გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია

„ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.მისი თქმით, 2023 წელს „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც შემდეგ პარლამენტმა ამერიკული FARA-ს ანალოგის სახით მიიღო, ოპოზიციამ და უცხოურმა ძალებმა მაინც დაიწუნეს.„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2023 წელს ჩვენ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, თუმცა შემდგომ მივიღეთ ამერიკული FARA-ს (ამერიკაში მოქმედი კანონის) ანალოგი, რომელიც ასევე დაიწუნეს [უცხოურმა ძალებმა და ქართულმა ოპოზიციამ]. თუ ასეთი კანონი ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა ის საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტია. ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1789644660

გურამ მაჭარაშვილი: მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს

მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.მისი თქმით, თუ შეერთებულ შტატებს ეს კანონი სჭირდება და ნამდვილად სჭირდება, როგორ სჭირდება ეს საქართველოს, რომელიც არის სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტი.„თუ შეერთებულ შტატებს ეს კანონი სჭირდება და ნამდვილად სჭირდება, როგორ სჭირდება ეს საქართველოს, რომელიც არის სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტი. ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ნაბიჯები იყო მართალი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები“.

გურამ

პოლიტიკა 1789579345

გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ საქართველოს მთავრობისთვის დაკისრებული ჯარიმის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება.მისი განცხადებით, უცხოური ძალების მიზანია დეზინფორმაციის კამპანიის გამწვავება, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება აიძულონ.„უცხოური ძალების გათვლაა, გაამწვავოს დეზინფორმაციის კამპანია, რათა სწრაფად აიძულოს ხელისუფლება, გადადგას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯი. სამწუხაროდ, მაშინ მოახერხეს ის, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიღებული იყო არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსდებოდა გარედან. დღეს ჩვენ უნდა შევძლოთ და ის რეალობა, რაც ჩვენს ირგვლივაა, ბოლომდე დავიცვათ, რათა ნებისმიერი დეზინფორმაცია, რომელსაც ისევ ის უცხოური ძალა აფინანსებს, საზოგადოებაში არ გავრცელდეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.