ზვავსაშიშროების გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - გაფრთხილება მძღოლებს

გზა თოვლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა) -ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ამასთან, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)- უზუნთა -შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.