ცნობილია, სად მოთოვს ახალი წლის ღამეს - 30-31 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1767040286
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ ვლადიმერ პუტინისგან შეიტყო.
„მე ეს არ მომწონს. ეს კარგი არ არის. დღეს დილით გავიგე ამის შესახებ. იცით ვინ მითხრა? პრეზიდენტმა პუტინმა. მან თქვა, რომ თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის. ახლა დელიკატური პერიოდია. სულ სხვა რამაა მის სახლზე თავდასხმა. ეს არ არის სწორი დრო ამისთვის. ძალიან გავბრაზდი ამის გამო. ამბობთ, რომ შეიძლება თავდასხმა საერთოდ არ მომხდარა. ეს ასევე შესაძლებელია, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით მითხრა, რომ მოხდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მარ ა ლაგოში ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებამდე.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ეს იყო ძალიან პროდუქტიული. გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომლებსაც ვაპირებთ, რომ მოვაგვაროთ. თუ მათ მოვაგვარებთ, მშვიდობა იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 28-29 დეკემბერს კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსულმა მხარემ ყველა დრონი გაანადგურა.