ტრამპი ირანს მორიგი თავდასხმით ემუქრება, თუ ის სარაკეტო პროგრამას აღადგენს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს მორიგ დარტყმას ირანის წინააღმდეგ, თუ თეირანი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის აღდგენას შეეცდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„მესმის, რომ ირანი კვლავ გაძლიერებას ცდილობს და თუ ასეა, ჩვენ მოგვიწევს მათი შეჩერება. ჩვენ მათ დავამარცხებთ. ჩვენ მათგან ქვას ქვაზე არ დავტოვებთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ იგი მხარს დაუჭერს ირანზე თავდასხმას „დაუყოვნებლივ“, თუ ქვეყანა ბირთვული პოტენციალის აღდგენას შეეცდება.

მან ირანს ურჩია, რომ ამის ნაცვლად აშშ-თან „შეთანხმების“ მიღწევას ეცადოს.